რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:
"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."
საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.
287" target="_blank">2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]
მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]
უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით
ჩვენს ქვეყანას სპორტის ყველა სახეობაში ვუსურვებ წარმატებას და მრავალჯერ გავეხარებინეთ ყველა. ზოგი ფეხბურთში ვერ ერკვევა, ზოგი რაგბში... ზოგიც საკუთარ თავში.
"რაგბისტი" არა - მორაგბე.
"ფუტბალისტი" არა - ფეხბურთელი.
"ჭ" ლიგა არა - ევროპის ერთა თასი (უმაღლესი არაკომერციული ჩემპიონატი კონტინენტზე).
წარმატებები ყველას.
- ორივე ნაკრები გამოსდის თამაში დაახლოებით თავისი დონის გუნდთან. რაგბისტები ამას კარგახანია გვიჩვენებენ, ფეხბურთელებმა კი ერთა ლიგის ჯგუფი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს და ნახევარფინალში ვართ;
- ფეხბურთის ნაკრებიც თავისზე ბევრად ძლიერ ნაკრებებთან მარცხდება, უბრალოდ რაგბი უფრო ლოგიკური თამაშია, ფეხბურთში შეიძლება მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა გქონდეს და გოლი მაინც ვერ გაიტანო, რაც რაგბიში არ ხდება;
- ვერცერთი ნაკრები ვერ იგებს "გადამწყვეტ" თამშს, ასეთად რაგბიში დავასახელებდი უპირველესად რათქმაუნდა იტალიელებთან შეხვედრას, შემდეგ კი ტესტს უელსთან და წინა მსოფლიოზე არგენტინასთან შეხვედრას. ფეხბურთიდან კი რუმინეთთან, უნგრეთთან, ავსტრიასთან შეხვედრებს;
- "ჯიგრის ჩადება". თუ კი ამ ტერმინს განვმარტავთ როგორც თავდადებულ თამაშს, მაშინ ვერ ვიტყოდი რომ ეს მხოლოდ რაგბის ნაკრებს ახასიათებს. ვისაც სპორტის ეს სახეობა გვესმის ვიცით, რომ რაგბი თავისი წესებიდან გამომდინარე ბევრად ძალისმიერი და კონტაქტური სპორტია, შესაბამისად აქ უფრო ჩანს ეს ნიუანსი. მე ვთვლი რომ საფეხბურთო ნაკრებშიც გვყავს ბოლომდე "ჯიგრის ჩამდები" მოთამაშეები. კანკავა, კაშია, კვირკველია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე...
ბოლოს კი მივადექით მთავარ სათქმელს, პრობლემას, რომელიც საერთოა ჰეიგისთვისაც და ვაისისთვისაც და ამას ჰქვია - დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა!
ორთავე ნაკრებში თამაშობენ ეთნიკურად ქართველი ბიჭები, მათ ერთნაირი ფესვები და ხასიათი გააჩნიათ, "ქართული" ხასიათი. აე ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ჩვენს ნაკრებებში. შესაძლოა მხოლოდ დისციპლინამ უმაღლესი კლასისი გუნდად ვერ გაქციოს, მაგრამ დისციპლინირებული გუნდი არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელსაც მოწინააღმდეგე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ეს კი კლასში სხვაობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და შემდეგ კი... რაიცი რა მოხდება, ბურთი ბურთია, სად გავარდება...
რადგან რაგბის თემაა რაგბით დავამთავრებ. ბოლო ტესტებში ჩვენებს დისციპლინის აშკარა პრობლემები ჰქონდათ. რომელიც თამაშიდან თამაშამდე კი არ კლებულობდა, არამედ მატულობდა. ამიტომ ობიექტურად რომ შეგვეხედა მოვლენებისათვის აშკარად დავინახავდით - დიდ გუნდებთან არავითარი შანსი არ შეიძლებოდა გვქონოდა.
6 ერის ყბადაღებული თემა კი გრძელდება. ჩვენც და რაგბის ფედერაციაც ვზივართ და ვიფხანთ გულებს იმაზე წუწუნით, რომ არ გვიღებენ და რა ვქნათ. არ არის 6 ერი დოგმა, იაპონიამ და არგენტინამ მშვენიერი ტურნირი გაჩარხეს და კიდევაც ეტყობათ წინსვლა. ალტერნატიული გზებია საძებარი, ჩვენ უბრალო გულშემატკივარს რა შეგვიძლია მეტი გარდა მოთხოვნისა და ლაპარაკისა, მაგრამ ვისაც ხელეწიფება კეთილი ინებოს და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს.