6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა

AutoSharing Option
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:

"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."

საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.

287" target="_blank">alt2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

alt"საქართველოსთან კარგი ვარჯიში გამოვიდა, 5 ფაზაზე მეტით ვერ შემოგვიტიეს" - უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

მკითხველის კომენტარები / 66 /
შოტლანდიის ირლანდიასთან 3 ქულას აღარ ჯობია ჩვენი უელსთან 14 ქულა? ხომ ტიერ1 გუნდი ეთამაშებოდა ტიერ1-ს? უელსთან 14 ქულა, მათ შორის ორი ლელო კარგი შედეგია წინასწარ წაგებული თამაშისთვის. ფიჯისთან და ურუგვაისთან თამაშის შემდეგ ჯობია დასკვნების გაკეთება. მერე ამოყვინთეთ და იყიყინეთ ზოგიერთმა:)))
ლაგუნა
24 სექტემბერი 2019 17:20
6
იტალიამ ბოლოს 2007 წელს მოუგო უელსს 3 ქულით..2015 წლის მერე მოგება საერთოდ არ აქვს 6 ერის გუნდთან... და მგონი 2 ლელოც არ დაუდია ამდენი წელია
ZUra
24 სექტემბერი 2019 18:03
3
ყი ყი ყი ყი ყი
.
24 სექტემბერი 2019 17:31
7
გამარჯჯობათ. გუნდური სპორტის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა. რაგბის შემთხვევაშიც ასეა. თუ არ შეხვდები ძლიერ გამოცდილ მოწინააღმდეგეს გუნდის განვითარება რთულია ან დაგვიანებული. მსოფლიო რაგბის მესვეურებს პრიორიტეტად რომ ჰქონდეთ რაგბის პოპულარიზაცია სხვაგვარად იქნებოდა. რაგბის და ფეხბურთის შედარებას, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ვფიქრობ უადგილოა. არც მავანთა ბოღმა კომენტარია მისასალმებელი.
ჩვენს ქვეყანას სპორტის ყველა სახეობაში ვუსურვებ წარმატებას და მრავალჯერ გავეხარებინეთ ყველა. ზოგი ფეხბურთში ვერ ერკვევა, ზოგი რაგბში... ზოგიც საკუთარ თავში.
"რაგბისტი" არა - მორაგბე.
"ფუტბალისტი" არა - ფეხბურთელი.
"ჭ" ლიგა არა - ევროპის ერთა თასი (უმაღლესი არაკომერციული ჩემპიონატი კონტინენტზე).
წარმატებები ყველას.
გიგი
24 სექტემბერი 2019 17:44
3
რეგბს და რეგბისტებს რაც შეეხება...)) მასწავლებლებისთვის ვაგონია ჩამომდგარი...ჩვენ ვეძებთ და ვცდილობთ ვიპოვოთ ჭეშმარიტება,თუ როგორ შეიძლება დღეს რაგბის თამაშში არსებული პრობლემების აღმოფვრა.აქ სპორტული საიტია და არა ქართული გრამატიკის შესასწავლი.კარგად გაგიგია ხალხი რას წერს და...?
....
25 სექტემბერი 2019 05:18
13
პატივცემულო გიგი,ნუთუ ვერ ხვდებით,რომ თქვენი ცოდნით,განსწავლულობით და აქ თქვენს მიერ გაკეთებული მითითებებით ხალხს შეურაცყოფას აყენებთ! ისმის კითხვა-ვინ გთხოვათ ეს ან რატომ აძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას???
....
25 სექტემბერი 2019 15:11
10
ეხლა ვკითხულობ კომენტარებს და გუშინდელი თამაშის შემდეგ ბევრი ადარებს ერთმანეთს ფეხბურთისა და რაგბის ნაკრებებს. მე კი მინდა ვთქვა ერთი რამ, ყველაფრის თავი და თავი არის საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებულად წარმოდგენა და მცდარი ილუზია. ჩვენს ორთავე ნაკრებს აქვთ რამოდენიმე საერთო შტრიხი. კერძოდ:
- ორივე ნაკრები გამოსდის თამაში დაახლოებით თავისი დონის გუნდთან. რაგბისტები ამას კარგახანია გვიჩვენებენ, ფეხბურთელებმა კი ერთა ლიგის ჯგუფი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს და ნახევარფინალში ვართ;
- ფეხბურთის ნაკრებიც თავისზე ბევრად ძლიერ ნაკრებებთან მარცხდება, უბრალოდ რაგბი უფრო ლოგიკური თამაშია, ფეხბურთში შეიძლება მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობა გქონდეს და გოლი მაინც ვერ გაიტანო, რაც რაგბიში არ ხდება;
- ვერცერთი ნაკრები ვერ იგებს "გადამწყვეტ" თამშს, ასეთად რაგბიში დავასახელებდი უპირველესად რათქმაუნდა იტალიელებთან შეხვედრას, შემდეგ კი ტესტს უელსთან და წინა მსოფლიოზე არგენტინასთან შეხვედრას. ფეხბურთიდან კი რუმინეთთან, უნგრეთთან, ავსტრიასთან შეხვედრებს;
- "ჯიგრის ჩადება". თუ კი ამ ტერმინს განვმარტავთ როგორც თავდადებულ თამაშს, მაშინ ვერ ვიტყოდი რომ ეს მხოლოდ რაგბის ნაკრებს ახასიათებს. ვისაც სპორტის ეს სახეობა გვესმის ვიცით, რომ რაგბი თავისი წესებიდან გამომდინარე ბევრად ძალისმიერი და კონტაქტური სპორტია, შესაბამისად აქ უფრო ჩანს ეს ნიუანსი. მე ვთვლი რომ საფეხბურთო ნაკრებშიც გვყავს ბოლომდე "ჯიგრის ჩამდები" მოთამაშეები. კანკავა, კაშია, კვირკველია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე...
ბოლოს კი მივადექით მთავარ სათქმელს, პრობლემას, რომელიც საერთოა ჰეიგისთვისაც და ვაისისთვისაც და ამას ჰქვია - დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა!
ორთავე ნაკრებში თამაშობენ ეთნიკურად ქართველი ბიჭები, მათ ერთნაირი ფესვები და ხასიათი გააჩნიათ, "ქართული" ხასიათი. აე ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ჩვენს ნაკრებებში. შესაძლოა მხოლოდ დისციპლინამ უმაღლესი კლასისი გუნდად ვერ გაქციოს, მაგრამ დისციპლინირებული გუნდი არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელსაც მოწინააღმდეგე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ეს კი კლასში სხვაობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და შემდეგ კი... რაიცი რა მოხდება, ბურთი ბურთია, სად გავარდება...
რადგან რაგბის თემაა რაგბით დავამთავრებ. ბოლო ტესტებში ჩვენებს დისციპლინის აშკარა პრობლემები ჰქონდათ. რომელიც თამაშიდან თამაშამდე კი არ კლებულობდა, არამედ მატულობდა. ამიტომ ობიექტურად რომ შეგვეხედა მოვლენებისათვის აშკარად დავინახავდით - დიდ გუნდებთან არავითარი შანსი არ შეიძლებოდა გვქონოდა.
6 ერის ყბადაღებული თემა კი გრძელდება. ჩვენც და რაგბის ფედერაციაც ვზივართ და ვიფხანთ გულებს იმაზე წუწუნით, რომ არ გვიღებენ და რა ვქნათ. არ არის 6 ერი დოგმა, იაპონიამ და არგენტინამ მშვენიერი ტურნირი გაჩარხეს და კიდევაც ეტყობათ წინსვლა. ალტერნატიული გზებია საძებარი, ჩვენ უბრალო გულშემატკივარს რა შეგვიძლია მეტი გარდა მოთხოვნისა და ლაპარაკისა, მაგრამ ვისაც ხელეწიფება კეთილი ინებოს და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს.
ანესთეზეოლოგი
24 სექტემბერი 2019 17:03
3
სასწრაფოდ "დასტამბეთ" და მატიანედ შემოინახეთ ქორონიკონსა ამასა დღესა ესე სიბრძნე გრძნეული და დაფარული თქვენთვის ცხადად წარმოჩენილი, პოლიქრონიონ
იდალგო
24 სექტემბერი 2019 17:34
14
გეთანხმები,უბრალოდ ერთს დავამატებ,ძალიან სუსტად ან საერთოდ არ მუშაობენ გუნდებთან ფსიქოლოგები,რაც დღევანდელ სპორტში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია
1
24 სექტემბერი 2019 22:05
0
არ ვართ მზად 6 ერისთვის. ფაქტია. დღესავით ნათელია.ჯობია შევეგუოთ ამ ფაქტს და მეტი ვიმუშაოთ. კიდევ რამდენჯერ უნდა წავაგოთ პირველი ეშელონის გუნდებთან +/-30 ქულით რომ ეს დავიჯეროთ? გაგვატარეთ ვისაც გვჯერა. სანამ არ დავიჯერებთ პროგრესი არ იქნება. დავიჯერებთ თუ არა - ეგრევე. ირლანდია-შოტლანდია არასწორია ანალოგია და ყველა ასეთი სხვა მოტანილი მაგალითიც არასწორია. არც იმის მჯერა, რომ თუ ხშირად ვითამაშებთ დიდ გუნდებთან უცებ იმათ დონეზე დავიწყებთ თამაშს. არ დავიწყებთ. დონე ალბათ მოიმატებს მაგრამ დონის მატების ძირითადი საწინდარი სხვა რამე უნდა გახდეს. შეხედეთ არგენტინას - რა, ხშირად ეთამაშებოდნენ ბობოლები? ამის ხარჯზე გაიზარდნენ ასე ძალიან რო უკვე ტოლ-სწორად ეთამაშებიან საფრანგეთს და ა.შ.? თქვენ გჯერათ ამის? კარგით რა... თხა და გიგოა რა, ჯერ უნდა გახდე რაღაცის მასტერი რო მასტერის ფორმა ჩაიცვა, მასტერის ფორმის ჩაცმა მასტერად არ გაქცვევს. ეს რანაირად გვეშლება მთელ ერს? აი 20-წლამდელებს შეხედეთ, იმათ უკვე მოუგეს შოტლანდიას, ირლანდიას - იმათი და იმათზე პატარების იმედი მაქვს. მადლობა და წარმატებები ბიჭებს. იმედია სწორად გაიგებთ.
ლევანი
24 სექტემბერი 2019 17:19
10
ლევან, თუ არ ეთამაშე ვერ განვითარდები.
1
24 სექტემბერი 2019 20:00
2
ამ ლოგიკით შოტლანდია მოსახსნელია 6 ერიდან და ავსტრალიამ, რომელმაც ამ რამოდენიმე კვირის უკან ზელანდიასთან 36:0 წააგო, რაგბს უნდა დაანებოს თავი. ჩვენი პრობლემა შედარებით სუსტი უკანა ხაზია(გადაახვიეთ და ნახავთ, სამი ლელო ერთნაირი კომბინაციით დაგვიდეს, როცა ხაზი გაგვირღვიეს, დამუშავებული კომბინაცია იყო), თორემ ფორვარდები არავისზე ნაკლები არ გვყავს, თუ მეტი არა. სამწუხაროდ რაგბიში ერთი პატარა შეცდომაც კი ძვირი შეიძლება დაგიჯდეს ( ბურთი ხელიდან გაუვარდა, უადგილო ჯარიმა რაქში, ბურთის შეტანის დროს აუტზე გადაგდება, ბურთი მოედანს ვერ მოარტყა, დაუცველ მხარეს დაჰკიდა აბრაგანი და მივიღეთ კონტრშეტევა, შესატევი დერეფნის წაგება, ან უფრო უარესი საკუთარ ნახევარზე. ეს ნიუსნსებია თამაშის ბედს რომ წყვეტს ხშირად.
გიორგი
24 სექტემბერი 2019 16:48
2
იტალია არსად დაგეკარგოთ :) ახალგაზრდულებში კი დაგვემალეთ და ღმერთით ძირითადითაც გასიამობნებთ ადრე თუ გვიან.
ანდრი
24 სექტემბერი 2019 14:12
7
7-33; 14-67; 20-61; .... აი ამ ანგარიშებით წააგო იტალიამ უელსთან ბოლო 3 წელიწადში.. საქართველოს ჰეითერებს გამოადგებათ ეს ინფორმაცია))))))) იტალია, რომელიც 20 წელია 6 ერშია მაინც ესეთი ანგარიშებით აგებს.. ჩვენ რო ეხლა მიგვიღონ 5 წელიწადში უკვე სერიოზული პროგრესი გვექნება და 20 წელიწადში ალბათ დონესაც გავუთანაბრდებით)))
Niko
24 სექტემბერი 2019 17:10
5
კიმაგრამ იტალია რომ მარცხდება 6 ერში თითქმის ყველა თამაშში 30 ქულით ის არაფერია?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
24 სექტემბერი 2019 14:49
3
მაგის დროც დადგება, ტყუილა ხარობს სრულიად ბრიტანეთი, მაგის დროც დადგება...
olala
24 სექტემბერი 2019 14:20
6
რას 6 ერი რას ვგვავართ ჩავიხედოთ სარკეში.
kico
24 სექტემბერი 2019 20:57
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული