რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ პრესაში და DAILY EXPRESS-მა მატჩის მიმდინარეობის ტექსტური ასახვის შემდეგ მოკლე დასკვნა გააკეთა:
"საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ მსოფლიო თასს 6 ერში მისაღებ გამოცდად გამოიყენებს, თუმცა მორკინალი შალვა მამუკაშვილისა და ლევან ჩილაჩავას, ლელოების გარდა, ქართველებმა ვერანაირი ნიშანი ვერ მოგვცეს, რომ 6 ერში სათამაშოდ მზად არიან."
საქართველოს ნაკრებმა 6 ერის გამარჯვებულ უელსის გუნდთან 29-ქულიანი მარცხი განიცადა - 14:43. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გამოცოცხლდნენ და მეორე ნახევარში მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.
287" target="_blank">2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]
მამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]
უელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით
ვართ, მილტონ ჰეიგის სიტყვებია ეს და სანამ აქა გვყავს ეგ კაცი ოკეანეთში კაი კავშირები აქვს მაგაში უნდა გამოვიყენოთ.
პირიქით, ექვსი ერის გამარჯვებულს რომ 2 ლელეოს დაუდებ ეს უფროა დამაფიქრებელი იმაზე რომ იქნებ ღირდეს ამ გუნდის ექვს ერში მიღება
ისე კი რათქმუნდა პირველი ტაიმი საშინლად ვითამაშეთ მაგრამ ხშირად თუ არ გვეთამაშენ ასეთი გუნდები პროგრესს ვერ მივაღწევთ და ითამაშონ მუდმივად ერთმანეთში...
ლაპარაკი და განსჯა უნდა იყოს თვითონ დახურული სისტემის უვარგისიანობაზე და მისი სამართლიანი სისტემით შეცვლაზე, სრულ რეორგანიზაციაზე, რომელიც ყველას თანაბარ შანს მისცემს.