მსოფლიო თასის პირველი სენსაცია საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.

ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.

ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის
შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.

ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 73 /
ჩვენთვის არაფერი იცვლება. ორივე თამაში მოსაგები გვაქვს ისედაც და ასედაც
რაო მერე გივმა
25 სექტემბერი 2019 11:22
1
არც ურუგვაი თამაშობს ტესტებს ბობილებთან მაგრამ კი დადო შედეგი, ასე რომ ნუ აპრავებთ 6 ერში არ ვართ და პრაქტიკა გვაკლია და მსგავსი სისულელები, 6 ერში რომ მოვხვდეთ უნდა ვიმსახურებდეთ, მილიონი შანსი გვქონდა მაგრამ ყველასთან უშანსოდნდავთმეთ შეხვედრები! რაგბი ჩვენი თამაში არ არის !!!! რაგბი უელსის, ზელანდიის, ირლანდიის და ინგლისის თამაშია, ჯოკერი და სეკაა ჩვენი თამაში
ირა
25 სექტემბერი 2019 11:58
23
ურუგვაი მუდმივად ეთამაშება არგენტინის მეორე ნაკრებს და მზარდ ბრაზილიას... ასე რომ არგენტინასთან სიახლოვე გაზრდის... ჩვენ კი უელსით თუ ვფასდებით ეგრე შოტლანდიამ 3 ქულა აიღო და იგივე უელსი იატალიას სულ პირწმინდად უგებს..
გამარჯვება
25 სექტემბერი 2019 13:23
5
ნ უ დემაგოგობ-თ - რ ა ტ ო მ, ბოლო-ბოლო რაში გჭირდებათ ?! - ფიჯის ჩვენს მოვუგეთ, თან იმ ფიჯის კუნძულებზე, როცა არა გვაქვს სათამაშო პრაქტიკა ... ცნობისათვის- იტალია გ ა ც ი ლ ე ბ ი თ სუსტი გუნდი იყო,ვიდრე ჩვენ ვართ დღეს , როცა მიიღეს 6 ერში, და დაუშვათ და რომ მიგვიღონ - 3 წელიწადში ასეც კი - ბეჭებზე დავდებთ 6 ერის გუნდებს (!) უბრალოდ აქ სხვა საკითხია- პოლიტიკურ- ეკონომიკური, მოქალაქეს რომელსაც 10 ევროც არა -აქვს- ვერ იმეტებს, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მივიდეთ,არადა ძალიან რომ უნდა, არათუ 6 ერის თამაშებზე, ანუ ასე სუსტი სახელმწიფოებრიობა,მით სუსტი უსაფრთხოებით, ეკონომიკით, მით უპერსპექტივო, რომ დიდი ფინანსები ჩაიდება ეროვნულ ჩემპიონატებში - მანამ რატომ უნდა მიგვიღონ ?! - ბოლო-ბოლო როდემდე გ ვ ა თ რ ი ო -ს იმ ევროპამ - ჩვენი წარმატება, ხომ საფრანგეთის დ ი დ ი დამსახურებაა ამ დონეზე ასვლის ?! - და სახელმწიფოებრიობის განვითარება - განმტკიცებისათვის, მით ეკონომიკის მომძლავრებისათვის საჭიროა სახელმწიფოს უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ა, მისთვის ნატო-ში შესვლა და სისტემური- სამართლებრივი- -ინსტიტუციური - ეკონომიკური რეფორმები და მისთვის ვ ე რ შეგვიშალოს ხელი რუსეთმა თავისი ჰიბრიდული ომით, თავისი დემაგოგია - პროგანდით და საქართველოში რუსული ავტორიტარულ + ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემის არსებობა- დამკვიდრებისათვის, მით უპერსპექტივობისათვის!
გლახუნა
25 სექტემბერი 2019 13:16
9
ყველა გამოხმაურება
ფიჯიმ თუ მოგვიგო,მინიმუმ 6 ქულა გაუხდება და არ მესმის,ურუგვაისან მოგება როგორ უნდა გვეყოს მესამე ადგილისათვის?არც ის გამიკვირდება,უელსთანაც თუ აიღებენ ბონუს ქულას.იმ დროს უელსს ავსტრალიასთან ნათამაშები ექნება და გარკვეუ;ო ექნება,რა სჭირდება.ეს თამაში ფიჯიმ წააგო,ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო.დამრტყმელებიც საშინლად თამაშონდნენ და კონცენტრაციაც დაკარგული ჰქონდათ.სჯეროდათ რომ ურუგვაი ვერ გაუძლებდა და თავისას მიათწევდნენ,მაგრამ მეტოქემ თითქმის გაუძლო,ფიჯელების ტექნიკურმა წუნმაკი,ყველაფერს ხაზი გადაუსვა.ურუგვაიმ ძალიან ეშმაკურად ითამაშა შერკინებაში,ნაადრევ კონტაქტზე იტყუებდა ფიჯელებს და აჯარიმებდა.ამას ალბათ ჩვენთანაც ეცდებიან,მაგრამ დარწმუნებული ვარ,მოვუგებთ.სამი დღე დასვენება,ვერანაირად ვერ ეყოფათ ძალების აღსადგენად.აი ფიჯი კი,უკვე დასვენებული და გონზე მოსული,სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძოლებს ჩვენ წინააღმდეგ და იქ,ჩვენ ვიქნებით უფრო დაღლილები.თუმცა ამ თამაშმა აჩვენა,რომ ფიჯის მარქაფა,მაინც და მაინც საიმედოდ ვერ თამაშობს ხელით.კარგ ამინდში ამდენი დაკარგვა,ნამეტანი იყო.მარქაფაში, ამ თამაშის ძირითად შემადგენლობას ვგულისხმობ.ძირითადი კი მწვრთნელმა საჩვენოდ შეინახა.მეორე მხრივ ჩვენმა თამაშმაც დიდი კითხვები გააჩინა,მაგრამ ურუგვაის მაინც მოვუგებთ და ეს ღრმად მჯერა.ფიჯისთან კი,ფიჯისთანაც გავიმარჯვებთ,თუმცა უკიდურესი დაძაბვით.მგონი ჩვენც მეორე შემადგენლობით უნდა დავიწყოთ თამაში და როგორც თამაში გვიჩვენებს,ისეთ დროს შემოვიყვანოთ ძირითადის ხალხი.ბონუს ქულაც თავისუფლად შეიძლება დაგვჭირდეს და ესეც გასათვალისწინებელია,ჩვენ კი ლელოების დადება გვიჭირს.
სოსო
25 სექტემბერი 2019 12:59
0
თუ პირიქით? უფრო მეტი სანერვიულო? გამოჩნდა რომ ურუგვაიც არ არის მთლად "ნამიბია" და მათთანაც ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ჩვენს ჯგუფში არცერთი მეტოქე არაა ისეთი რომელთანაც ვიტყვით რომ აუცილებლად მოვიგებთ, ყველასთან ბრძოლა და ომი მოგვიწევს და იმედია მზადაა ამისთვის ნაკრები. უელსთან წაგება არაა ტრაგედია (უდიდესი ალბათობით ყველა დანარჩენი გუნდი ისევე წააგებს მათთან როგორც ჩვენ) ბოლო-ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია აი ურუგვაისთან და ფიჯისთან ნამდვილად გამარჯვება გვმართებს ექვს ერზე ფიქრის უფლება მაინც რომ შევინარჩუნოთ.
dadu
25 სექტემბერი 2019 12:04
0
ახლა გაირკვა რომ ურუგვაი ურიგოდ არ თამაშობს და ფიჯი გამწარებულია, რა არის ჩვენთვის სასარგებლო?
25 სექტემბერი 2019 11:36
0
ეგ მარტო "ჟურნალისტმა" იცის!!!!
არდილეს
25 სექტემბერი 2019 11:50
0
აი საღოლ ურუგვაი ჩვენსავით პატარა ერია და რა შედეგები აქვთ კი ხედავთ ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთსაც თამაშობენ ძალიან კარგად. ისტორიას ფაქტები ქმნიან და არა მოსალოდნელი ვარიანტები...ფაქტი კი ის არის რომ ურუგვაიმ აჯობა შედეგით, ნაქებ ფიჯის. რა და როგორ არ იწერება საბოლოო ოქმში ანგარიშის გარდა.და საერთოდ ურუგვაელებმა იციან ყველა სახეობაში, ნუ რასაც თამაშობენ პატარ პატარა ოღრაშობები... ყველაფერი გათვლილი აქვთ ზუსტად. მიზანი ამართლებს საშუალებას...იძახონ ახლა ფიჯიმ ლიდერები დაასვენაო და კიდევ რაღაცეები.
Maximus
25 სექტემბერი 2019 12:38
2
მეც ვერ გავიგე რაა სასარგებლო,ის ხომ არა რომ მათთანაც შესაძლებელია წავაგოთ და მერე ტავი დავიმშვიდოთ ფიჯისაც ხომ მოუგესო
LEVANI
25 სექტემბერი 2019 11:45
0
არსებობს ასეთი გამოთქმა: გამარჯვებულებს ჭრილობები უფრო მალე უხორცდებათ ვიდრე დამარცხებულებსო...
ასე რო არამგონია "დაჩეჩქვილმა" მაგრამ გამარჯ ებულ ურუგვაის ძალების აღდგენა გაუჭირდეს!!
რაგბია ბოლოსდაბოლოს და რას ამოიჩემეთ ეს ძალების აღდგენა და დაღლა....4 წელი მაგისთვის ემზადება გუნდები და თან იაპონიაში უმაღლეს დონეზეა აღდგენითი "მედიცინა" განვითარებული!!!
ასე რო ეს დიდად არაა იმედისმომცემი ფაქტორი და ნუ ჩაიკასეტებთ...
მთავარია ჩვენ ვითამაშოთ აზრიანად და ყველაფერი გამოვა..
სპორტ ფაზა
25 სექტემბერი 2019 17:58
0
წავიკითხე ყველა კომენტარი და ერთი ის მომეწონა რომ ძიუდოისტებისგან განსხვავებით რაგბისტებს არ ლანძღავთ (თუმცა ირიბად ესეც შეიმჩნეოდა).. ჩემ მოკრძლებულ აზრს რაც შეეხება ისაა რომ დაჩეჩქვილ ურუგვაის მოვუგებთ (შესაძლოა ბონუსითაც) და ისე რომ ჩვენც არ დავიჩეჩქვებით და ფიჯისთან შანსი 50/50 იქნება. ავსტრალიასთანაც რომ ბონუსს გამოვკრთ ხელი ეგეც არ გამიკვირდება.
უელსთან-#1 გუნდთან რეიტინგით და 6 ერის მოქმედ ჩემპიონთან თუნდაც ამ ანგარიშით და ამ თამაშის ხარისხით წაგება სულ არაა ტრაგედია და პესიმიზმის საფუძველი. ჩვენ მომდევნო 2 თამაში უნდა ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე და ბოლო თამაშში ვიმეცადინოთ, სხვა საშუალებას მეცადინეობისთვის არ გვაძლევენ გამოკონსერვატებული რაგბის მამები და ბობოლები. მოკლედ რაც გინდათ ის იფიქრეთ ოღონდ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის არ დაგერღვეთ საზღვარი, ბოლო-ბოლო ყველაზე მაგარ პატრიოტ ბიჭებზე ვსაუბრობთ!
Irakli Apkhaidze
25 სექტემბერი 2019 16:39
6
ფიჯის ხომ ყველა შემთხვევაში უნდა მოვუგოთ? 2 ქულა აქვს უკვე. ამას გარდა ამ ყველაფერს სხვა მხარეც აქვს. თუ ფიჯიმ დღეს მართლა თავის შესაძლებლობები აჩვენა, გამოდის, რომ ურუგვაი ზედმეტად კარგ ფორმაში შეხვდა ამ მსოფლიოს და დღეს რა შედეგიც დადგა, ორივეს მოემატა ამ შედეგით მოტივაცია. ფიჯის რაც ვერ დაამტკიცა იმის დამტკიცება მოუნდება გაორმაგებული ძალით მოემზადება და ურუგვაის კიდევ მადა გაეხსნება, ნახეს, რომ შეძლებიათ და კიდე ეცდებიან მოუმატონ. ასე რომ სხვა მხრივ ეს ორი ნაკრები ჩვენთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. თავს ძალა უნდა დაატანონ ჩვენებმა და ამათთან ორივესთან უნდა მოვიგოთ აუცილებლად
gizo
25 სექტემბერი 2019 13:56
2
ფიჯიმ ურუგვაისთან ძირითადის მორაგბები არ ათამაშა, ეს მატჩი ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ჩატარა.არ მესმის,რა დასკვნების გამოტანა შიძლება ამ თამაშიდან???
+
25 სექტემბერი 2019 14:38
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული