მსოფლიო თასის პირველი სენსაცია საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.

ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.

ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის
შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.

ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 73 /
იცით რა მიკვირს ხალხო ყველაზე მეტად? ეს საკმაოდ ლოგიკური სპორტის სახეობაა და იგებს ის, ვინც იმ მომენტში მეორეზე ძლიერია. მაგრამ ეს ღვარძლიანი და ბოღმით სავსე სიტყვებით კომენტარების წერა მოგწონთ ?? მეც მეწყინა ძალიან, რაც ვნახე ამ ბოლო თამაშებში, მაგრამ მოდი პატივი ვცეთ ჩვენს ნაკრებს და აქ მყოფებმა კიდევ ერთმანეთს. რაგბიმ ბოლო წლებში ბევრს შეაყვარა საქართველოში თავი, ბავშვები მიიყვარა ამ სახეობაზე და ზუსტად ეს არის ზოგადად სპორტის დანიშნულებაც: იყო ჯანმრთელი და ძლიერი. ამიტომ ჩვენი რაგბისტების გაწეული საქმე დაუფასებელია. თავს დებენ ყველა თამაშში, ჩვენთან ერთად უხარიათ წარმატება და სწყინთ წარუმატებლობა. და ვინც არ უნდა და როგორც არ უნდა თქვას, ერთად-ერთი გუნდური სპორტის სახეობაა საქართველოში, რომელიც უკვე მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატს თამაშობს. ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ჰო და, ჯერ ეხლა დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი. უყურეთ და ისიამოვნეთ ამ სანახაობით. და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს.... " მიაწვაააა"

მე მიყვარს რაგბი
14:00 26-09-2019
0
პატივცემულებო,მინდა გაცნობოთ,რომ ფიჯიმ ურუგვაისთნ ძირითადის 12? მორაგბე დაასვენა.ალბათ დამეთანხმებით-რთულია ამ თამაშიდან რაიმე დასკვნის გამოტანა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული