მსოფლიო თასის პირველი სენსაცია საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.

ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.

ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის
შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.

ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 73 /
არ ვიცი რამდენად იყო ჩვენს სასარგებლოდ ურუგვაის მოგება, მარა ვფიქრობ ფიჯი ყველა თამაშს არ წააგებს. აქედან გამომდინარე ძალიან ძნელი თამაში გველის ფიჯისთან. რადგან წაგების შემთხვევაში ფიჯისთან და თუნდაც ურუგვაისთან მესამე ადგილს ვერ შევწვდებით. ასე რომ ამოცნა ვფიქრობ უფრო გართულდა, თუმცა იგივე ორი თამაში გვინდა მოვიგოთ, მარა ახლა უკვე გამწარებულ ფიჯისთანაც და საკმაოდ ძლიერ ურუგვაისთანაც. წარმატება ბორჯღალოსნებს!!
Geo_Dinamo
25 სექტემბერი 2019 16:40
1
წავიკითხე ყველა კომენტარი და ერთი ის მომეწონა რომ ძიუდოისტებისგან განსხვავებით რაგბისტებს არ ლანძღავთ (თუმცა ირიბად ესეც შეიმჩნეოდა).. ჩემ მოკრძლებულ აზრს რაც შეეხება ისაა რომ დაჩეჩქვილ ურუგვაის მოვუგებთ (შესაძლოა ბონუსითაც) და ისე რომ ჩვენც არ დავიჩეჩქვებით და ფიჯისთან შანსი 50/50 იქნება. ავსტრალიასთანაც რომ ბონუსს გამოვკრთ ხელი ეგეც არ გამიკვირდება.
უელსთან-#1 გუნდთან რეიტინგით და 6 ერის მოქმედ ჩემპიონთან თუნდაც ამ ანგარიშით და ამ თამაშის ხარისხით წაგება სულ არაა ტრაგედია და პესიმიზმის საფუძველი. ჩვენ მომდევნო 2 თამაში უნდა ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე და ბოლო თამაშში ვიმეცადინოთ, სხვა საშუალებას მეცადინეობისთვის არ გვაძლევენ გამოკონსერვატებული რაგბის მამები და ბობოლები. მოკლედ რაც გინდათ ის იფიქრეთ ოღონდ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის არ დაგერღვეთ საზღვარი, ბოლო-ბოლო ყველაზე მაგარ პატრიოტ ბიჭებზე ვსაუბრობთ!
Irakli Apkhaidze
25 სექტემბერი 2019 16:39
6
ჩვენებმა ურუგვაის ბონუს ქულით თუ ვერ მოუგეს არაქ მგონია რამე გამოვიდეს, და რომელ ბონუს ქულაზეა ლაპარაკი ამ თამაშის მერე. Fიჯი საზართველოსთვის ინახავდა ძალებს, რადგან არ ელოდნენ ურუგვაის თავხედობას. Aმ დროს თU სპორტს ყურადღებას აქცევს ვინმე და მის განვითარებას, ურუგვაიც და ბრაზილიაც რომელიც აქ ვერ მოხვდა წინ მიდიან თამაშის დონით. ამ დროს ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, განსაკუთრებით სამწუხაროა უკანა ხაზის დაულაგებლობა.
niko
25 სექტემბერი 2019 16:00
2
რეალურად ჩვენთვის ყველაზე ცუდი შედეგით დაფიქსირდა დღეს! ორივე გუნდმა ქულა აიღეს !
ისე ცუდი არ იქნება მილტონმა ურუგვაის მწვრთნელს მიბაძოს ნაკლები იბაქიბუქოს და გაკეთებული საქმე მოედანზე გვანახოს !
4 დღემ არ შეგიყვანოთ შეცდომაში მეგობრებო ურუგვაი ამ მსოფლიოზე ჩვენთან სათამაშოთ ჩამოვიდა !
წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს ბიჭებს
Best
25 სექტემბერი 2019 15:14
7
ამ თამაშმა აჩვენა რომ საქართველო ბოლო ადგილს ვერ აცდება ამ ტურნირზე
გირჩევთ ახლიდან უყუროთ ურუგვაის-ფიჯის ასპარეზობას,დატკბით და ისწავლეთ რაგბის თამაშის ყურებით
ვოვა
25 სექტემბერი 2019 14:35
33
ვოვა შენ თუ რამის დანახვა შეგეძლოს მე ვიყო მილტონ ჰეიგი.
ანდრი
25 სექტემბერი 2019 17:38
5
guga რატომ უშვებ ნაჩქარებ შეცდომას და ცილს მწამებ რომ ვერ ვიხილე??!
სამწუხაროდ სანამ ახალზელანდია-სამხრეთაფრიკის თამაშის სტრატეგიას ახიქვავ და ეცდები რომ მიბაძო ჯერ ეს უნდა შეიცნო და დაიმახსოვრო რაც ამ თამაშში იხილე
საერთოდ სწავლა გასაგებიდან იწყწბა მარტივად და ბოლოს რთულდება
ვიმედოვნებ რომ გაიგე
ვოვა
25 სექტემბერი 2019 17:08
2
ყველა გამოხმაურება
ურუგავაის აღდგენისთვის მხოლოდ 4 დღე აქვს რაც უნდა გამოვიყენოთ, მშვენიერი გუნდია ურუგვაი, დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები ვართ, აი ფიჯისთან თამაშამდე რამდენად მოასწრებს გუნდი ძალის შენახვას ეგაა მნიშვნელოვანი... მთავარია ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ!
musenbezi
25 სექტემბერი 2019 14:18
5
თუ რაქიდან ბურთის გამოტანა სულ მსაჯმა გვეხვეწა დროზე,ისე როგორც წინა თამაშში და ტესტებზეც...
მაშინ შანსი არ გვექნება არაფრის....
არ არის ეს ლობჟანიძე 9 ნომერი და რით ვერ შეიგნო ამ ჰეიგმა....
დააყენოს თავიდანვე აფრასიძე !!
სისწრაფე არის შედეგის მომტანი მხოლოდ და მხოლოდ.
კიდევ ეს ბურთის გადაკიდება 30 მეტრზე თან მოედნის ცენტრში სულ რა უვიცობაა..
თუ ურტყამ დაარტყი კიდეზე რა...
მოკლედ გვინდა 9 ნომერი თავიდანვე ნორმალური და არა ისეთი რო ნაკრები მოუნდეს მთელი მეორე ტაიმი მისი შენელებული თამაშის გამოსწორებას..!!
დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა...
ვიწყებთ აფრასიძით და შემოგვყავს ლობჟანიძე მეორე ტაიმში..
სპორტ ფაზა
25 სექტემბერი 2019 14:04
3
ლობჟანიძე გუნდის მთლიანობას, სტრატეგიას და ტაქტიკას გაცილებით უკეთესად აღიქვამს. ჰაერში, ბოჭვაში და ფეთქებად გარღვევაშიც უკეთესი თუ არა არ ჩამოუვარდება. აფეასიძე უფრო სხარტია და ეფექტების მოყვარულებს სწრაფად ხიბლავს, მაგრამ რამდენადა გაუძღვება მთელი თამაშის დინამიკას? მგონი ჯერ ადრეა. ორივე რომ გვყავს ძალიან კარგია, და ბეგაძე თუ გამოვიდა თავიდან არც ეგ გვეწყიინება. ეხლა თამაშის სწორი კითხვა უფროა ჩვენთვის აუცილებელი და დასახვეწი, ვიდრე სისწრაფე. უელსმაც ხომ განსწავლული მიქმედებით გვაჯობა ნორმალურ სისწრაფეში. გელას რომ უილიამსმა გაასწრო მაგით ნუ გავზომავთ, ვისთვის არ გაუსწრია მაგას.
ანდრი
25 სექტემბერი 2019 14:33
1
ფიჯის ხომ ყველა შემთხვევაში უნდა მოვუგოთ? 2 ქულა აქვს უკვე. ამას გარდა ამ ყველაფერს სხვა მხარეც აქვს. თუ ფიჯიმ დღეს მართლა თავის შესაძლებლობები აჩვენა, გამოდის, რომ ურუგვაი ზედმეტად კარგ ფორმაში შეხვდა ამ მსოფლიოს და დღეს რა შედეგიც დადგა, ორივეს მოემატა ამ შედეგით მოტივაცია. ფიჯის რაც ვერ დაამტკიცა იმის დამტკიცება მოუნდება გაორმაგებული ძალით მოემზადება და ურუგვაის კიდევ მადა გაეხსნება, ნახეს, რომ შეძლებიათ და კიდე ეცდებიან მოუმატონ. ასე რომ სხვა მხრივ ეს ორი ნაკრები ჩვენთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. თავს ძალა უნდა დაატანონ ჩვენებმა და ამათთან ორივესთან უნდა მოვიგოთ აუცილებლად
gizo
25 სექტემბერი 2019 13:56
2
ფიჯიმ ურუგვაისთან ძირითადის მორაგბები არ ათამაშა, ეს მატჩი ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ჩატარა.არ მესმის,რა დასკვნების გამოტანა შიძლება ამ თამაშიდან???
+
25 სექტემბერი 2019 14:38
3
ჯგუფიდან რამდენი გადის?
kitxva
25 სექტემბერი 2019 13:55
4
2 გუნდი, მაგრამ მესამე (პირველ ორთან ერთად) ავტომატურად ხვდება შემდეგ მსოფლიოზე
1
25 სექტემბერი 2019 14:28
0
ჯერ გადავხტეთ და ოპლა მერე დავიძახოთ
მთ
25 სექტემბერი 2019 13:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული