მსოფლიო თასის პირველი სენსაცია საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.

ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.

ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის
შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.

ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 73 /
ფიჯის ძირითადი ძალიან მაგარია. მათთან მოგება გმირობის ტოლფასია. ურუგვაის მოგება იმით არის კარგი, რომ ქართველები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს, და არა ისე წინა მსოფლიოზე ნამიბიას რომ ვეთამაშეთ. ხოლო ცუდი ეს შედეგი იმით არის, რომ ფიჯის უკან დასახევი გზა არ აქვს, ჩვენ და უელსს უნდა მოგვიგოს.
ჰაჰა
25 სექტემბერი 2019 12:13
1
მოსაგებია ორივე შეხვედრა, რა არის სასარგებლო? მარტო ურუგვაისთან მოგება არ იკმარებს! გეგონება უკვე მოვუგეთ, ჯერ დავამარცხოთ და მერე ვიმსჯელოთ!
მერაბი
25 სექტემბერი 2019 12:12
1
ბონუსები რომ არ ქონდეს ფიჯის, მაშინ იქნებოდა მართლა სასარგებლო შედეგი
1
25 სექტემბერი 2019 12:10
1
თუ პირიქით? უფრო მეტი სანერვიულო? გამოჩნდა რომ ურუგვაიც არ არის მთლად "ნამიბია" და მათთანაც ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ჩვენს ჯგუფში არცერთი მეტოქე არაა ისეთი რომელთანაც ვიტყვით რომ აუცილებლად მოვიგებთ, ყველასთან ბრძოლა და ომი მოგვიწევს და იმედია მზადაა ამისთვის ნაკრები. უელსთან წაგება არაა ტრაგედია (უდიდესი ალბათობით ყველა დანარჩენი გუნდი ისევე წააგებს მათთან როგორც ჩვენ) ბოლო-ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია აი ურუგვაისთან და ფიჯისთან ნამდვილად გამარჯვება გვმართებს ექვს ერზე ფიქრის უფლება მაინც რომ შევინარჩუნოთ.
dadu
25 სექტემბერი 2019 12:04
0
არც ურუგვაი თამაშობს ტესტებს ბობილებთან მაგრამ კი დადო შედეგი, ასე რომ ნუ აპრავებთ 6 ერში არ ვართ და პრაქტიკა გვაკლია და მსგავსი სისულელები, 6 ერში რომ მოვხვდეთ უნდა ვიმსახურებდეთ, მილიონი შანსი გვქონდა მაგრამ ყველასთან უშანსოდნდავთმეთ შეხვედრები! რაგბი ჩვენი თამაში არ არის !!!! რაგბი უელსის, ზელანდიის, ირლანდიის და ინგლისის თამაშია, ჯოკერი და სეკაა ჩვენი თამაში
ირა
25 სექტემბერი 2019 11:58
23
ურუგვაი მუდმივად ეთამაშება არგენტინის მეორე ნაკრებს და მზარდ ბრაზილიას... ასე რომ არგენტინასთან სიახლოვე გაზრდის... ჩვენ კი უელსით თუ ვფასდებით ეგრე შოტლანდიამ 3 ქულა აიღო და იგივე უელსი იატალიას სულ პირწმინდად უგებს..
გამარჯვება
25 სექტემბერი 2019 13:23
5
ნ უ დემაგოგობ-თ - რ ა ტ ო მ, ბოლო-ბოლო რაში გჭირდებათ ?! - ფიჯის ჩვენს მოვუგეთ, თან იმ ფიჯის კუნძულებზე, როცა არა გვაქვს სათამაშო პრაქტიკა ... ცნობისათვის- იტალია გ ა ც ი ლ ე ბ ი თ სუსტი გუნდი იყო,ვიდრე ჩვენ ვართ დღეს , როცა მიიღეს 6 ერში, და დაუშვათ და რომ მიგვიღონ - 3 წელიწადში ასეც კი - ბეჭებზე დავდებთ 6 ერის გუნდებს (!) უბრალოდ აქ სხვა საკითხია- პოლიტიკურ- ეკონომიკური, მოქალაქეს რომელსაც 10 ევროც არა -აქვს- ვერ იმეტებს, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მივიდეთ,არადა ძალიან რომ უნდა, არათუ 6 ერის თამაშებზე, ანუ ასე სუსტი სახელმწიფოებრიობა,მით სუსტი უსაფრთხოებით, ეკონომიკით, მით უპერსპექტივო, რომ დიდი ფინანსები ჩაიდება ეროვნულ ჩემპიონატებში - მანამ რატომ უნდა მიგვიღონ ?! - ბოლო-ბოლო როდემდე გ ვ ა თ რ ი ო -ს იმ ევროპამ - ჩვენი წარმატება, ხომ საფრანგეთის დ ი დ ი დამსახურებაა ამ დონეზე ასვლის ?! - და სახელმწიფოებრიობის განვითარება - განმტკიცებისათვის, მით ეკონომიკის მომძლავრებისათვის საჭიროა სახელმწიფოს უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ა, მისთვის ნატო-ში შესვლა და სისტემური- სამართლებრივი- -ინსტიტუციური - ეკონომიკური რეფორმები და მისთვის ვ ე რ შეგვიშალოს ხელი რუსეთმა თავისი ჰიბრიდული ომით, თავისი დემაგოგია - პროგანდით და საქართველოში რუსული ავტორიტარულ + ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემის არსებობა- დამკვიდრებისათვის, მით უპერსპექტივობისათვის!
გლახუნა
25 სექტემბერი 2019 13:16
9
ყველა გამოხმაურება
ყველანი კარგად მივხვდით,რაგბის თამაში ვისაც კარგად ესმით და ვისაც არ ესმით და ინფორმაცია აქვთ,რომ ფიიჯიმ ავსტრალიასთან კარგად ნათამაშევი თითქმის მთლიანი გუნდი ურუგვაისთან არ ათამაშა,ბიჭები გადაიღალნენო...???
+
25 სექტემბერი 2019 11:54
1
ფიჯის ნაკრებზე მეცინება ))) მაგათზეა ნათქვამი კუნთმაგარი და გონებადალოცვილი ხალხი არისო ))) თამაშს ვინც არ უყურა მარტო სტატისიკით მიხვდება რა კომიკური შეხვედრა იყო 5-ლელო დაუდო ფიჯიმ ურუგვაის 3-ლელოს წილ მაგრამ მაინც წააგეს თამაში )))

1-შედეგი ნამდვილად არ არის სამართლიანი ფიჯის არათუ უნდა მოეგო არამედ დიდი ანგარიშითაც ფორითაც შეეძლო მოგება მაგრამ ხის თავიანი რომ იქნები ზედიზედ 8 -გარდასხვას პლიუს ჯარიმას ააცილებ თან რა კარგი პოზიციებიდან რაღაა აქ სალაპარაკო 11-ქულა ჯარიმებით აჩუქეს ფიჯელებმა ურუგვაის.

2-ფიჯიმ ეშმაკურად ქლესურად ითამაშა შერკინებაში მთელი თამაში არადა პირველივე შერკინებაში გამოჩნდა ფიჯის რამხელა უპირატესობა ჰქონდა მიწოლაში იმ ფიჯს რომელსაც ავსტრალიამ გადაუარა შერკინებაში წინა თამაშში ამით იმის თქმა მინდა წარმოიდგინეთ რა დონის უსუსური იყო ურუგვაის შერკინება პლიუს 80-კილოც სხვაობა იყო შერკინების მორაგბეებს შორის ფიჯის სასარგებლოდ და სასაცილო ისაა ეს ამხელა უპირატესობა რომ გამეყენებინა ფიჯის პირიქით მოხდა ქლესური ტაქტიკა აირჩია ურუგვაიმ დაახლოებით 5 ჯერ ადრე მიწოლის გამო ფიჯი დააჯარიმა მსაჯმა )) ერთი სამჯერაც რის ვაი ვაიგლახით გამოათრიეს თავის შერკინებიდან ბურთი ურუგვაელებმა .

დაახლოებით 4-მა ურუგვაის მორაგბემ ტრავმა მიიღო უმეტესობას კუნთები დაეჭიმა ბოლოსკენ არაქათი აღარ ჰქონდათ

მოკლედ დასკვა თუ ჩვენც ამ თავხედ ურუგვაის მორაგბეებს ფიჯის ნაკრებივით არ მივცემთ უფლებას თავიანთი ქლესური ხრიკები გამოვაყენებინოთ შერკინებაში პირობას ვდებ მინიმუმ 90% შერკინებებს ჩვენ მოვიგებთ მინიმუმ ერთ კაცს გავაგდებინებთ შერკინებაში დიდი უპირატესობის გამო და რამდენიმე ლელოსაც შერკინებით შევათრევთ ვიმეორებ თუ ჭკვიანურად მოვიქცევით და ამ თავხედ ურუგვაის თავიანთ ქლესობაზე არ ავყვებით ..
დათუნაშვილი
25 სექტემბერი 2019 11:53
4
ქლესურად კი არა, ჭკვიანურად ითამაშა. მაქსიმალურად გამოიყენა ფიჯის შეცდომები და დამსახურებულად მოიგო. დაცვაში როგორ ითამაშა, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეგრე გვეთამაშებოდა ადრე პორტუგალია და გვიგებდა. რაგბი მარტო მიყოლა რომ არ არის , დღესაც გამოჩნდა. ეხლა ფიჯი სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეგვერკინება და ჩვენ რას ვიზამთ, კაცმა არ იცის, მითუმეტეს იქამდე გულზე მოსულ ურუგვაის ვეთამაშებით
: )))))))
25 სექტემბერი 2019 12:26
0
2-დასაწყისში ალბათ გინდოდა გეთქვა ურუგვაიმ ითამაშა ქლესურადო.
gio
25 სექტემბერი 2019 12:02
1
თუ ბიჭებმა ფიჯისთან და ურუგვაისთან მთელი თამაში ისე ითამაშეს , როგორც უელსთან მე-2-ე ტაიმი - ორივეს მოვუგებთ ! - ამისათვის საჭიროა მათიაშვილის, მოდებაძის მაგივრად ათამაშონ ხმალაძე, მალაღურაძე, შეიძლება თოდუა, ფიზიკურად ძლიერები არიან და დაცვაში მოწინააღმდეგის ფიზიკურად ძლიერ ბიეჭებს შეაჩერებენ, მით ...

გლახუნა
25 სექტემბერი 2019 11:46
8
მეც ვერ გავიგე რაა სასარგებლო,ის ხომ არა რომ მათთანაც შესაძლებელია წავაგოთ და მერე ტავი დავიმშვიდოთ ფიჯისაც ხომ მოუგესო
LEVANI
25 სექტემბერი 2019 11:45
0
ვითომ რატომ ჩვენ სასარფებლიდ? მესამე ადგილი თუ გვინდა, ორივე თამაში უნდა მოვიგოთ (ავსტრაკუასთან გამოეიცხულია). თუ ორივეს ვერ მოვიგებთ, მაშინ ან მეითხეზე გავაკთ ან მეხუთეზე. მაგას კუ აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა
Irakliy
25 სექტემბერი 2019 11:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული