დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.
ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.
ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.
მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.
ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.
შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.
2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]
6 ერი? - საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ამას იმსახურებს - ბრიტანული გამოცემა
ოპერატორი, რომელიც ბევრ მორაგბეზე უფრო სწრაფად დარბის [VIDEO]
1-შედეგი ნამდვილად არ არის სამართლიანი ფიჯის არათუ უნდა მოეგო არამედ დიდი ანგარიშითაც ფორითაც შეეძლო მოგება მაგრამ ხის თავიანი რომ იქნები ზედიზედ 8 -გარდასხვას პლიუს ჯარიმას ააცილებ თან რა კარგი პოზიციებიდან რაღაა აქ სალაპარაკო 11-ქულა ჯარიმებით აჩუქეს ფიჯელებმა ურუგვაის.
2-ფიჯიმ ეშმაკურად ქლესურად ითამაშა შერკინებაში მთელი თამაში არადა პირველივე შერკინებაში გამოჩნდა ფიჯის რამხელა უპირატესობა ჰქონდა მიწოლაში იმ ფიჯს რომელსაც ავსტრალიამ გადაუარა შერკინებაში წინა თამაშში ამით იმის თქმა მინდა წარმოიდგინეთ რა დონის უსუსური იყო ურუგვაის შერკინება პლიუს 80-კილოც სხვაობა იყო შერკინების მორაგბეებს შორის ფიჯის სასარგებლოდ და სასაცილო ისაა ეს ამხელა უპირატესობა რომ გამეყენებინა ფიჯის პირიქით მოხდა ქლესური ტაქტიკა აირჩია ურუგვაიმ დაახლოებით 5 ჯერ ადრე მიწოლის გამო ფიჯი დააჯარიმა მსაჯმა )) ერთი სამჯერაც რის ვაი ვაიგლახით გამოათრიეს თავის შერკინებიდან ბურთი ურუგვაელებმა .
დაახლოებით 4-მა ურუგვაის მორაგბემ ტრავმა მიიღო უმეტესობას კუნთები დაეჭიმა ბოლოსკენ არაქათი აღარ ჰქონდათ
მოკლედ დასკვა თუ ჩვენც ამ თავხედ ურუგვაის მორაგბეებს ფიჯის ნაკრებივით არ მივცემთ უფლებას თავიანთი ქლესური ხრიკები გამოვაყენებინოთ შერკინებაში პირობას ვდებ მინიმუმ 90% შერკინებებს ჩვენ მოვიგებთ მინიმუმ ერთ კაცს გავაგდებინებთ შერკინებაში დიდი უპირატესობის გამო და რამდენიმე ლელოსაც შერკინებით შევათრევთ ვიმეორებ თუ ჭკვიანურად მოვიქცევით და ამ თავხედ ურუგვაის თავიანთ ქლესობაზე არ ავყვებით ..