ფიჯელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა

AutoSharing Option
რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ ფიჯის ეროვნული გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ მაქკიმ მოკლე კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრა ამ ჯგუფის მთავარი მატჩი იყო ჩვენთვის და არაფერი შეცვლილა. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ თამაშზე, რადგან მესამეადგილოსანი ავტომატურად ინაღდებს მომდევნო, 2023 წლის მსოფლიო თასზე თამაშს".

ფიჯის რაგბის ოფიციალური საიტი აღნიშნავს, რომ დაუნდობელ ქართველ ფორვარდებს ფიჯი საკუთარ სასტიკ პაკეტს შესთავაზებს.

"ჩვენ ვიცით ქართველების ძლიერი მხარეები
და კარგად ვართ მომზადებულები რაქში სათამაშოდ. ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ შერკინებიდან და აუტიდან გაშლილ თამაშში შემოსულ ბურთზე", - დაამატა მწვრთნელმა.

განწყობაზე საუბრობდა ფიჯელთა უკანახაზელი კინი მურიმუვალუ:

"გუნდი ისევ ფოკუსირებული და მოტივირებულია, რათა კარგად ვითამაშოთ და როგორც სამშობლოში მყოფი, ისე მთელ მსოფლიოში მცხოვრები ფიჯელები გავახაროთ".

მატჩი 3 ოქტომბერს, 09:15 საათზე დაიწყება. ფიჯელთა 15-ეული "ბორჯღალოსანთა" წინააღმდეგ ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.

მომზადებულია fijirugby.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფიჯელები ჩვენებს ჯარიმების გარეშე იშვიათად თუ გააჩერებენ. ვერც შერკინებაში გაუძალიანდებიან და ვერც მოლს ჩაუქცევენ სხვანაირად. მათი მთავარი კოზირი სწრაფი ხელდახელ შეტევა იქნება და როგორმე ჩვენებმა დაცაში დისციპლინირებულად უნდა ითამაშონ. მთავარია აუტებში თამაში დავხვეწოთ და დასარტყამი ჯარიმები აუცილებლად დავარტყათ. დანარჩენი კი ურუგვაისთან ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ჩვენები დისციპლინირებულ თამაშს აჩვენებენ. ფიჯის ვუგებთ და რა იქნება მერე ვინ იცის...
ანესთეზეოლოგი
13:19 01-10-2019
2
"პაკეტს"
rugger
12:51 01-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული