საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
მე გეტყვით რა არი ჩვენი თამაში, ჩვენი თამაშია - როგორც კი ცოტა მოიხოდები და ფული გაგიჩნდება დაიწყო პლანის წევა, ქალები, 35 ხინკალი და 10 ლიტრა ლუდი თითო კაცზე, იაპონიაში ხო იგულავეთ სხვა რა გინდათ, პასუხიოსმგებლობას იგრძნობს ვინმე თუ სირცხვილით მეორეჯერ აღარ წავლენ საგულაოდ ჩვენს ხარჯზე ?
giorgi
03 ოქტომბერი 2019 11:44
14
მადლობას რისთვის უხდით? მართლა მაინტერესებს
RG
03 ოქტომბერი 2019 11:43
1
ეს დამარცხება გაკვეთილია, და მომავალი გამარჯვებების საწინდარია...
tngh
03 ოქტომბერი 2019 14:56
9
დარწმუნებული ვარ,საღად მოაზროვნე შანსებს სულ ცოტა 60/40-ზე აფასებდა ფიჯის სასარგებლოდ. ამიტომ მარცხი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ამას დაემატა თაობათა ცვლა, ცუდი კალენდარი და ეგ არის. უბრალოდ ძალიან გულსატკენია ამხელა ანგარიშით წაგება. ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, მოსაყვანია ახალი მწვრთნელი და შეიძლება ამან პატარა ჩავარდნაც გამოიწვიოს, ეს გარდაუვალია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ
: )))))))
03 ოქტომბერი 2019 12:20
1
სანამ ხელდახელ თამაშს, სწრაფ კომბინაციებს და ერთი ერთზე ნორმალურად თამაშს არ ვისწავლით არსად არაფერი გვესაქმება არც 6 ერში ხა არც არსად, ესე მგონია რო საქართველო ყველაზე სუსტი გუნდია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან დიდი გულის ტკივილით ვიძახი ამას და ამავე დროს ყველაზე არასანახაობრივ რაბს თამაშობს ამ მსოფლიოზე.
ენთაზი
03 ოქტომბერი 2019 11:41
6
რაგბი თურმე ჩვენი თამაში არ ყოფილა.. არადა ყველა პროფესორი გახდა- რაგბის!!!წაგების ყურება თუ არ შეგიძლიათ ნუ უყურებთ საერთოდ, სხვა სპორტს უყურეთ... რა ყველაფერი იცით ამ ქვეყანაზე... იმედია პროფესიონალები გამოვლენ და გვეტყვიან სწორად რატომ წავაგეთ.. რა უნდა გამოვასწოროთ..
zaali
03 ოქტომბერი 2019 11:29
23
ელასტიურები გვჭირდება და ცეკვები და სხლა ამდაგვარები სჭირდებათ სპორცმენებს. აიაქსის ვარჯიში მაქვს ნანახი ცეკვას დიდ დროს უთმობენ. ქინქლაძე იმიტომ იყო მაგარი, რომ ბავშვობაში ცეკვავდა..........
ასეა ეს
03 ოქტომბერი 2019 15:37
3
ისევ ჩავისვარეთ. სხვა მწვრთნელი და მიდგომა გვჭირდება. მორჩა თამადა მორაგბეების დრო.
Status quo
03 ოქტომბერი 2019 14:32
0
რა თქმა უნდა წაგებას ამას არ ვაბრალებ, მაგრამ ფიჯის წინ პასების არდანახვა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, "მარტო მე შევნიშნე"?
ნიკო
03 ოქტომბერი 2019 13:45
6
ათასი სპორტის სახეობა არსებობს შეიყვანეთ ბავშვები სხვა სპორტის სახეობებზე ხო ხედავთ რაგბში ჩვენი პერსპექტივა 0%-ია.
მეგრელი
03 ოქტომბერი 2019 11:17
33
პირიქით ჯიმა, სწორედ რომ უფრო მეტი საბავშვო რაგბის სკოლები უნდა გაიხსნას, უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები და ვატაროთ შვილები ამ ვაჟკაცურ სპორტზე - ნამდვილ კაცად და ქართველად ჩამოყალიბებაშიც შეუწყობს ხელს ჩვენს ბიჭებს და რაგბის თამაშის დონეც სწორედ ასე აიწევა..!!!
ვაშენერსი
03 ოქტომბერი 2019 11:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული