მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა... რა შანსებიც გვქონდა, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ. ფიჯელებმა კარგად ითამაშეს... ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების გარეშე ეს თავდადება ფუჭია, მოგებისათვის ქულები გვჭირდება.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცით, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით."

საქართველოს ნაკრებს
მსოფლიო თასზე კიდევ 1 თამაში დარჩა ავსტრალიის ნაკრებთან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ყველაზე ცუდი, რაც კი ქართველ გულშემატკივარს გაგვაჩია ეს არის მიკერძოებულობა და რაგბზე მხოლოდ დადებით კონტექსტში ლაპარაკი. არ ვღებულობთ არავის კრიტიკულ აზრს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არსებობს. ვკითხულობ ზოგიერთი "კლავიატურის ვეფვხის" კომენტარს და სიმწრის ოფლი მომდის. რა არაუშავს, რა მერე რა და რა რაგბი მაინც ჩვენი თამაშია? რას წერთ ზოგიერთები საერთოდ აკვირდებით? რა შტრიხი დაინახეთ ვინმემ დადებითი? ძალიან მაგრად "ჩავისვარეთ" და ეს არ ყოფილა მოულოდნელი. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ფიჯიმ ასე გაგვაბითურა, პრობლემა არის ის თუ საერთოდ რას თამაშობს ჩვენი ნაკრები. ქვეყანა არ დაქცეულა იმით, რომ პირდაპირ თუ ვერ მოვხვდებით მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამას ჩვენები ისედაც მარტივად მოახერხებენ, ცალი ფეხით და აი სწორედ აგ არის პრობლემა! ამ ჩემპიონატზე უნდა გამოჩენილიყო ჩვენი ნაკრები გადავიდა თუ არა უფრო მაღალ, გარდამავალ საფეხურზე და ბოლოსდაბოლოს გასცდა თუ არა ტიერ-2-ის გუნდების დონეს. მაგალითისათვის საკმარისია იგივე ფიჯის და იაპონიის მაგალითები. სამწუხარო რეალობა სწორედ ესაა, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს არ გამოჩნდა. თუ კი სწორი შეფასება და ანალიზი არ გაკეთდება, მალე რაგბი აღარ იქნება ჩვენი თამაში. მე მორაგბეების მიმართ არ მინდა უარყოფით კონტექსტში საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური შეცდომები და კლასის ნაკლებობა ბევრს ეტყობა, აუგს მაინც ვერ ვიტყვი, რადგან თავდადება არცერთ არ დაეწუნება. ეს კი ამ სპორტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ ბიჭებს სწორი ტაქტიკა და განვითარების სხვა სტრატეგია სჭირდებათ. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს მენეჯმენტის საკითხში. ფედერაცია ვერ ხედავს რამხელა უფსკრულია ჩვენი ნაკრების წინაშე. მიმდინარეობს გაუთავებელი წუწუნი და ლაპარაკი 6 ერზე ნაცვლად იმისა, რომ ეძებდნენ ალტერნატიულ ვარიანტებს ამერიკის, ოკეანია-აზიისა და ჩელენჯის მიმართულებით. სამწვრთნელო შტაბმა საერთოდ ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესი. 2017 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა ჩვენი ჯგუფის გუნდები, სამწვრთნელო შტაბმა დაიწყო უშუალოდ ფიჯის წინააღმდეგ მომზადება. აქცენტი გაკეთდა ფიზიკურად ძლიერ და გამოცდილ მოთამაშეებზე, ისინი თამაშობდნენ რაგბი ევროპის შესარჩევ თამაშებსაც და ტესტებსაც. ჩვენს ნაკრებს არ გააჩნია შეტევაში თამაშის არანაირი ხელწერა ან დამახასიათებელი შტრიხი. არ შეინიშნება არანაირი სისტემა. ვთამაშობთ მიძალებებით, შერკინებებით. ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდა მორაგბეებმა, რომლებიც ასაკობრივ და ახალგზარდულ ნაკრებებში გამოდიან მშვენივრად იციან და გამოსდით ხელდახელ თამაში. ბევრად უფრო მრავალფეროვან შეტევებს თამაშობენ ვიდრე ეროვნული ნაკრები. სწორი და დროული ადაპტაციის შემთხვევაში მათ შეეძლოთ ბევრად მრავალფეროვანი გაეხადათ ჩვენი ნაკრების შეტევები. 2-3 კაცის გარდა ეროვნულში თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვებს არ მისცემია. სწორედ იმ ყბადაღებული თემის გამო, რომ აი 2 წლის შემდეგ ფიჯისთან გვექნება ჯგუფის გადამწყვეტი თამაში და სამწვრთნელო შტაბი აქცენტს აკეთებს გამოცდილ მორაგბეებზე და ფიზიკურ თამაშზე. დღეს კი გამოჩნდა, რომ ვერც ამ სტრატეგიამ გაამართლა და 2 წელიც ტყუილად დაიკარგა. მოკლედ ძალიან კარგია, რომ ჰეიგი მიდის. თვითონ მილტონიც ხვდებოდა, რომ მას თავი უკვე ამოწურული ჰქონდა. ის არის პრემიუმ და არა ლუქს კლასის მწვრთნელი. ჩვენს ნაკრებს უკვე სჭირდება მაღალი დონის დამრიგებელი, რომელიც გუნდში დანერგავს გარკვეულ სისტემას და სტრატეგიას. ერთფეროვანი და ძალისმიერი რაგბი დღეს შედეგს ვეღარ აჩვენებს. ჩვენს მოთამაშეებს გააჩნიათ დიდი ფიზიკური ძალა და სამწუხაროდ ამ კომპონენტს ჩვენს უპირატესობად ვეღარ ვაქცევთ ხოლმე, ერთფეროვანი ტაქტიკიდან გამომდინარე. იმედია, რაგბის კავშირი სწორ დასკვნებს გამოიტანს ამ ფიასკოს შემდგომ და ახალი მწვრთნელის ძებნის გარდა 6 ერის ალტერნატიული გზის ძებნასაც აქტიურად დაიწყებენ. სხვაგვარად ქართული რაგბის წინსვლა უკვე გამორიცხულია...
ანესთეზეოლოგი
14:57 03-10-2019
3
დღევანდელი ქართველის დიდი ნაწილი მხოლოდ გამარჯვებულს იჩემებს და მედლებს ამოფარებული ტრაბახობს. დამარცხებულს ისე გათელავს მტერზე უარესი გეგონება.

წავაგეთ, წარეთ წავაგეთ, სამარცხვინოდ დაგვცინებს ალბათ ბევრი უცხოდა მოძმე, მაგრამ მარცხშიც ჩემია ეს თამაშიც და ეს ნაკრებიც. გინებას და ლანძღვას ჯობია მარცხი განვიცადოთისე თითქოს ჩვენ წაგვეგოს ის თამაში. რაგბს თუ არა ერთობაა მაინც ხომ ვისწავლით ასე.
ანდრი
13:15 03-10-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული