ფიჯის ნაკრების კაპიტანმა დომინიკო ვაქანიბუროტუმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიას კომენტარი მისცა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს. მათ ამ შეხვედრაში მთელი გული ჩადეს, თავი არ დაუხრიათ და შესანიშნავად დაასრულეს თამაში.
თამაშამდე ვიცოდით, რა გველოდებოდა, საქართველოს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და ბიჭებს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, რომ თამაშის ბოლომდე არაფერი დაუთმიათ".
ფიჯის ნაკრებს წინ 1 შეხვედრა ელის უელსის ეროვნულ გუნდთან და თუ ევროპელების დამარცხებას მოახერხებენ, გარკვეული შანსები ექნებათ პლეი-ოფში გასასვლელად.
საქართველოს დამარცხების შემდეგ " style="height: 50px; width: 50px;" />საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]