ფიჯელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
ფიჯის ნაკრების კაპიტანმა დომინიკო ვაქანიბუროტუმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ მსოფლიო რაგბის ტელევიზიას კომენტარი მისცა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს. მათ ამ შეხვედრაში მთელი გული ჩადეს, თავი არ დაუხრიათ და შესანიშნავად დაასრულეს თამაში.

თამაშამდე ვიცოდით, რა გველოდებოდა, საქართველოს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და ბიჭებს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, რომ თამაშის ბოლომდე არაფერი დაუთმიათ".

ფიჯის ნაკრებს წინ 1 შეხვედრა ელის უელსის ეროვნულ გუნდთან და თუ ევროპელების დამარცხებას მოახერხებენ, გარკვეული შანსები ექნებათ პლეი-ოფში გასასვლელად.

საქართველოს დამარცხების შემდეგ " style="height: 50px; width: 50px;" />საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

altმერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

მკითხველის კომენტარები / 8 /
"ფიჯის ნაკრებს წინ 1 შეხვედრა ელის უელსის ეროვნულ გუნდთან და თუ ევროპელების დამარცხებას მოახერხებენ, ძალიან კარგი შანსები ექნებათ პლეი-ოფში გასასვლელად" - პატივცემულო ავტორო, ერთი აგვიხსენით როგორ გამოდის ეგ ყველაფერი? უელსი წააგებს ურუგვაისთან? თუ ჩვენ მოვუგებთ ავსტრალია? რაღაცას რო წერთ, დაფიქრდით ცოტა.
giorgi
15:25 03-10-2019
1
რეაბილიტაციაა საჭირო გულშემატკივართა თვალში. ფიჯელებმა ეს შეძლეს, ვნახოთ რა გამოუვათ ბორჯღალოსნებს, თავაწეულები დაგვიბრუნდებიან თუ თავსლაფდასხმულები.
ჟორა გაბრიჭიძე
23:21 03-10-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული