მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
ბიჭებო, ავსრეალიასთან როდისაა თამაში?
elgvisa
04 ოქტომბერი 2019 02:53
2
შენ და მილტონ რომელი თამაში გაარჩიე? :)))
მილტონ შენ იმას ვერ ხვდები რაგბში და საერთოდ გუნდურ სახეობებში მოწინააღმდეგე უნდა დააფასო!!!!
ჰიმნი
04 ოქტომბერი 2019 02:33
6
დაიწყო კიდე ბაქი ბუქი მილტონ შენ ხომ არ გვეღადავები ? :| შენ არ ხარ რაგბის მცოდნე!!!ბიჭები და საერთოდ გუნდი მოუმზადებელია!!!!!
შენ ჯერ კიდე ნამიბიის თამაშის მერე უნდა გაეშვით 2015 ში !!!! ფედერაციაც უნდა მიყვეს მილტონს პიარებით და რეკლამებით რომ იწონებენ თავს ერთი გუნდი რა გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ერთი გუნდი !!!!
რა პროგრესი რის 6 ერი!!!
ეს კიდე იძახის ავსტრალიას უნდა მოუგოთო რითი უნდა მოუგო რითიიიიიიიი?
Gio
04 ოქტომბერი 2019 02:13
3
რაგბი რომ საქართველოში განუვითარებელია ეს ჰეიგს მოეთხოვება? ბურთის ხელში დაჭერა და პასი უნდა ასწავლოს თუ სირბილი ნაკრების მოთამაშეს ნაკრების მთავარმა მწვრთელმა? ასე გაზარდეს დღემდე ეს მოთამაშეები და ახლა მათ რა შეცვლის.

პასი რომ ქართველმა რაგბისტებმა ბავშვობიდან არ იციან ეს შენ არ იცი? თუ ვინ არ იცის? პრობლემა უფრო ღრმაა და ნუ ამარტივებთ - თორემ იგივე რომ გამეორდება ახალ მწვრთელს დააბრალებთ
ლევანი
04 ოქტომბერი 2019 08:26
0
შენნაირებს ჩაუხერგა დავით აღმაშენებელმა ზურგი.
SHETETIA
04 ოქტომბერი 2019 02:31
11
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ როგორ მჯეროდა !!! მაპატიე ჰეიგ მაგრად ყველაზე დიდი დამნაშავე შენ ხარ . გუნდს არანაირი პლიუსი არ გაუჩდა შენი მოსვლოს შემდეგ პირიქით. ამ იმედებით კიდე ნუ გვაბოლებ ავსტრია რა უნდა მოუგო ურუგვაის თავზე ვეჯექით 2 ტაიმი და 30 ქულას ძლივს ავცდით . ფიჯი არ არის ახალი ზელანდია 7 ლელო რო დაგიდოს. ბოლო ორი წელია ორჯერ გვათრიეს . 4 წლის წინ გაცილებით მაგარი გუნდი გვყავდა

1. შერკინებაში 0
2. ფლანგებიდან თამაში 0
3. ხელით ბურთის ტარება 0
4. მოლი 0
5. აუტი 0
6. ტექნიკა 0
7. დამუშავებული კომბინაციები 0

ვერ გავიგე რას ვაკეთებთ ?

მადლობა და წარმატებები იაპონიაში. საკმარისია.
paata
04 ოქტომბერი 2019 02:00
3
და საერთოდ მეგობრებო, გუნდური სპორტების წარმომადგენლების გასაგონად ვიძახი, რაღაც კომენტარებს რომ დაწერს ხალხი უნდა მოუსმინოთ კი არ იტრაკპრანჭაოთ, როცა ნათლად ჩანს როგორ უუნაროდ გამოიყურებით ხოლმე.
ddgfdf
04 ოქტომბერი 2019 00:28
1
სვანიძეც და ჰეიგიც უნდა წავიდნენ, ნუ ჰეიგი უკე მიდის. თუ უკეთეს პირს ვერ იპოვიან ფედერაცია ისევ ნიჟარაძეს ჩააბარონ, მაგ კაცმა დააყენა ქართული რაგბი ფეხზე და კიდევ ბევრ კარგს მოუტანს ჩემპიონატსაც და ნაკრებსაც.
სვანიძე და ჰეიგი OUT
03 ოქტომბერი 2019 22:45
1
ლობჟანიძე არის სრული მუხრუჭი და აფრასიძეს რას ერჩიან ვერ გავიგე? ლობჟანიძეს ბეგაძეც მნიშვნელოვნად სჯობს. ის რომ ბურთიძირითადად ფიჯის ქონდა არის იმის ბრალი, რომ ლობჟანიძე სხვას რომ ვერაფერს იფიქრებდა მაღალი დარტყმით ბურთს მეტოქეს აბარებდა და შეტევისთვის მშვენიერ პლაცდარმს უმზადებდა.
tttt
03 ოქტომბერი 2019 22:36
2
ამისთვის იღებდა ეს 4 წელი ეს კაცი ხელფას? რამდენჯერ ვეთამაშეთ ეს 4 წელი ძლიერ მეტოქეებს და რა შედეგი გვქონდა? დღეს რო განადგურა ფიჯიმ ეს ვითომ 6 ერისთვის გამზადებული ნაკრები,კი ვნახეთ სად ვართ.
გოგა
03 ოქტომბერი 2019 19:51
5
ყველა კომენტარი წავიკითხე და იგივეს ვფიქრობ მწვრთნელზე რასაც უმრავლესობა. არ მინდა უმადური გამოვიდე მაგრამ არასდროს მომწონდა ჰეიგის სამწვრთნელო უნარები. ის უძლიერესი მხარეები რაც ადრე ჰქონდა გუნდს შესუსტდა, სისუსტეები კი ვერ გაძლიერდა. სწორედ მსგავს გუნდებთან უნდა გამოჩნდეს გუნდის პროგრესი, მან კი ყველაზე პრინციპული თამაშები დათმო იაპონიასთან 2-ჯერ, იტალიასთან, შოტლანდიასთან 2-ჯერ, ფიჯისთან 2-ჯერ. ამ შედეგზე ფედერაციასაც აქვს თავისი პასუხისმგევლობის დიდი წილი.
ლაშა
04 ოქტომბერი 2019 12:38
0
მანდ ვიყავით და მანდვე ვიქნებით კაი ხანი, სანამ საკლუბო დონე არ აიწევს
ფაფუ
03 ოქტომბერი 2019 23:05
3
ეს კაცი ვერაა კარგად.
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 18:03
14
უყურეთ საფრანგეთის ნაკრების თამაშებს და მიხვდებით საით უნდა ვიაროთ.
ddgfdf
03 ოქტომბერი 2019 18:00
2
რომელ რაგბს უყურებ მეგობარო ? საფრანგეთი ერთერთი სუსტი ტიერ 1ის გუნდია. 6 ერში მეოთხეა მაქსიმუმ.
Piper
04 ოქტომბერი 2019 02:34
3
საფრანგეთი ყველას ანადგურებს მეგობარო, მაგათ ზელანდიის მეტი ვერავინ გააჩერებს. აი ფეხბურთში ფრანგებს არ უნდა მიბაძო .
ddgfdf
04 ოქტომბერი 2019 00:26
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული