მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
ეგ ხაზზე ითქმის თორე შერკინება კარგია როგორც ყოველთვის. მე ძველ შერკინებასაც არ შევცვლიდი.ეგ ყველაფერი იმის ბრალია, რომ კრატიული რაგბისტები მოიშორა და რაღაც მომავალზე ფიქრობს თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი მომავლის გამოსაცდელი ადგილი არაა.
ddgfdf
03 ოქტომბერი 2019 17:57
9
სრულად ჰეიგის პასუხისმგებლობაა დღევანდელი შედეგი. ფეხით გადაკიდების ტაქტიკა არის სრული იდიოტიზმი ფიჯისთან, ტიპები მართლა დაფრინავენ, ჩვენ კი როგორც კი ბურთ ვიღებდით ეგრევე ვაბარებდით უკან. ასევე შემადგენლობა, ვილაჩავამ ორივე თამაშში ლელო დადო არ შემოიყვანა სანამ აზრი აღარ ჰქონდა, იგივიე აფრასიძეზე, იგივე ჯაბა. რეგვაძე ერთი თავით ჯობია მამუკაშვილს, გეგონება პირველ ტაიმში სპეციალურად სუსტ შემადგენლობას აყენებს. აბჟანდაძე საერთოდ შემადგენლობაში არ შეიყვანა, მათიაშვილი თხუთმეტზე დააყენა და ტიპი ირემივით დარბოდა მთელი ტამაში. მოკლედ იმდენი შეცდომა კიდევ კარგად დამთავრდა ეს თამაში. მოკლედ რომ არა ჰეიგი ჩემი აზრით სულ სხვა თამაში იქნებოდა ტიპმა მაქსიმუმი გააკეთა ამ სედეგის დასადებად. გვინდა ახალი მწვრთნელი და ბიჭებს გვერდში დგომა, მათ მაქსიმუმი გააკეთეს ამ ტაქტიკიტ და შემადგენლობით რაც შეიძლებოდა.
მე
03 ოქტომბერი 2019 17:48
6
წაგება და მოგება სპორტში ძმებია,მაგრამ ეს ის მომენტიიყო დღეს ძმობასთან რომ საერთო არაფერიაქ..დროშის და ჰიმნის გარდა დღეს არაფერიიყო ქართული მოედანზე..ამ ტემპით ცოტახანში აფსოლიტურად ყველა მოგვიგებს ,რადგან ბოჭვა დღევანდელ რაგბში ერთ თამაშსაც ვერ მოგაგებინებს თუ სისწრაფეში ხარ ნული...პ.ს..ჩვენნაირი ღიპიანი მორაგბეები არავის ჰყავს,ხაზის მოთამაშეები გეგონება სხვაქვეყნის შერკინების ბიჭები...თან ეგეტყობა ქართული გენია ..რადგან ნებისმიერ სპორტში სადაც სირბილი და სისწრაფეა საჭირო ყველაზე შენელებული სირბილი ქართველ სპორტსმენებსააქვთ....ეს მიზეზია ამოსაფხვრელი.....ავსტრალია 5 ეულში შესვლას ფიქრობს და ჩვენმოუგებთ??შვილებს დავიფიცებ წინასწარ ხსტზე რომ თუ არ გვაჩუქეს თამაში : ეთი მემილიონედი შანსიარაა მოგების...ასერომ მელიტონ არაა ზღაპარი დაპირებები საჭირო,ვინც ცოტასმაინც ვერკვევით რაგბში ვიცით ავსტრალიასტან რაშედეგიც იქნება...
ეუჰჰ
03 ოქტომბერი 2019 17:19
8
ცენტრალუ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს ეგზოტიკური ცხოველი - ზარმაცა (ლათ: Folivora) - ეს ზარმაცა სულ ხეზე ცხოვრობს და იქიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, ძირითადად მხოლოდ ტუალეტისთვის.
ამ დროს ის სრულიად დაუცველია მტაცებლებისგან, შანსი აქვს ტუალეტამდე ვინმემ გადასანსლოს, თუმცა უფრო აჩაქრება მაინც არ შეუძლია და ნელა მიღოღავს.

ასე არიან ჩვენი რაგბისტებიც და ფიფიმაც გადავსანსლა ვიდრე ....
იდალგო
03 ოქტომბერი 2019 17:06
3
ბატონო მილტონ, რაგბიში, მარტო ჭიდაობის იმედად არ შეიძლება ყოფნა!
daTo
03 ოქტომბერი 2019 16:47
2
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი მარა თუ სწორი გზა არ მიეცი მგლური კანონებით ვერ წავლენ წინ ამიტომ შერკინებაში ქართველი მწვრთნელი რო გვყავდა სულ ძლიერი ვიყავით და საერტოდაც ამ ეტაპზე ილია მაისურაძის დანიშვნა კარგი იქნებოდა იმიტომ რომ იმ თაობამ გრანდებს მოუგო
civi
03 ოქტომბერი 2019 16:40
3
ბატონო მელიტონ ჩვენ გვატყუებ თუ თავს იტყუებთ რა ავსტრალიასთან მოგება თუ ღმერთის გწამს ...საშუალო დონის გუნდმა დაგვანგრია და სუპერ კლასის გუნდს როგორ გინდათ მოუგოთ ....ისე ჩემო ბატონო უსამართლობამ და თავში ავარდნამ იცის ეგ ....
ეხ მელიტონ
03 ოქტომბერი 2019 16:39
1
ხუმრობ მელიტონ?
გეიხუმრა არისტოფან, გეიხუმრა მელიტონამ.
თურმე ავსტრალიისთვის ინახავდა ძალებს.
კობა
03 ოქტომბერი 2019 16:33
4
ესეთ შერცხვენას, სულ რომ არ წავსულიყავით ჩემპიონატზე ის სჯობდა. რა სპორტის სახეობის მოთამაშეები თამაშობდნენ ვერ გაიგებდი. უზომოდ სამარცხვინოა........
ირაკლი
03 ოქტომბერი 2019 16:28
22
გეთანხმები, ირაკლი! ჩვენი გუნდის თამაში, რაგბიზე უფრო, ჯგუფურ ჭიდაობას გავს!
daTo
03 ოქტომბერი 2019 16:50
2
სირცხვილი ამის დაწერაა. შეადარე ფიფის მოთამაშეები ჩვენსას და მერე წერე სირცხვილზე. მოიგო ძლიერმა. ფიჯს ამ დონის კიდევ ერთი ბატალიონი რაგბისტები ყავს
დავითი
03 ოქტომბერი 2019 16:42
6
ზურაბ ჟვანია რატო დარჩა ნაკრებს მიღმა ვინმე თუ მეტყვის?რომელზე ნაკლები მოთამაშეა?მამუკაშვილი ჯობდა?
ბექა
03 ოქტომბერი 2019 16:19
10
აბა რა აბა რამ აი ჟვანიას რომ ეთამაშა, ანგარიშ პირიქით იქნებოდა, აბა რა
იდალგო
03 ოქტომბერი 2019 16:43
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული