საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

me
აი რა მოგვიტანა მარიხუანას ლეგალიზებამ
დ.ფრანკფურტი
ჰეიგმა იმდენი ქნა, რომ საფურთხებლად გაიკეთა საქმე. უნიათო მწვრთნელთან ერთად უნამუსოც ყოფილა. მაგრამ კავშირიც პასუხისმგებელია ამ სამარცხვინო მწვრთნელის და გუნდის არევის გამო
პაატა
როგორ შეიძლება ჩვენი და კაცნაკლული იტალიის წაგებების შედარება??? თანაც ჩვენთან ფიჯი იყო იმათთან კიდევ სამხრეთ აფრიკა...ჩვნეს რაგიბიში გულის დასამშვიდებლად ნამდვილად არ გვაქვს საქმე!თუ ამ პრობლემის მოვგარება ეხლავე არ დაიწყო ძალიან მალე ჩვენი რაგბი ქართული ფეხბურთის ძალიან სამწუხარო ბედს გაიზიარებს!!! სასწრაფოდ უნდა მოშორდეს კომფორმისტი და მავნებელი სვანიძე ფედერაციას!!!
zaali
აგერ 6 ერის გუნდმა იტალიამ სამხრეთ აფრიკასთან 49:3 წააგო.. სულ ორჯერ გადავიდა მგონი ცენტრის იქით.. ნუ იქნებით ასეთი პესიმისტები.. წარმატებები ყველგან და ყოველთვის საქართველოს ნაკრებს!!!
zviads
თითქის ყველა ნაკრებს ათეულისას მომატებული აქვს,ჩვენ კი ამ წაგებამ 4-5 წლით უკან დაგვხია. მილტონის შეცვლაზე 4 წლის წინაც იყო საუბარი და 2 წლის წინათაც, მაგრამ ფედერაციამ ვერ გამოიღო ფხა, ეხლა ამას აღარ ეშველება, ამიტომ უნდა ვიფიქროთ როგორ გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან: 1) როგორც ვიცი მწვრთნელს კაი ხანია ეძებენ, მაგრამ ყველა ტოპ-მწვრთნელი დაკავებულია, ამიტომ ისევ ჯობია მაისაშვილი დანიშნონ მთავარ მწვრთნელად, ძალიან ღირსეული კანდიდატი მგონია! 2) მამუკა ამთავრებს კარიერას და უნდა თხოვოს ვინმემ მოვიდეს ფედერაციის პრეზიდენტად,... ან ილია ზედგინიძე..
"ბექა"-ს
ამ "დისლაიქებში" ლოგიკა არ არის, აქ ემოციებია, ამიტომაც არ არის გასაკვირი
ბექა
ამ კომენტარს დისლაიქს ვინც უწერს ძაან მაინტერესებს რა დაუწუნა ამ კაცის ნააზრევს,რა თქვა არასწორად
გლახუნა
მილტონ - უდიდეს პატივისცემას იმსახურებ, ახალ საფეხურზე აიყვანე ქართული რაგბი, მაგრამ ამ მსოფლიოზე აშკარაა შეცდომები მოგდით. ფიჯის თამაშმა ხომ დაგვანახა -ფიჯის 7 ლელოდან 3 მათიაშვილის უხეში შეცდომით გავიდა, 2 კვესელაძის, 1 - თოდუას, მათიაშვილს ამ თამაშებზე კი არა- საერთოდ ა რ წავიყვანდი მსოფლიოზე, ყველაზე ს უ ს ტ ი 15 ნომერია და ძირითადად მისი შეცდომებით გადის ლელოები. მე-2-ე - ა რ შეიძლეოდა ნაკრებში ა რ შეგეყვანა ასეიშვილი, ჟვანია, კვირიკაშვილი, არ შეიძლება ასეთ თამაშებში ა რ ათამაშო მჭედლიძე, თუნდაც გამოცდილებისათვის, ერთი რჩევა - მათიაშვილს ავსტრალიასთან თუ ათამაშებ - მინიმუმ 8 ლელოს მივიღებთ(!) აშკარაა - იბნევა, ვ ე რ აკეთებს ბოჭვებს,ფიზიკურად სუსტია, ვერც სისწრაფეს აჩვენებს, ვერც გააზრებულ თამაშს, ბურთის მიღება და ფეხით დარტყმა- მეტი არაფერი, ამას ამ დონის გუნდები ა რ გაპატიებენ, ანუ უფლებას აძლევ ხელით თამაშს და შეტევების (?!) და მას ფიჯი და ავსტრალია არ გამოიყენებს ?! - ბოლო-ბოლო -რ ა სტრატეგია არსებობს ?! - ავსტრალიასთან მაინც მოამზადე უკანა ხაზი- ჩ ა რ ბ ე ნ ე ბ ი თ , უკანა ხაზზე მუდმივი მოძრაობებით, მუშაობა, უბურთოთ სირბილი და კომბინაციების დამუშავება...გაჭრისათვის (!) ანუ ბურთის შენარჩუნება, და არა ფეხის დარტყმით მეტოქეზე ბურთის ჩაბარება და მით ინიციატივების დათმობა, რა ვერ გაიგეთ-ა რ უვარდებათ ბურთი ხელიდან (!)... მამუკა გორგოძე საამაყოა - ბებერი ლომივით იბრძვის და ბიჭებს მაგალითს აძლევს, ძალიან აქტიური მუშაობაა საჭირო უკანა ხაზის როგორ ფიზიკურ, ისე სიწრაფეში, აზროვნებით მომზადება და ვნახოთ (!) ყოველივე შეიძლება (!)
იდალგო
როგორც ხდება ხოლმე - "ჯვარს აცუ, ხვარს აცუ ეგე!"
აზრზე მოდით,სირცხვილია
ფიჯის უკანახაზელები დიდები და სწრაფები არიან.სიჩქარეში მათი შებოჭვა ჩვენი პატარა უკანახაზელების მიერ წარმოუდგენლად მიმაჩნია.მოკლედ ასეთი უკანა ხაზით რომელი მწვრვთვნელი გვიშველის.ისე ურუგვაის შემდეგ რომ ადიდებდით ჰეიგს რა უცბად დაგავიწყდათ.
ლაშა
ყველა კომენტარი წავიკითხე და იგივეს ვფიქრობ მწვრთნელზე რასაც უმრავლესობა. არ მინდა უმადური გამოვიდე მაგრამ არასდროს მომწონდა ჰეიგის სამწვრთნელო უნარები. ის უძლიერესი მხარეები რაც ადრე ჰქონდა გუნდს შესუსტდა, სისუსტეები კი ვერ გაძლიერდა. სწორედ მსგავს გუნდებთან უნდა გამოჩნდეს გუნდის პროგრესი, მან კი ყველაზე პრინციპული თამაშები დათმო იაპონიასთან 2-ჯერ, იტალიასთან, შოტლანდიასთან 2-ჯერ, ფიჯისთან 2-ჯერ. ამ შედეგზე ფედერაციასაც აქვს თავისი პასუხისმგევლობის დიდი წილი.
zurabi
თავს ზემოთ რო ძალა იყოს ფიჯიც კიდე უფრო დაგვანგრევდა ამიტომ ახლა იმაზე ფიქრი საჭირო ესპანეთმა და რუსეთმა არ გაგვასწრონ არაფერს ვამობო რუმინეთზე.
იდალგო
"ზარმაცა", ტროპიკული ტყის ზანტი ბინადარი - ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის. ყველაზე დაუცველი ამ დროს არის - მიწაზე შეიძლება მტაცებელმა ტუალეტამდე მიუსწროს და გადასანსლოს, მაგრამ მაინც ვერ ჩქარობს საბრალო - არ შეუძლია და რა ქნას? ასეა ჩვენი რაგბის საქმეც - მტაცებელიც რომ გამოეკიდოს მაინც ვერ უჩქარებენ ფეხს - თუნდაც გადასანსლონ - არ შეუძლიათ და რა ქნან? ფიჯომაც მოგვისრო და გადაგვსანსლა
არისტო
სამწუხაროდ, ასეა, სიმართლეა და რატომღაც განტევების ვაცის ძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, რა ვქნათ მოვკლათ მწვრთელიან მოთამაშეები? და მერე რა?
ექსპერტი
ნეტავ შენა რაა!! არ ურუკინებდე!!!!....
chven vart givi
მე თუ მკითხავთ ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი,დავინახავთ უცხოელს და აბა ერთმანეთს ვასწრებთ პატივი როგორ ვცეთ,იქით ღვინო აქეთ მობრძადი ბატონო აქეთ ჭაჭა კიდო კონიაკი ბატონო,შამპანიური არ გაწყენდა და გალოთდა აი შენი მილიტონა,სულ ღიღინ ღიღინით დადის თურმე
goga
მე სხვა თამაშს ვუყურე?! მომკალი და ორი გარდასახული ლელო არ მახსოვს. ერთი კი და ერთიც ჯარიმა. სულ 10 გამოდის
halagaji
მწვრთნელიი...
zura
ერთ დროს მართლა იტალიას ტოლსწორი ნაკრები ვიყავით,მერე მელიტონა შემოაგზავნეს სპეციალურად და რა დღეში ჩააგდო ნაკრები აგერ ხედავთ,სულ მაგას ვამბობდი ეს კაცი ნაკრებს უკან წევს მეთქი! დააკვირდით რამდენ ხანს გააჩერებენ იაპონიაში,ეს საიტი გააშუქებს მელიტონას მოღვაწეობას იაპონიაში და ნახავთ...
Status quo
მელიტონამ აურია. გასაგდებია.
ლევანი
ყველაფერს, რომ ვამარტივებთ და ზერელედ ვაფასებთ - იმიტომ არის ჩვენი საქმე ყველაფერში კარგად. პრობლემა უფრო ღრმააა. მთავარი მწვრთელის ლანძღვამდე აბა ერთი დაასახელეთ რამდენი ქრთველი მოთამაშე არის ევროპაში, რომელმაც პასი იცის? აბა მაინც რამდენი და რომელ კლუბში? დათვალეთ? თუ საიდუმლო არ არის ერთი გვითხარით - დაგვისახელეთ ასეთი "პასის" დიდოსტატი ქართველი მოთამაშე და ის "მაღალი" დონის უცხოური კლუბი სადაც ის თამაშობს. დაქეწეთ, ჩამოთვალეთ აქ კომენტარებში აბა სცადეთ...რამდენი გამოვა? ოღონდ გორგოძით არ დაიწყოთ ...
ლევანი
რაგბი რომ საქართველოში განუვითარებელია ეს ჰეიგს მოეთხოვება? ბურთის ხელში დაჭერა და პასი უნდა ასწავლოს თუ სირბილი ნაკრების მოთამაშეს ნაკრების მთავარმა მწვრთელმა? ასე გაზარდეს დღემდე ეს მოთამაშეები და ახლა მათ რა შეცვლის. პასი რომ ქართველმა რაგბისტებმა ბავშვობიდან არ იციან ეს შენ არ იცი? თუ ვინ არ იცის? პრობლემა უფრო ღრმაა და ნუ ამარტივებთ - თორემ იგივე რომ გამეორდება ახალ მწვრთელს დააბრალებთ
რამაზ
რა შანსი იყო ურუგვაის (დაახლოებით რუსეთის დონის გუნდს) რომ მოეგო ფიჯისათვის? - ერთადერთი: ურუგვაიმ მაქსიმუმი, რაც შეეძლო, დადო მოედანზე ხოლო ფიჯიმ ითამაშა მინიმალური კონცენტრაციით წინასწარ ფაიზაღად მოგებულად მითვლილ თამაშში. ავსტრალია ჩვენამდე ეთამაშება ურუგვაის და ბონუსით მოგების შემთხვევაში (ჯგუფში ორი მოგებით) გარანტირებულ მეორე ადგილს გაინაღდებს და ჩვენთან თამაშამდე ისევ (ფატალური) ოთხი დღე ექნებათ დასასვენებლად/აღსადგენად. ჩვენი შანსი ავსტრალიის წინააღმდეგ დაახლოებით ისეთივეა როგორც ურუგვაის ჰქონდა ფიჯისთან თამაშის წინ. იმედი ვიქონიოთ რომ ავსტრალია რაც ვართ იმაზე სუსტად აღგვიქვამს, მეოთხედფინალების წინ თავის ძირითადებს დაასვენებს და გარანტირებულად მოგებულ თამაშზე ვერ მოახერხებენ სათანადო კონცენტრაციას, ხოლო ჩვენებს საუკეთესო თამაში გამოუვათ. ჩემი აზრით მილტონამ თამაშამდე უნდა იძახოს ეს თამაში მაინც წაგებული გვაქვს და ხმამაღლა ბოდიშები იხადოს, ხოლო საქმით კი ბიჭები მაქსიმალურად დარაზმოს უმთავრესი თამაშისათვის. ერთი ეგაა - სასწაულიც რომ მოხდეს და ავსტრალიას მოვუგოთ, ობიექტურობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ - დღეს იქ ვართ სადაც ვართ, ხვალ იქ ვიქნებით რასაც დავიმსახურებთ!
დათო
კი ავსტრალიასაც მოვუგებთ ჰეიგის და დანარჩენი მწვრთნელების, ასევე ჩვენი რაგბის ფედერციის ხელში. აქ ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, მთავარია ტუგადუმი სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია შეიცვალოს მთლიანად, 4 წელი ამ თამაშისათვის „ამზადებდნენ“ ბიჭებს და ეს არის შედეგი -35???
Gio
სანამ პრო14ში გუნდი არ გვეყოლება არაფერი გვეშველება. ამდენი წელის ამას რომ ვერ მოაბავს ფედერაცია თავს იმასცრა უნდა ელაპარაკო ან რა შედეგს უნდა ელოდო?!
aburjga
ვერ გავიგე ასეთი აღშფოთების მიზეზი? უბრალოდ ფიჯის ნაკრები ჩვენს ნაკრეზე უფრო ძლიერი იყო, უფრო ძლიერი მოთამაშეებიც ყავდათ და რაგბის თამაშიც კარგად იცოდნენ. ჰოდა მოგვიგეს ისე როგორც ჩვენ ვუგებდით რუსებს! ობიექტური შედეგი იყო...
elgvisa
ბიჭებო, ავსრეალიასთან როდისაა თამაში?
Piper
რომელ რაგბს უყურებ მეგობარო ? საფრანგეთი ერთერთი სუსტი ტიერ 1ის გუნდია. 6 ერში მეოთხეა მაქსიმუმ.
ჰიმნი
შენ და მილტონ რომელი თამაში გაარჩიე? :))) მილტონ შენ იმას ვერ ხვდები რაგბში და საერთოდ გუნდურ სახეობებში მოწინააღმდეგე უნდა დააფასო!!!!
SHETETIA
შენნაირებს ჩაუხერგა დავით აღმაშენებელმა ზურგი.
Gio
დაიწყო კიდე ბაქი ბუქი მილტონ შენ ხომ არ გვეღადავები ? :| შენ არ ხარ რაგბის მცოდნე!!!ბიჭები და საერთოდ გუნდი მოუმზადებელია!!!!! შენ ჯერ კიდე ნამიბიის თამაშის მერე უნდა გაეშვით 2015 ში !!!! ფედერაციაც უნდა მიყვეს მილტონს პიარებით და რეკლამებით რომ იწონებენ თავს ერთი გუნდი რა გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ერთი გუნდი !!!! რა პროგრესი რის 6 ერი!!! ეს კიდე იძახის ავსტრალიას უნდა მოუგოთო რითი უნდა მოუგო რითიიიიიიიი?
paata
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ როგორ მჯეროდა !!! მაპატიე ჰეიგ მაგრად ყველაზე დიდი დამნაშავე შენ ხარ . გუნდს არანაირი პლიუსი არ გაუჩდა შენი მოსვლოს შემდეგ პირიქით. ამ იმედებით კიდე ნუ გვაბოლებ ავსტრია რა უნდა მოუგო ურუგვაის თავზე ვეჯექით 2 ტაიმი და 30 ქულას ძლივს ავცდით . ფიჯი არ არის ახალი ზელანდია 7 ლელო რო დაგიდოს. ბოლო ორი წელია ორჯერ გვათრიეს . 4 წლის წინ გაცილებით მაგარი გუნდი გვყავდა 1. შერკინებაში 0 2. ფლანგებიდან თამაში 0 3. ხელით ბურთის ტარება 0 4. მოლი 0 5. აუტი 0 6. ტექნიკა 0 7. დამუშავებული კომბინაციები 0 ვერ გავიგე რას ვაკეთებთ ? მადლობა და წარმატებები იაპონიაში. საკმარისია.
ddgfdf
და საერთოდ მეგობრებო, გუნდური სპორტების წარმომადგენლების გასაგონად ვიძახი, რაღაც კომენტარებს რომ დაწერს ხალხი უნდა მოუსმინოთ კი არ იტრაკპრანჭაოთ, როცა ნათლად ჩანს როგორ უუნაროდ გამოიყურებით ხოლმე.
ddgfdf
საფრანგეთი ყველას ანადგურებს მეგობარო, მაგათ ზელანდიის მეტი ვერავინ გააჩერებს. აი ფეხბურთში ფრანგებს არ უნდა მიბაძო .
ფაფუ
მანდ ვიყავით და მანდვე ვიქნებით კაი ხანი, სანამ საკლუბო დონე არ აიწევს
სვანიძე და ჰეიგი OUT
სვანიძეც და ჰეიგიც უნდა წავიდნენ, ნუ ჰეიგი უკე მიდის. თუ უკეთეს პირს ვერ იპოვიან ფედერაცია ისევ ნიჟარაძეს ჩააბარონ, მაგ კაცმა დააყენა ქართული რაგბი ფეხზე და კიდევ ბევრ კარგს მოუტანს ჩემპიონატსაც და ნაკრებსაც.
tttt
ლობჟანიძე არის სრული მუხრუჭი და აფრასიძეს რას ერჩიან ვერ გავიგე? ლობჟანიძეს ბეგაძეც მნიშვნელოვნად სჯობს. ის რომ ბურთიძირითადად ფიჯის ქონდა არის იმის ბრალი, რომ ლობჟანიძე სხვას რომ ვერაფერს იფიქრებდა მაღალი დარტყმით ბურთს მეტოქეს აბარებდა და შეტევისთვის მშვენიერ პლაცდარმს უმზადებდა.
ანდრი
მაგ ხრამში გადაჩეხილებს ვუყუროთ? მაგათი გზა მალე გამოჩნდება.
გოგა
ამისთვის იღებდა ეს 4 წელი ეს კაცი ხელფას? რამდენჯერ ვეთამაშეთ ეს 4 წელი ძლიერ მეტოქეებს და რა შედეგი გვქონდა? დღეს რო განადგურა ფიჯიმ ეს ვითომ 6 ერისთვის გამზადებული ნაკრები,კი ვნახეთ სად ვართ.
Buxrika
ეს კაცი ვერაა კარგად.
ddgfdf
უყურეთ საფრანგეთის ნაკრების თამაშებს და მიხვდებით საით უნდა ვიაროთ.
ddgfdf
ეგ ხაზზე ითქმის თორე შერკინება კარგია როგორც ყოველთვის. მე ძველ შერკინებასაც არ შევცვლიდი.ეგ ყველაფერი იმის ბრალია, რომ კრატიული რაგბისტები მოიშორა და რაღაც მომავალზე ფიქრობს თუმცა მსოფლიო ჩემპიონატი მომავლის გამოსაცდელი ადგილი არაა.
მე
სრულად ჰეიგის პასუხისმგებლობაა დღევანდელი შედეგი. ფეხით გადაკიდების ტაქტიკა არის სრული იდიოტიზმი ფიჯისთან, ტიპები მართლა დაფრინავენ, ჩვენ კი როგორც კი ბურთ ვიღებდით ეგრევე ვაბარებდით უკან. ასევე შემადგენლობა, ვილაჩავამ ორივე თამაშში ლელო დადო არ შემოიყვანა სანამ აზრი აღარ ჰქონდა, იგივიე აფრასიძეზე, იგივე ჯაბა. რეგვაძე ერთი თავით ჯობია მამუკაშვილს, გეგონება პირველ ტაიმში სპეციალურად სუსტ შემადგენლობას აყენებს. აბჟანდაძე საერთოდ შემადგენლობაში არ შეიყვანა, მათიაშვილი თხუთმეტზე დააყენა და ტიპი ირემივით დარბოდა მთელი ტამაში. მოკლედ იმდენი შეცდომა კიდევ კარგად დამთავრდა ეს თამაში. მოკლედ რომ არა ჰეიგი ჩემი აზრით სულ სხვა თამაში იქნებოდა ტიპმა მაქსიმუმი გააკეთა ამ სედეგის დასადებად. გვინდა ახალი მწვრთნელი და ბიჭებს გვერდში დგომა, მათ მაქსიმუმი გააკეთეს ამ ტაქტიკიტ და შემადგენლობით რაც შეიძლებოდა.
ეუჰჰ
წაგება და მოგება სპორტში ძმებია,მაგრამ ეს ის მომენტიიყო დღეს ძმობასთან რომ საერთო არაფერიაქ..დროშის და ჰიმნის გარდა დღეს არაფერიიყო ქართული მოედანზე..ამ ტემპით ცოტახანში აფსოლიტურად ყველა მოგვიგებს ,რადგან ბოჭვა დღევანდელ რაგბში ერთ თამაშსაც ვერ მოგაგებინებს თუ სისწრაფეში ხარ ნული...პ.ს..ჩვენნაირი ღიპიანი მორაგბეები არავის ჰყავს,ხაზის მოთამაშეები გეგონება სხვაქვეყნის შერკინების ბიჭები...თან ეგეტყობა ქართული გენია ..რადგან ნებისმიერ სპორტში სადაც სირბილი და სისწრაფეა საჭირო ყველაზე შენელებული სირბილი ქართველ სპორტსმენებსააქვთ....ეს მიზეზია ამოსაფხვრელი.....ავსტრალია 5 ეულში შესვლას ფიქრობს და ჩვენმოუგებთ??შვილებს დავიფიცებ წინასწარ ხსტზე რომ თუ არ გვაჩუქეს თამაში : ეთი მემილიონედი შანსიარაა მოგების...ასერომ მელიტონ არაა ზღაპარი დაპირებები საჭირო,ვინც ცოტასმაინც ვერკვევით რაგბში ვიცით ავსტრალიასტან რაშედეგიც იქნება...
იდალგო
ცენტრალუ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს ეგზოტიკური ცხოველი - ზარმაცა (ლათ: Folivora) - ეს ზარმაცა სულ ხეზე ცხოვრობს და იქიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, ძირითადად მხოლოდ ტუალეტისთვის. ამ დროს ის სრულიად დაუცველია მტაცებლებისგან, შანსი აქვს ტუალეტამდე ვინმემ გადასანსლოს, თუმცა უფრო აჩაქრება მაინც არ შეუძლია და ნელა მიღოღავს. ასე არიან ჩვენი რაგბისტებიც და ფიფიმაც გადავსანსლა ვიდრე ....
daTo
გეთანხმები, ირაკლი! ჩვენი გუნდის თამაში, რაგბიზე უფრო, ჯგუფურ ჭიდაობას გავს!
იდალგო
ზარმაცა, ტროპიკული ტყის ეს ბინადარი - ზარმაცა ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის ჩამოდის და ამ დროს ის უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე ჩვენი რაგბისტები (რომ მტაცებელმა არ შესასნსლოს).
daTo
ბატონო მილტონ, რაგბიში, მარტო ჭიდაობის იმედად არ შეიძლება ყოფნა!
სოსო
მართალი ხარ,იდალგო.გამწარებული ვარ ძალიან და და ცხრილის გარჩევის თავი აღარ მქონდა.თუმცა ამ თამაშით და ასეთი მარცხის შემდეგ,ავსტრალიასთან გამარჯვებაც უტოპია მგონია.ნამეტანი ძლიერები არიან ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც,თან გამარჯვებაც სჭირდებათ და ასე მგონია,ფიჯისაც შეუძლია უელსთან ქულის აღებაც.
იდალგო
აბა რა აბა რამ აი ჟვანიას რომ ეთამაშა, ანგარიშ პირიქით იქნებოდა, აბა რა
დავითი
სირცხვილი ამის დაწერაა. შეადარე ფიფის მოთამაშეები ჩვენსას და მერე წერე სირცხვილზე. მოიგო ძლიერმა. ფიჯს ამ დონის კიდევ ერთი ბატალიონი რაგბისტები ყავს
civi
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი მარა თუ სწორი გზა არ მიეცი მგლური კანონებით ვერ წავლენ წინ ამიტომ შერკინებაში ქართველი მწვრთნელი რო გვყავდა სულ ძლიერი ვიყავით და საერტოდაც ამ ეტაპზე ილია მაისურაძის დანიშვნა კარგი იქნებოდა იმიტომ რომ იმ თაობამ გრანდებს მოუგო
ეხ მელიტონ
ბატონო მელიტონ ჩვენ გვატყუებ თუ თავს იტყუებთ რა ავსტრალიასთან მოგება თუ ღმერთის გწამს ...საშუალო დონის გუნდმა დაგვანგრია და სუპერ კლასის გუნდს როგორ გინდათ მოუგოთ ....ისე ჩემო ბატონო უსამართლობამ და თავში ავარდნამ იცის ეგ ....
კობა
ხუმრობ მელიტონ? გეიხუმრა არისტოფან, გეიხუმრა მელიტონამ. თურმე ავსტრალიისთვის ინახავდა ძალებს.
ირაკლი
ესეთ შერცხვენას, სულ რომ არ წავსულიყავით ჩემპიონატზე ის სჯობდა. რა სპორტის სახეობის მოთამაშეები თამაშობდნენ ვერ გაიგებდი. უზომოდ სამარცხვინოა........

მილტონმა ადრეც მოიქნია ასეთი სისულელეები. ზოგადად თავის დაცვის ხერხები ახასიათებს, მაგრამ ეხლა ისე მოუვიდა, ბრმას თვალები არ ჰქონდა და წამწამებს დარდობდაო. გუნდმა ფიჯის ერთი ტაიმიც ვერ გაუძლო და ავსტრალიასთან რა უნდა გაახეროს? ისე კლოდ სოფელსაც წასვლის დრო რომ დაუდგა, მილტონივით აურია. ეხლა უკვე მომავალ არჩევნებს და მწვრთნელს თუ დაველოდებით, თორემ დანარჩენი წარსულის საქმეა
არისტო
უკაცრავად და მოთამაშეები ფიჯის ნაკრების დონის არიან? იქნებ ჯობიან კიდეც. თამაში ბავშობიდან უნდა ისწავლო, ნაკრებში კი არ უნდა ცდილობდე საბაზისო უნარ-ჩვევების სწავლას
ბექა
ზურაბ ჟვანია რატო დარჩა ნაკრებს მიღმა ვინმე თუ მეტყვის?რომელზე ნაკლები მოთამაშეა?მამუკაშვილი ჯობდა?
daTo
მეგობრებო, თუ ამ მოსაზრებაში მეთანხმებით. დამილაიქეთ!( იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს!): მხოლოდ, შერკინების და ძალისმიერი თამაშის იმედად ყოფნა, უკვე ძალიან ძველი სკოლაა(1970-იანი წლების და ვხედავთ ყოველთვის არ ამართლებს)! ამას, ძირითად იარაღად იყენებენ დაბალი ეშელონის გუნდები. თუ გვინდა ქართული რაბი განვითარდეს, მთელი ძალისხმევა უნდა გადაიტანონ ხელის ტექნიკის და სისწრაფეების გამომუშავებაზე! ეს ამოცანა უნდა გახდეს მთავარი, როგორც ახალი მწვრთნელისთვის, ისე ბავშვთა რაგბიში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი თამაში ეწინააღმდეგება, რაგბის განვითარებას და უკანდახევა გარდაუვალია! ბავშვთა რაგბიში უნდა შეირჩეს მოზარდები სწრაფი აზროვნების და კოორდინაციის მიხედვითაც! მადლობა!
gia
ბეგაძე აფრასიძე და ლობჟანიძე ერთად როგორ წარმოგიდგენია? რაგბი იცი რა სპორტია საერთოდ?
იდალგო
რა ავტრალიის? ფიფის, ფიჯის გასწრება ქულებით გულისხმობდა და არა ავტრალიის გასწრებას -

რა სახეობის სპორტსმენები თამაშობდნენ ქართულ გუნდში ვერ გამოიცნობდი. თამაში თუ გეზარებათ ხალხს რაღაზე უხეთქავთ გულებს. რომ ჩამოხვალთ მოიკითხეთ რამდენ დასჭირდა ექიმი...........
giga
ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.მთელი პასუხისმგებლობა მწვრთნელებისაა.კაცმა შემეადგენლობა ვერ დააყენა.ჩილაჩავას და აფრასიძის ძირითადში არ დაყენება იქნებოდა?ან მეორე ტაიმის დასაწყისშივე მაინც შემოეყვანა.ან მჭედლიძე რატომ არ შემოუშვა,ან ბეგაძე?ყოვლად გაუმართლებელი და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებეი იყო ,რამაც გადამწყვეტი გავლენა იქონია თამაშზე და ბიჭების მარტო თავგანწირვა საკმარისი არ გამოდგა.
შალვა
არეკნი გამოგრჩა, მაGაშიც უნდა მოვუგოთ
ირა
ბარდაგია გუნდში, დისციპლინა რა არის არავინ აზრზე არ არის. ფეხბურთელებს გაასწრეს უპასუხისმგებლობით. ამას ველოდით ოთხი წელი, ელვისებურად უკან მივდივართ, ძაქები უკეთ ითამაშებდნენ, გული ძალიან მტკივა, ის ვაჟკაცური წაგებაც დავკარგეთ საუბედუროდ...........................................
იდალგო
კაი კაცო, და მაინც და მაინც?
ლადო
კარგი რა მელიტონ... პირველ ტაიმში გამოჩნდა შერკინების პრობლემა,ხოდა გამოგეცვალა თუ ვინმეს ფეხი სტკიოდა. შერკინებაში და მოლში ასე რამ დაგვაკნინა??? ჩემი აზრია, რომ არც შემადგენლობა იყო ოპტიმალური, არც ცვლილებები განხორციელდა დროულად და არც ტაქტიკურად ვითამაშეთ სწორად. გაუგებარია ბურთის ამდენი უაზროდ გადაკიდება და მოწინააღმდეგისთის ჩაბარება, თან ვისთან... როგორ შეიძლება რუმინეთს, რუსეთს, შოტლანდიას, უელსს, ურუგვაის და ფიჯის, ანუ ყველას, ერთი და იგივე ტაქტიკით ეთამაშო??? უელსმა პირველ ტაიმში დაგვიმთავრა, ფიჯიმ კიდევ პირველ ტაიმში მარტივად წაგვიკითხა.
ვოვა
მელიტონ უკვე შეგიძლია წამოწვე და დატკბე იაპონური წესრიგით და საკეთი.. ნუღარ დაგვცინი და ავსტრალიასაც აუგად ნუ მოიხსენიებ,არ გაბრაზდნენ და ისე არ გაგინადგურონ გაწვრთნილი გუნდი რომ რაგბის ტელევიზორით ყურებაზეც კი უარი გათქმევინონ
თემო მ.
ამ ჩემპიონატს რომ უყურებ, ვხდები რომ რაგბი მაინც და მაინც ჩვენი თამაში არ არის.
ოდესღაც ესე იყო........
ადრე თუ ვერ თამაშობდა კაცი ან გუნდი არ იკარებდა ახლოს ან თვითონ ვერ ბედავდა კაცი თამაშს, ეხლა ყველაფერი მოშლილია. ძირითადი არასწორადაა დაყენებული. ჩვენს ფეხბურთელებს გაასწარით უკვე. სამარცხვინოა ძალიან, წაგებული კაცის სულით ძნელია იარო, დავითრგუნე მაგრად, ცოტა ნამუსმაც უმტუნათ.............
ოკ
სულ ვერ მოიგებ მაგრამ ასე წაგებაც არ შეიძლება.. ჩემი აზრით კი საეჭვოდ წააგო ფიჯიმ ურუგვაისთან და მოიგო საქართველოსთან.. ვფიქრობ იფსონავეს
რომანა
ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ. დღევანდელი წაგება უხარისხო მოედანმა და მსაჯის მიკერძოებული გადაწყვეტილებებმა განაპირობა. სწრაფი თამაშის შესაძლებლობა წაგვერთვა, რაც ჩვენი უპირატესობა უნდა ყოფილიყო. შერკინებაში რომ წავაგებდით, ისედაც ცხადი იყო!!! რაც შეეხება ვოლაბებთან თამაშს, უნდა მოვუგოთ აუცილებლად, სისწრაფეში და მოლში, ასევე შერკინებაში!!!
დათო
ბეგემოტი უფრო სწრაფად დარბის ვიდრე ეგენი და რისი იმედი გაქვს. ესეთი მოუქნელი გუნდი ალბათ გალაქტიკაში არ არის. დავიწვი სირცხვილით, ძალიან იმოქმედა,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
იდალგო
როგორც, რომ: გულს ნუ გაიტეხ, სოფელი დიდია... და მისთანანი.
გოგა
მათიაშვილს თუ ათამაშებ უნდა ათამაშო 10 ნომერზე მისი ფრთაზე გაყვანა დაუშვებელია სუსტი მბოჭავია დღეს ხმალაძის ადგილზე რო მათიაშვილი ყოფილიყო და ბოლოს თედო შემოსულიყო შეცვლაზე 10 ნომერზე ვფიქრობ უკეთეს შედეგს ვანახებდით ლობჟანიძეს კიდევ არაფერი ესაქმება ნაკრებში ტიპი ფეხბურთელია თუ რაგბისტი ვერ გაურკვევია ჩარჩა წარსულში ბეგაძე უკეთესად შებოჭავდა და უკეთესადაც გაანაწილებდა ბურთს აფრასიძეზე აღარაფერს ვამბობ ბევრად ჯობს ვასკას და მეორეც როცა ოთია გიორგაძე წინა თამაშის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს რატომ უნდა მოიაზრებდე მარქაფის მორაგბედ? ან ლომიძე არ ჯობდა ნემსაძის მაგივრად ყოფილიყო ან მჭედლიძე რავიცი ჩემი აზრით ვინც დავბერდით გავიწიოთ აწი მადლობა მაგრამ დღეს რაგბს სხვა სისწრაფეები სჭირდება მათი გარემარბები გაცილებით მძიმე წონიანები არიან ჩვენი ფრთის მოთამაშეებზე მაგრამ ბევრად სწრაფად დარბიან 40 კილოთი მეტი წონის გარემარბი რადრადრა რატომ უნდა იყოს უფრო სწრაფი ფეხების ვიდრე დაუშვათ თოდუა რომელიც მასზე 50 კილოთი მსუბუქია
სოსო
ახლა კი კრეჭავს მილტონ ჰეიგი.ავსტრალია ურუგვაის ბონუსით მოუგებს აუცილებლად და მიუწვდომელი გაგვიხდება.ამის გარეშეც,ბონუსით მოგების იმედი აქვს ავსტრალიასთან?ამ შეტევით და თანაც ავსტრალიასთან?ალბათ რაღაც საშინელებას უნდა ველოდოთ?ამდენი წელია,მასზე აუგი არ მითქვამს,მაგრამ ამ ჩემპიონატზე მისი ინტერვიუები,რაღაც ნამეტანი რეალობისაგან მოწყვეტილია და უკვე წასული კაცის არასერიოზულობაში გადავიდა.ნაკრებიც შეიძლება ამიტომაა ასე დემპრალიზირებული.
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს