მერაბ შარიქაძე: კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და შევაკვდებით ავსტრალიას

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნები" დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდი უკვე შიზუოკაშია და მომავალი მატჩისთვის იქ ემზადება. მანამდე "მსოფლიო რაგბი" "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს განვლილი და მომავალი თამაშების შესახებ ესაუბრა:

"საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსოფლიო თასი თავაწეულმა დატოვოს.

შარიქაძის თქმით, ფიჯისთან მტკივნეული მარცხის შემდეგ გუნდი მზადაა, "მოკვდეს" ავსტრალიასთან მატჩში. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მან პირველად ითამაშა სასტარტო XV-ში და ამბობს, რომ ეს თამაში მისი
ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო:

"ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით, მე, გვრცხვენია ჩვენი გულშემატკივრის და ოჯახების, რადგან ისინი სულ სხვა რამეს ელოდნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიში მხოლოდ დასკვნითი 20 წუთის თამაშს ასახავს და არა სრულის. იყო მომენტები, რომელთაც შეეძლოთ ყველაფერი შეეცვალათ. ვისაც რაგბი ესმის, ისინი მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. მაგრამ ვერავის დავადანაშაულებთ, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია".

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, რომ იაპონიაში ორი შეხვედრის მოგებით, საფრანგეთის მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია მოეპოვებინა. მას კიდევ დარჩა ერთი შეხვედრა, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან:

"ჩვენი რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს - კარგად ვითამაშოთ ავსტრალიასთან. შევაკვდებით. ახლა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია".

გამოცდილება უნდა გადავცეთ

ამ მსოფლიო თასმა რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი დაგვანახა: ხაზის მოთამაშეები გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე; ასევე, მორკინალები გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ვანო კარკაძე და ოთარ გიორგაძე, რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შარიქაძე, რომელიც თავად 26 წლისაა, ამბობს, რომ მსოფლიო თასი ბიჭებისთვის უდიდესი გაკვეთილი იქნება:

"ასაკოვანი მოთამაშეები მსოფლიო თასის შემდეგ, სავარაუდოდ, ნაკრებს დატოვებენ. მე და დანარჩენებმა, რომლებიც ნაკრებში მომავალშიც ვითამაშებთ, უნდა გავითავისოთ ეს ისტორია და მოვემზადოთ შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჯერ კარგად უნდა ვითამაშოთ ავსტრალიის წინააღმდეგ და შემდეგ დავიწყოთ მზადება შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჩვენ უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

altგიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

altზურაბ ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს: ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო

altმილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

მკითხველის კომენტარები / 30 /
ეჰ, ჩემო მერაბ, ჩვენ კი გვერჩივნა ფიჯისთვის შეგეკლათ თავები, მაგრამ რაღაი ასე გამოვიდა და რაღაი ავსტრალიელებს ერგოთ აეგ "მძიმე" ხვედრი, ჯანდაბას ჩვენი თავი და ჩვენი სურვილები - იყოს კაროჩე თფუი, რასტოვი საიდანღა გამახსენდა, იყოს ავსტრალია!!!
მ. ტ.
08 ოქტომბერი 2019 13:23
5
ბიჭებო იბრძოლეთ და დაგვიბრუნდით, ჩვენ ცოცხლები გვინდიხართ. არა უშავს, ფიჯისთან ტიერი 1-ს გუნდებს წაუგიათ. 10-15 წელი რაც გიკეთებიათ ჩვენ არ დაგვავიწყდა და ერთ წაგებას ნაღდათ არ განაცვალებთ, თუნდაც ასე გულდასაწყვეტი იყოს. რაც ჩვენ რაგბში პროგრესი განვიცადეთ 96-დან დღემდე, ასეთი პროგრესი არც ერთ ქვეყანას არ ქონია არცერთ სპორტში და ზოგადათ ცხოვრების არცერთ სფეროში. ნაკრები გაახალგაზდავდება და ის ბიჭები ვინც უკვე U-18 U-20 ში დამარცხებული ყავთ საფრანგეთი, ირლანდია, შოტლანდია, არგენტიან, ფიჯი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანენ ჩვენ ნაკრებს. წარმატება და გამარჯვება საქართველოს. რაგბი ჩვენი თამაშია.
Geo_Dinamo
08 ოქტომბერი 2019 12:50
11
შეაკვდებით კი არა გვერძე პასი დაამუღამეთ და ტაქტიკაზე იმუშავეთ!!!! ვის რათ უნდა თქვენი შეკვდომა, ?! მასე ნებისმიერი შევაკვდებით და რა მერე???
Vasili
08 ოქტომბერი 2019 12:34
9
შევაკვდებით და დიდი დიდი 70 ქულით წავაგოთ
IKA
08 ოქტომბერი 2019 12:34
8
არავინ არ გთხოვთ შეკვდომას და ისიც ვიცით, რომ თავს დადებთ მოედანზე. თუმცა, როცა თავს ზემოთ ძალა არ არის, სასწაული (მით უმეტეს რაგბში) არ ხდება. მერაბ, ამ ტურნირის შემდეგ ისა სჯობია, რომ ახალგაზრდებთან და ახალ მწვრთნელთან ერთად გეგმაზომიერად შეუდგეთ მუშაობას თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე რაგბის ასათვისებლად და სათამაშოდ! ამ მსოფლიოზე ყველამ დავინახეთ, რომ ჩამოვრჩით რაგბის განვითარებას და მარტო ჭიდაობა-მიწოლით ფონს ვეღარ გავდივართ!
qomagi
08 ოქტომბერი 2019 11:38
0
არგენტინასავით ჰიმნის შესრულებას ნუ შეაკვდებით, იმათ ჰიმნის მერე აღარაფრის თავი არ აქვთ ხოლმე.

არ გაქვთ სამარცხვინო არაფერი, შეუბერეთ ლაღად და ჯიგრულად. თქვენთან ვართ მარცხშიც და გამარჯვებაშიც.
ანდრი
08 ოქტომბერი 2019 10:37
3
ავსტრალიას რომც შეაკვდეთ მაინც დიდი ანგარიშით წავაგებთ, შეკვდომა თუ შეგეძლოთ ფიჯისთან გეთამაშად იქნებ მოგვეგო, მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ თუ ფეხბურთს დაემსგავსება რაგბი დაპირებებით, ბოდიშებით და გამოცდილების დაგროვებაზე ლაპარაკით ხალხს შეძულდებით, ამიტომ იყავით რეალისტები და ვაჟკაცურად თამაში გააგრძელეთ.
ზორბეგი
08 ოქტომბერი 2019 10:31
4
თავგანწირვით თამაშობთ კი,მაგრამ ტვინი არა გაქვთ თავში,განძრევა და სირბილი გეზარებათ.ჭიდაობით გინდათ იოლად გასვლა.არაა ეხლა ჭიდაობის დრო,შეგისწავლათ ყველამ და გერევიან.
სტატუს ქუო
08 ოქტომბერი 2019 09:59
4
რას, რატომ უნდა შეაკვდეთ?! ეს რაგბია, თამაშია! ითამაშეთ მონდომებით, კაცურად, როგორც გჩვევიათ! დღეს ფიჯიც და ავსტრალიაც ობიექტურად ჩვენს ნაკრებზე ძლიერებია. ეს ჩვენ, გულშემატკივრებს გვესმის.
aburjga
08 ოქტომბერი 2019 09:14
1
Aq ramdeni pitalo xart.....gaunatlebeli da ampartavani...visac didi guli gaqvt da vai gulsgematkivrebi xart jer tqven gaaketet samshoblos winashe raime sasargeblo da mere daweret rame komentari..komble shen rac xar shen tvitinac ici me agar davwer
Gio
08 ოქტომბერი 2019 04:26
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული