ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ავსტრალიის ნაკრებს შიზუოკაში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ "ვოლაბები" ერთადერთია ტიერ1-ის გუნდებიდან, რომლის წინააღმდეგაც აქამდე არასდროს გვითამაშია.

ბოლო მატჩი ჰეიგის თავკაცობით

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ ითამაშებს მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, ახალზელანდიელმა ბოლოჯერ დაასახელა გუნდის შემადგენლობა. მან 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი ცვლილებაა.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად
თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ, ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

წინა მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძისთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

2019 წლის მსოფლიო თასი. D ჯგუფი. 11 ოქტომბერი. შიზუოკა
საქართველო - ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
ნაღდად არ მეგონა მელიტონი ჩვენს ნაკრებში მოღვაწეობას ასე უსახურად თუ დაამთავრებდა...ან გორგოძეს რას ერჩოდით რისთვის მოაბრუნეთ ნაკრებში?! რა ვერ დააყენე ოპტიმალური შემადგენლობა?! ძალიან სამარცხვინოდ წავაგებთ...მოკლედ რაც არის ეს არის, მომავლის იმედად თუ ვიქნებით (ფედერაციის პრეზიდენტის და აღმასკომის ცვლილება და ა.შ.).
პაატა
09 ოქტომბერი 2019 13:56
7
მილტონი იმავე შეცდომებს უშვებს, რაც ფიჯისთან. მწვრთნელს არ ვასწავლი, საამისო არც კვალიფიკაცია მაქვს და არც პრეტენზია, მაგრამ ჩემნაირი დილეტანტისთვისაც კი აშკარაა წინა თამაშის შემდეგ, რომ: აბჟანდაძე 10 ნომრად უნდა იყოს, ხმალაძემ ხაზში უნდა გადაიწიოს, თოდუა-კვესელაძე-მათიაშვილი ეს სამეული ფიჯისთან ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, შეიძლება სხვა ბიჭებისთვის შანსის მიცემა, თაზო მჭედლიძე უდავოდ იმსახურებს თამაშს, მალაღურაძის ძირითადში ხილვაც ბევრად საინტერესო იქნებოდა. შალვა მამუკაშვილის ნაცვლად ძირითადიდან ჯაბა ბრეგვაძეს რომ დაეწყო, უკეთესი იქნებოდა, ჩილაჩავას წინა მატჩიდან ალბათ დაზიანება აქვს, თორემ მისი არყოფნაც სრულიად გაურკვეველია
გულშემატკივარი
09 ოქტომბერი 2019 16:01
1
არც აბჟანდაძე,არც ჩილაჩავა...
საერთოდ არ არიან განაცხადში...
რავი რა ხდება რა!..
ბუტა
09 ოქტომბერი 2019 13:50
2
ჩვენი სტენოგრაფებიც ხოვერ გვაღირსებენ ღირწბულ ინფორმაციას.

მელიტონამ დაგვტანჯა როტაციით, რა უნდა ვერ გავიგე.
ანდრი
09 ოქტომბერი 2019 14:46
0
ეჰ მილტონ, მილტონ, როგორ მაინტერსებს შემადგენლობას ეს კაცი ადგენს, თუ სხვა კარნახობს?
გიზოგ
09 ოქტომბერი 2019 13:52
5
აბჟანდაძეს რას ერჩის, ვერ ხედავს, სულ სხვა გუნდია თედოსთან ერთად ჩვენი ნაკრები? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჰეიგმა წააგო ეს ჩემპიონატი, ჩემდა სამწუხაროდ.
bmb
09 ოქტომბერი 2019 15:37
1
ალბათ ტრამვა ააქვს აბჟანდაძეს სხვა ახსნა არ არსებობს. მარაქაფში მაინც იქნებოდა.
bmb -s
09 ოქტომბერი 2019 17:25
0
მათიაშვილი არსად დაგეკარგოთ ...ისეთ ბოჭვებს ,,აკეთებს,, ბოლო კრიზისოლ ფაზაში, რომ ...
გლახუნა
09 ოქტომბერი 2019 16:50
9
კვესელაძე ცალსახად საუკეთესო იყო ნაკრებიდან ამ მსოფლიოზე! ზედიზედ ორჯერ შეინარჩუნა ძირითადში ადგილი ჩავარდნილი თამაშის მერე! ყოჩაღ ჰეიგ, არც მჭედლიძე ნახო კრაიზე, კიდევ ბევრი გყავს ტოპ14ში ხაზის მოთამაშე, არც მოდებაძე მოსინჯო, არც მათიაშვილი, კვესელაძე გეყენოს სულ.
მიქაუტაძეს 130კილოიან კაცს და ნემსაძეს კარიერას რომ ასრულებს უკვე რად უნდად როტაცია? მიდი გაწურე ბოლომდე. 80 წუთები ათამაშე სულ. სუთიაშვილი და ლომიძე როდიდან გახდნენ მეორეხაზელები? ან კაი გახდნენ მარა ჯამში რამდენი წუთი ათამაშე მოერე ხაზში ეგ ორივე ერთად? მეორეხაზელი არ წაიყვანე მარქაფისთვის კაი არ წაიყვანე. გორგოძე რატომ ერთხელ არ ცადე მეორე ხაზში. ტოპ14 ხშირად უწევს. რომ დამტვრეულიყო მიქაუტაძე ან ნემსაძე ან ორივე ერთად სად მიდიოდი მერე. ისე წურავ ორივეს კიდევ გასაკვირია როგორ დგანან ფეხზე. ფეხზე შეილება დგანან და რაღაცნაირად ამთავრებენ მატჩებს მაგრამ სარგებელი რამდენად მოაქვთ გუნდისთვის?
ნარიაშვილი ფორმაში რომ არაა მთელი საქართველო ხედავს. ამ ფონზე ახალგაზრდა გოგიჩაშვილი უნდა წაგეყვანა და მხეცივით ფორმაში მყოფი კარლენა დაგეტოვებინა? შერკინებაშიც ვერავინ უდგება და ღია თამაშშიც მოკლე დატყმებისას ყველაზე მაგრად კარლენას მიაქვს ბურთი. სულ უპირატესობას აკეთებს კონტაქტში შესვლისას რაც ნარიაშვილს არც არასდროს გამოსდიოდა ეგრე და ტრამვის მერე შერკინაბაშიც ვეღარ არის ისეთი დომინანტი ადრე რომ იყო. ზოგადად ჩვენი მორკინალებიდან კარლენას და მამუკაშვილს მიჰქონდათ ბურთი ყველაზე კარგად. მამუკაშვილიც სამწუხაროდ ვერაფრით გამოირჩა ამ კომპონენტში ამ მსოფლიოზე. მოკლედ მაგრად დაგვაკლდა კარლენა.
ჩილაჩავა საერთოდ სხვა საკითხია რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ქონდა პერიოდი ცოტა ხნის წინ რომ ხშირად იმტვრეოდა და ფორმაში შევლას ვერ ასწრებდა ხოლმე, ახლა კიდევ ფაქტიურად ფორმის პიკზე გავიდა და რად გინდა... წყალში ჩაუყარა ჰეიგმა.
ოთია კიდევ გორგოძის გამო დაიჩაგრა... არადა ამ მესამე ხაზის არევა არ ღირდა. საღინაძე ოთია ბექა უნდა ყოფილიყვნენ ძირითადი და სუთიაშვილს გორგოძეს ლომიძეს თხილაიშვილს დაესვენებინათ. გორგოძე უფრო მეორე ხაზის როტაციაში და იშვიათად მესამე ხაზის
ეეეეეჰ
09 ოქტომბერი 2019 15:48
5
რა გააწყალეთ საქმე მათიაშვილის კრიტიკით. შეცდომები კი ჰქონდა, მაგრამ ასეთი კრიტიკის მასშტაბურ ტალღას ნამდვილად არ იმსახურებს. ჰქონდა კარგი ეპიზოდებიც. არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ამდენი ლაპარაკით ნუ შეაძულებთ კაცს ნაკრებში თამაშს. რა მიდგომაა რა არის, რაგბი კი არა ცხოვრება არ გესმით აქ უმრავლესობას.
ვაჟა
09 ოქტომბერი 2019 17:26
18
თუ ჩემი ძმა ხარ რას მელაპარაკები, რომ როცა ადამიანს ყელში ამოადენ იმდენს აკრიტიკებ ეს ან მოთამაშეს ან ნაკრებს წაადგება? ზომიერებაა საჭირო და ცოტა ტვინის დატანება ეს ლაპარაკი რა შედეგს გამოიღებს. კარგი ხარ სოსოთქო არავინ არ უნდა უთხრას შეცდომების მერე,ცუდათ ითამაშე, მაგრამ მე შენს გვერდით ვარ - ესაა ჩემთვის გულსემატკივრობა
ვაჟა
09 ოქტომბერი 2019 20:28
0
მიდი სოსო, შენ საუკეთესო ხარ - ასე კარგია? მათიაშვილის ბრალი კი არ არის ეს, მწვრთნელის რომ ფორმაში არ მორაგბე ყავს და რეალურად მხოლოდ ხმალაძეა მისი შემცვლელი, რომელიც ასევე მგეზავს ცვლის. შესაბამისად აბჟანდაძის არყოფნაში მათიაშვილი 15-ზე უალტერნატივოდ დარჩა. ავსტრალიასთან ვინც გინდა ის დააყენოს - ფიჯისთან უკვე ვაჩვენეთ "საშვილიშვილო" შედეგი.
???
09 ოქტომბერი 2019 19:42
7
ყველა გამოხმაურება
თუ მათიაშვილს შეცვლიან -შ ა ნ ს ი მოგებისაც კი იარსებებს!
გლახუნა
09 ოქტომბერი 2019 16:53
18
რატო დაადისლაიქეს ეს კომენტარი ვერ მივხვდი. პიროვნულად არავინ არავის ეხება, ეს ერთი. მეორე არის თამაშის ხარისხი და ამ კომპონენტში ვერცერთ თამაშში ვერ ისახელა სოსომ და ხომ შეიძლებოდა როტაცია გაეკეთებინა.
გიორგი
09 ოქტომბერი 2019 17:22
9
ოე რაგბის მცოდნეებო მათიაშვილი რო არ დააყენოს 15-ზე ვი გვყავს აბა?? ჩილაჩავას მიკრო ტრამვა აქვს, გორგოძე დაბერდა მარა ცუცქირიძე ვერ წავიდა ტრამვის გამო, აბჟანდაძე მაგარი ბიჭია მარა ჯერ ფიზიკა არ აქვს მსოფლიოსთვის და ენის ტყაჭუნს მოეშვით ზამენა კი არა ძირითადს ვერ ვავსებთ ყველა ნომერზე - ასე რო რასაც აკეთებენ ბიჭები ეგეც მაგარია
Burdzgla
09 ოქტომბერი 2019 17:40
24
პასუხი გავეცი ამ კაცს და რატომ არ აქვეყნებთ
ratom ar gamoaqveynet
10 ოქტომბერი 2019 14:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული