12 ოქტომბერს "ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავს.

შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ საერთაშორისო კარიერას რამდენიმე ვეტერანი მორაგბე დაასრულებს. მათ შორისაა ლეგენდარული მამუკა გორგოძე, რომელიც თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ ნაკრებს იაპონიაში მიმდინარე უდიდეს სარაგბო ფორუმზე დაეხმარა.

ხვალინდელი თამაში მსოფლიო თასზე მე-15-ეა გორგოძისთვის და ამ მაჩვენებლით ის მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. მსოფლიო რაგბის ლეგენდას "მსოფლიო რაგბი" ესაუბრა და მასთან ინტერვიუ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:

"მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის კამპანიას ავსტრალიასთან მატჩით დაასრულებს, მამუკა გორგოძის საერთაშორისო კარიერაც დასრულდება, თუმცა მისი საკლუბო კარიერა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდება.

ის ნაკრებიდან პირველად 2017 წელს წავიდა, თუმცა გუნდში ტრავმების სიხშირის გამო 2019 წლის მსოფლიო თასზე უხმეს.

მას გუნდთან ერთად სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია, თუმცა თვლის, რომ ტოპ 14-ში სათამაშოდ საჭირო ფორმა იმის გარანტია იყო, რომ იაპონიაში შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაში ჩავიდა:

"ვინც ტოპ 14-ში თამაშობს, ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს და უპრობლემოდ შეუძლია მსოფლიო თასზე თამაში" - ამბობს მამუკა და ძნელია, შეედავო, თუ მის სტატისტიკას გადახედავ. "გორგოძილამ" იაპონიაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში 19 ბოჭვა შეასრულა, 95%-იანი წარმატებით, რაც საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მაჩვენებელია.

ავსტრალიასთან მატჩი მისთვის მე-15 იქნება მსოფლიო თასზე და ამ მაჩვენებლით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. და მაშინ, როდესაც მამუკას საერთაშორისო კარიერა დასასრულს უახლოვდება, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, რას იზამს საკლუბო დონეზე, თუმცა წინდაწინ გაცხადებული ჰქონდა, რომ 2019/20 წლების სეზონი მისთვის ბოლო იქნებოდა "ტულონის" შემადგენლობაში.

"როდესაც ეს განვაცხადე, ტრავმები მაწუხებდა და მორალურადაც ვერ ვიყავი კარგად. თუმცა წელს თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე შარშან და შარშანწინ. თავად არ დავიწყებ კლუბის ძებნას, თუმცა, თუ კარგად ვითამაშებ და რომელიმე კლუბი დამიკავშირდება, მზად ვარ, წინადადება განვიხილო" - აცხადებს გორგოძე, რომელმაც იცის, რომ რაგბის ყოველთვის ვერ ითამაშებს. ის უკვე ფიქრობს კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრებაზე და საფრანგეთში გატარებული წლების შემდეგ (2005 წლიდან) სამშობლოში დაბრუნებაზე:

"უპირველესად, სამშობლოში დაბრუნება მინდა. ალბათ, რამე საქმეს წამოვიწყებ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რაგბიში რაიმე ფორმით დარჩენაზე არ ვფიქრობ".

ის დარწმუნებულია, რომ არ სურს სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ მომავალში რაგბიში რაიმე ფორმით ჩაერთოს:

"თუ საქართველოს და ქართულ სარაგბო ოჯახს დავჭირდები, რა თქმა უნდა, მე მას გვერდით დავუდგები. მაგრამ მე არ მსურს მწვრთნელობა. ყოველთვის შესაძლებელია რაგბიში დარჩე ისეთი ფორმით, რომ უშუალოდ არ იყო მასში ჩართული".

გორგოძეს ჰყავს მოზარდი გოგონა და ორი ბიჭი - 11 და 1 წლის. მან ზუსტად იცის, რომ ახლა ყველაზე მეტი დროის გატარება მათთან უნდა:

"ასევე გვყავს ორი ძაღლი და ბევრი დრო არც მრჩება. მე მიყვარდა ნადირობა, მაგრამ ბოლო დროს ჰუმანური გავხდი და აღარ მსურს ცხოველებზე ნადირობა".

კარიერის განმავლობაში, მისთვის ყველაზე ემოციური მომენტები 2007 წლის მსოფლიო თასი, 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგას დამარცხება და ახალი ზელანდიის ნაკრებთან საუკეთესო მოთამაშედ დასახელება იყო.

იაპონიაში ის ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა გუნდი მოტივირებულია და ავსტრალიასთან ბოლომდე ბრძოლას აპირებს:

"ავსტრალია უდიდესი გუნდია და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს განსაკუთრებული მომენტია. მე მათ პატივს ვცემ და ძალიან მინდა ჩემი შესაძლებლობების გამოცდა ახალგაზრდა კუნთიან ავსტრალიელებთან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Alika
მე მგონია რომ ეს ინტერვიუ არასწორად ითარგმნა ან არასწორად გადმოსცეს მამუკას აზრი,ვინაიდან მამუკა არაა ის პიროვნება რომელიც ყოყოჩობდეს თავის ვარსკვლავივით და სახელით,ანუ ასეთ რამეს არ იტყოდა
ანდრი
ვოვა მარტო სარკეში იყურება.
ზკ
ვოვა რაგბს აღარ უყურო
დათო
ვოვას... სად ნახე კარიერის მანძილზე გორგოძე ჰაერში აგდებული? მხოლოდ პირიქით თუ იყო. და კაცს ვის წინააღმდეგ არ უთამაშია. ელემენტალურად წინა მსოფლიოზე ზელანდიასთან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუ არ იცი რას აკეთებ კომენტარებს, რა აუცილებელია?
papai
ვერ მივხვდი რა იყო ამ კომენტარში საქილიკო... ავსტრალიელებიც ერთბაშად არ დაიბოღმონ
გია
ვოვა დაწერე რუსულად ნუ წვალობ.
გია
რაგბის ფედერაციას უნდა ჩაუდგეს სათავეში.
იდალგო
12-ში უკვე ტაიფუნს ელიან
იდალგო
ეს არის ტიპიური "პარაჟენცული" მენტალიტეტის გამომხატველი კომენტარია, რომ- "80 წუთი ისე არ ააგდონ ჰაერში რომ სიარული დაავიწყდეს"...
ვოვა
ჩემი გორგოძესადმი ღრმა პატივისცემის გამო მინდა ვურჩიო რომ ნუ აწერინებს ჟურნალისტებს ამდაგვარ სტატიებს! არ უთარგმნოს ვინმემ ავსტრალიელ ახალგაზრდებს და 80 წუთი ისე არ ააგდონ ჰაერში რომ სიარული დაავიწყდეს :) არ არის ეს არაფრის მომცემი სტატიები საჭირო
ექსპერტი
ავტორო! 12-ში არა 11-ში გამართავენ...
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო