მსოფლიოს თასზე ავსტრალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა:

"ავსტრალია ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. მათი შემადგენლობა ძლიერ ჰგავს უელსთან ნათამაშებ შემადგენლობას. კარგად გვესმის, რამდენად რთული სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ეს მსოფლიო თასია და ვეცდებით, შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვანახოთ და ამაყად უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მათ საკუთარი შერკინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ახლა ისინი უფრო ერთიანნი არიან და უფრო ძლიერად აწვებიან, ვიდრე უწინ. ჩვენ მსოფლიოში ცნობილნი ვართ, როგორც გუნდი, რომელსაც უყვარს შერკინებით თამაში და ეს მატჩში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. თამაშში შეიძლება უამრავი შერკინება, დერეფანი, ბოჭვა და რაქი იყოს, მაგრამ თამაში მხოლოდ ერთი კომპონენტისგან არ შედგება. უფრო მნიშვნელოვანია, რა მოხდება მთელი მატჩის მსვლელობის დროს და არა მხოლოდ შერკინებებში.

ჩვენ გვიცნობენ, როგორც დაცვაში მებრძოლ გუნდს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაც მუდამ სამშობლოს დაცვა იყო და ამიტომ, ეს ასპექტი ხშირად გადმოდის მოედანზე. ვფიქრობ, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ და ახლა უფრო კარგად გამოგვდის ბურთის გაშლა. მსგავსი ეპიზოდი რამდენჯერმე გვქონდა ურუგვაისთან მატჩში. ამ ასპექტის გაუმჯობესება და გამოყენება გვინდა და მის გამოყენებას ხვალინდელ თამაშშიც ვეცდებით.

მთლიანობაში, 2015 წელს მიღწეულიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. ეს ბუნებრივია, იმაზე მეტის გაკეთება გვინდოდა, ვიდრე 2015-ში მოვახერხეთ. ასეთ ტურნირებზე ყოველთვის უნდა გქონდეს მიზნები, რეალისტური მიზნები, რათა ყველა იყოს მოტივირებული. მთლიანობაში, ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვგეგმავდით, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2015 წლის მსოფლიო თასთან შედარებით მეტი ლელოები გავიტანეთ და უკეთ ვითამაშეთ დაცვაში.

უკვე ვთქვი, რომ ადრე თუ გვიან წასვლის დრო მოვიდოდა. ეს იყო შესანიშნავი 8 წელიწადი ამ გუნდთან და მოთამაშეებთან. მთავარი ისაა, რომ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და არა ის, რომ ხვალ ჩემი და რამდენიმე მორაგბის ბოლო მატჩია ნაკრებში. ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რათა გავიღოთ ყველაფერი და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცადოთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Nacnobi
მოკლედ ამ კომენტარების გადამკიდე ასე ჩანს რომ საქართველოში ყველამ ყველაფერი ვიცით, მინიმუმ ყველა პრეზიდენტები და მინისტრები ვართ და რაგბის მწრვნელობა რა მოსატანია. გირჩევთ რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვაცადოთ სხვებს საქმის კეთება.
ვოვა
შეეცდებით? რა იყო მომრერლები ხომ არ ხართ?! კი არ ინდა შეეცადო უნდა გააკეთო და დიდი ხნის წინ უნდა გესწავლებინა როგორ უნდა ეკეთებინათ!! უშენოდაც "ცდილობდნენ"
Best
ბატონო მილტონ ერთი კარგი ქართული მულტფილმია მძლეთამძლე ცუდი არ იქნება უყურო !!!!! ვის უნდა გაუშალო ??? :) თქვენი შეფასებებიდან ჩანს ბატონო მილტონ რეალობას ხართ მოწყვეტილი !!!!!
me
მარიხუანას ლეგალიზების შედეგია :)

აი ეხლა უკვე მართლა მარაზმში გადავიდა ეს კაცი. ამ ჩემპიონატზე უკეთესად როგორ გამოვიყყრებოდით, როცა შეტევის ნატამალიც არ იგრძნობოდა ჩვენს თამაშში. რამდენი გავუშვით იმას აღარ უყურებს? გაშვებაცაა და გაშვება - ასეთი მორღვეული ჩვენი დაცვა როდის გახსოვთ?არც შერკინებაში გვქონდა უპირატესობა ვინმესთან ურუგვაის გარდა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში