"ბორჯღალოსნების" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?! - ვინ არის სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი, 59 წლის სვის დე ბრუინი განიხილება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ "ლელოსთან" დაადასტურა.

მისი თქმით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი მაისიდან საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება, სადაც ოფიციალურად კანდიდატურა ჯერჯერობით მხოლოდ გოჩა სვანიძემ წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებენ ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

რაც შეეხება სვის დე ბრუინს, მან სამწვრთნელო კარიერა "შარკის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი
"ვაილდბისთზის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შემდეგ ის "გრიქვაზს" წვრთნიდა.

2001 წელს დე ბრუინმა სამხრეთ აფრიკის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, 2004 წლიდან კი ისევ "შარქსში" დაბრუნდა, სადაც დაახლოებით 8 წელი გაატარა.

ამის შემდეგ მან "გოლდენ ლაიონსი" ჩაიბარა და პარალელურად, "ზე რაგბიში" მოთამაშე "ლაიონსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2016 წელს "ლაიონსი" "ზე რაგბის" ფინალში დამარცხდა, 2017-ში კი ამავე ტურნირის ფინალში "ქრუსეიდერზთან" წააგეს. 2018 წლიდან კი დე ბრუინი "ლაიონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა "ზე რაგბის" ფინალში კვლავ "ქრუსეიდერზთან" დამარცხდა.

2019 წლის 18 ოქტომბრიდან დე ბრუინმა სამხრეთაფრიკულ "კინგზში" დაიწყო მუშაობა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კონსულტანტადაც დასაქმდა, თუმცა პირადი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ქუთაისელებს და ბათუმელებს, ასევე ამ ქალაქების ფანკლუბებს, კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს! ამიტომ ზოგიერთი მოდემაგოგო თავიანთ ნიკებს ამოფარებული ელემენტები ნუ ცდილობთ დაძაბულობა შეიტანოთ ორ ერთმანეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქალაქს შორის! არ გამოგივათ!
ქართულ რაგბს წარმატებას ვუსურვებთ! რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში!
ჩვენ ვართ ტორპედო
15 იანვარი 2020 13:18
4
ამ კანდიდადურიც განხილვაც კი ზედმეტად მიმაჩნია.მცოფლიო ჩემპიონატი 5 თვი წინ დამთავრდა და .... ,,გრანდებიდან''ერთი რიგიანი მწვრთნელი ვერავინ როგორ ვერ ამოირჩიე ამხ.გოჩა?
გიორგი ჯანიკაშვილი
15 იანვარი 2020 13:14
21
გრანდების მწვრთნელი ვინ?) ჰანსენი, ჯონსი, ერასმური, გეტლანდი?)))

თუ არ ერკვევით რაგბიში, მცოდნე საზოგადოებაში მაინც გაიკითხეთ ვინ არის დე ბრუინი
Supporter
15 იანვარი 2020 15:38
1
კაით რა ეხლა მარტლა რა ამას მაისაშვილი ჯობია ეს ტიპი ჩვენს ნაკრებს ვერც ვერაფერს შემატებს და პირიქით შეიძლება მოხდეს არა და არა.
zurabi
15 იანვარი 2020 12:38
20
ქუთაისელებს ყველა მწვრთნელი ჩხეტიანი როგორ გგონიათ? ცოტა ხანში ნახავთ ეგ თქვენი ჩხეტიანი რა მწვრთნელიც არი
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
15 იანვარი 2020 12:33
14
თუ ავირჩევთ?!! გვავერბოვკებ შე ოჯახაშენებულო?!.. თუ ქართულ საქმეს აკეთებ, მანამდე წარგედგინა საზოგადოებისთვის ანდა წინასწარი კონტრაქტი გაგეფორმებინა. რომ არ აგირჩიონ სარი გვითხრია ხო?!...)) მართლა ვერ ვხდები "თუ ამირჩევთ" სხვა რას ნიშნავს?!!
გურია
15 იანვარი 2020 12:30
4
სარის ლობიო (უფხო)
იდალგო
15 იანვარი 2020 17:29
0
საეჭვოდ იყურება ) მეტი ვერავინ ნახეს ? ასისტენტად ბოლოს ერთი წელი მთავარად და გამოუშვეს ?
dato
15 იანვარი 2020 11:05
6
გამხდარი ჩხეტიანია... :-))))
buba
15 იანვარი 2020 10:58
1
ვფიქრობ უსუსტესი განზრახვაა.
გიზოგ
15 იანვარი 2020 10:53
7
ჩხეტიანს არ ჰგავს??... :-))))
buba
15 იანვარი 2020 10:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული