სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი: 2020 წელს ჩვენთან ქართველების ხილვის შესაძლებლობა ბევრჯერ მოგვეცემა

AutoSharing Option
ცნობილმა სამხრეთაფრიკელმა მედიასპეციალისტმა და ციფრულმა მარკეტოლოგმა ჯეი ბოეთემ საკუთარ ვებგვერდზე, jayjbotes.com-ზე ქართული რაგბის მომავალი გეგმების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის თარგმანი საკუთარ საიტზე rugby.ge-მ დადო.

გთავაზობთ რაგბის კავშირიდან წამოღებულ მასალას:

საქართველოში რაგბი იმ დონეზე უყვართ და ისე უჭერენ მხარს, რომ მსგავს რამეს სხვა ქვეყნებში ძნელად თუ წააწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაგბი მეორე სპორტად შეიძლება ჩაითვალოს, სიყვარულით ის ყველაზე მეტად უყვართ ქვეყანაში.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გეგმავს, რომ 2023 წლისთვის მთელი მსოფლიოს ყურადღება მოიპყროს.

2023 წლის მსოფლიო თასის კამპანიისთვის ქართული
რაგბის მიზანს მოთამაშეების სიღრმეების შექმნა წარმოადგენს, რომლის განხორციელებაც საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ გამოცდილი სამწვრთნელო და ტალანტის მენეჯმენტის შტაბის დანიშვნით გეგმავს ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობით, რომლის ვინაობაც 2020 წლის თებერვალში გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი მამოძრავებელი მექანიზმი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის თიერ 1 რაგბის დაგემოვნება, რომელიც ლეგენდარულ ქარის თასზე მათი ჩართვით გახდება შესაძლებელი. ეს ტურნირი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონ "სპრინბოქსისთვის" ტალანტების ინკუბატორია.

სვანიძემ დაადასტურა, რომ მასსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტს, მარკ ალექსანდერს შორის შეთანხმება 2019 წლის ბოლოს გაფორმდა, რომელიც ამ პრესტიჟული ტურნირის პირველ დივიზიონში ქართული ფრანჩიზის ჩართვას ითვალისწინებს.

"ამ მომენტისთვის ჩვენ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირისგან 2020 წლის შეჯიბრების კალენდრის საბოლოო ვარიანტს ველოდებით, რომელიც ჩრდილო და სამხრეთ რეგიონალური კონფერენციების სისტემით გაიმართება", - განაცხადა სვანიძემ.

2020 წელს ბევრჯერ მოგვეცემა ქართველების ხილვის შესაძლებლობა სამხრეთ აფრიკაში - ქარის თასის მსვლელობისას ქართული ფრანჩაიზი იოჰანესბურგში (პრეტორია) დაიდებს ბინას, ხოლო ივლისში ეროვნული ნაკრები "ბლუ ბულზს", სამხრეთ აფრიკის "ა" და ეროვნულ ნაკრებებს ეთამაშება.

3 ივლისი: "ბლუ ბულზი" - საქართველო (დასადასტურებელია)
11 ივლისი: სამხრეთი აფრიკა "ა" - საქართველო
18 ივლისი: "სპრინგბოქსი" - "ბორჯღალოსნები"

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული