რაგბი ევროპა: რუმინეთს საქართველოში ინგლისელი მწვრთნელი მოუძღვის

AutoSharing Option
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს "ბორჯღალოსნები" სამ დღეში, 1-ელ თებერვალს, 18 საათზე გამართავს. ჩვენი გუნდი ტიტულის დაცვას ტრადიციულ მეტოქე რუმინეთთან, "დინამო არენაზე" იწყებს.

"ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე სამშაბათიდან სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

რაც შეეხება მეტოქეს, ის მომავალ თამაშს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. "სტეჟარის" მთავარ მწვრთნელად გამოცდილი ენდი რობინსონი დაინიშნა. 55 წლის ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა; ასევე, წვრთნიდა ინგლისულ "ბათს" და "ბრისტოლს", შოტლანდიურ "ედინბურგს" და შოტლანდიის "ა" ნაკრებს. რუმინეთის ნაკრებში
ენდის ასისტენტია ლაშა თავართქილაძე, რომელიც "სტეჟარის" შერკინებას უკვე ერთი წელია ავარჯიშებს.

რობინსონმა გუნდი შეკრებაზე თითქმის სამი კვირის წინ შეიყვანა, 22 იანვრიდან კი მზადებას საქართველოში, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე განაგრძობს. გაფართოებულ, 33-კაციან შემადგენლობაში ოთხი ლეგიონერია – სამი საფრანგეთიდან და ერთი პრო 14-ის იტალიურ კლუბ "ზებრედან".

გამოძახებულნი იყვნენ, მაგრამ დაშავდნენ და თბილისში ვერ ითამაშებენ მარიუს ანტონესკუ, იონელ ბადიუ და ალექსანდრუ გორდასი, ხოლო მიხაი მაკოვეი ნაკრებს პირადი პრობლემების გამო დააკლდება.

მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ენდი რობინსონი ამბობს:

"საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მასთან მძიმე შეხვედრა გველის. კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ ერთიანები და დაუღალავად ვიშრომოთ. ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას რთულ სიტუაციებში იძენს. უნდა მოვახდინოთ იმ უნარების რეალიზება, რომლებზეც ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყურადღება უნდა მივაქციოთ დისციპლინას და დავტკბეთ იმ შესანიშნავი გამოცდილებით, რასაც საქართველოსთან თბილისში თამაში ჰქვია".

1998 წლიდან დღემდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ერთმანეთში 23-ჯერ უთამაშიათ (10 შინ, 11 სტუმრად და 2 ნეიტრალურ მოედანზე). "ბორჯღალოსნებმა" მოიგო 13 შეხვედრა და ერთი ფრედ დაასრულა. 2002 წლიდან დღემდე, ჩვენსა და "სტეჟარს" ("მუხები") შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი (მსოფლიო თასს მიღმა), რომელიც ჩვენს გუნდს 12-ჯერ აქვს მოპოვებული.

რუმინეთის ნაკრები

ბურჯები: იულიან ჰარტიგი (ბაია მარე), კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ჰორაციუ პუნგეა (ტიმიშოარა-სარასენსი), კოზმინ მანოლე (დინამო), ალექსანდრუ თარუსი (ზებრე, იტალია)

კვაჭები: ოვიდიუ კოჟოკარუ (ბაია მარე), ეუგენ კაპატანა (ტიმიშოარა-სარასენსი), ტუდორ ბუტნარიუ (სტიაუა);

მეორე ხაზი: იონუტ მურესანი (ტიმიშოარა-სარასენსი), იოჰან ვან ჰერდენი (დინამო), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა-სარასენსი), ადრიან მოტო (აჟენი, საფრანგეთი);

მესამე ხაზი: კრისტი ჩირიკა (ბაია მარე), ვლად ნეკულაუ (ტიმიშოარა-სარასენსი), დრაგოს სერ (სტიაუა), ადრიან იონ (ტომიტანი), კამილ სობოტა (ტომიტანი)

9: გაბრიელ რუპანუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)

10: ტუდორ ბოლდორი (სტიაუა), დანიელ პლაი (სტიაუა)

11-14: რობერტ ნეაგუ (სტიაუა), მარიუს სიმიონესკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ნიკოლას ონუტუ (ვიენი, საფრანგეთი), იონუც დუმიტრუ (სტიაუა)

ცენტრები: ვლადუ პოპა (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ალექსანდრუ ბურკეა (ბაია მარე), ტეილორ გონტინეაკი (კლერმონი, საფრანგეთი)

15: პაულ პოპოაია (ბაია მარე), იონელ მელინტე (ტიმიშოარა-სარასენსი)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვთვლი, რომ ყურადღების მოდუნების უფლება გვაქვს, მაგრამ ამ Შემადგენლობიდან მხოლოდ ვლაიკუ, სურუჯუ და ფერკუ არიან ვეტერანები. დანარჩენი ყველა ახალბედაა. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი შემადგენლობა გამოცდილებით ბევრად აღემატება მათ და ულაპარაკოდ უნდა დავამარცხოთ.
: )))))))
22:40 30-01-2020
0
ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება რომ გავიმარჯვოთ.თამაშს გამარჯვების დიდი იმედით ,მაგრამ პესიმისტური პროგნიზით ველოდები...
კახი
10:42 30-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული