"ბორჯღალოსნები": რუმინეთთან შემტევი რაგბი უნდა ვაჩვენოთ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები გულშემატკივრებს ჰპირდებიან, რომ პირველ თებერვალს ლაღ და შემტევ რაგბის იხილავენ.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, 18:00 საათზე, რუმინეთს "დინამო არენაზე" ვმასპინძლობთ. ტრადიციულად, შეხვედრამდე ორი დღით ადრე გუნდმა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

ლევან მაისაშვილი: "ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ილუზია იმისა, რომ მოკლე პერიოდში რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა, არავის გვქონდა. ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, რომ ვაჩვენოთ აგრესიული და
შემტევი რაგბი. განვლილი მსოფლიო თასის შემდეგ ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ვეცდებით, გულშემატკივარს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. როგორც წესი, პირველ მატჩს ყოველთვის ახლავს ტექნიკური წუნი და ვცდილობთ, შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველას აქვს შეგრძნება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე იაპონიაში გამოჩნდა და ამის დამტკიცებას ვეცდებით. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფავორიტს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშება, თუმცა ეს ჩვენთვის გამოწვევაა".

შალვა მამუკაშვილი: "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაცნობი მეტოქეები გვყავს, თუმცა რუმინეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მისგან გარკვეულ სიახლეებს ველოდებით. ჩვენი მიზანია, კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ. ვეცდებით, ვაჩვენოთ შემტევი, სანახაობრივი თამაში, რასაც დიდი ხანია ჩვენგან გულშემატკივარი ელის".

დავით კაჭარავა: "საფრანგეთის 3-დღიანი შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოკლე პერიოდში მატჩისთვის სრულფასოვანი მომზადება ძალიან რთულია. მსოფლიო თასის შემდეგ პირველ შეხვედრას ვატარებთ, თანაც თბილისში, "დინამო არენაზე" და ვფიქრობ, მაყურებელი მრავლად მოვა. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რათა საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ".

გელა აფრასიძე: "საფრანგეთში სამდღიანი შეკრება გვქონდა, სადაც ჩვენი სისტემების დახვეწაზე ვიმუშავეთ. მსოფლიო თასის შემდეგ ყველას მეტის მოლოდინი გვაქვს და ვეცდებით, შაბათს გულშემატკივარს სტრესი მოვუხსნათ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ბიჭებს,ისევ მრავალჯერ გაახარეთ და აამაყეთ ერი თქვენი წარმატებებით (!) მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ,მილტონმა რა დონეზე აიყვანა ქართული რაგბი,როგორ პატივს გვცემდა,რა წარმატებები მოგვიტანა ,მისთვის ბოლო-ბოლო საქართველოში ცხოვრობდა...და როგორ უპატივცემულოთ გაუშვით?! რა ეძახეთ... იმ ,,წერილში,, ჟვანიას არ წაყვანის მერე (მეც გავბრაზდი- ჟვანიას და ასეიშვილის არ წაყვანით, მაგრამ...) რომ მიწერეთ ?! დიახ- შეცდომა დაუშვა,მაგრამ-ასეთი ზიზღი და სიძულვილი როგორ მიაყოლეთ-გაატანეთ?!...ზოგადად,ცხოვრების დაუწერელი წესია-როგორ პატივს სცემს სხვას,იმ ხარისხის პატივისცემას მიიღებ სხვისგან...იმას ვშიშობ - დასავლურმა რაგბის სამყარომ საერთოდ უარი არ თქვას საქართველოსთან ყოველმხრივ,ეს იქნება ორგანიზაციული, გარკვეული ფინანსური,რაგბის განვითარებისათვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით...მხარდაჭერაზე - ზოგადად თანადგომაზე (,,6 ერს,, რომ ჯერ- ჯერობით ა რ ვიმსახურებთ - მასზე გაბრაზება და დაბოღმა-როგორ შეიძლება ?!-ბოლო-ბოლო რა ხარისხის,რა ფინანსების, რა ორგანიზაციის, რა დასწრების - ხარისხის (თუნდაც სახელმწიფოს რთული- აუტანელი ეკონომიკური - მდგომარეობის გამო) - შიდა ჩემპიონატი გვაქვს ?!- ნაკრები რომ არსებულ შედეგებს აჩვენებს - ეს მხოლოდ დასავლეთის და კერძოდ - საფრანგეთის უდიდესი მხარდაჭერის შედეგია და ასე როდემდე - ანუ საფრანგეთი გვიმზადებს მაღალი ხარისხის რაგბისტებს და ეს როდემდე?!)) - ლოგიკით - ამ ხალხს გინდ კარგი გაუკეთე,გინდ...ბოლოს მაინც არა- ადეკვატური დარჩებიან და სიძულვილს მოგაწევენ-ო და... ვშიშობ -ისევ რუსეთი-რუმინეთის დონეზე არ ჩამოვიდეთ, მაინც ყელში აქვს გაჩხერილი იმ მუდამ ავადმყოფ- ბოღმით სავსე რუსეთს-ქართული რაგბი,ისევე როგორც ქართული- საქართველოს სახელმწიფო და რას აღარ გააკეთებენ- აკეთებენ დისკრედიტირება-დაკნინება - დაუსუსურებისათვის... მხოლოდ - მოყვარეს პირში უძრახე -ლოგიკით,თორემ თავს შევიკავებდი (!)
გლახუნა
12:33 31-01-2020
2
გულშემატკივრებს გვჯერა თქვენი!
გუჯა კახაძე
11:34 31-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული