ლევან მაისაშვილი: პირველი ტაიმის ბოლოსაც შეგვეძლო ამ გუნდთან 10-15 ქულით მოგვეგო

AutoSharing Option
დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა (41:13). ნამაჩევს პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"პირველი ტაიმისა და მეორე ტაიმის შედარებას თუ გავაკეთებთ, აბსოლუტურად ლოგიკური თამაში იყო. შეთამაშება ნაკლები იყო და ამიტომ ახლდა ტექნიკური წუნი. მთელი გუნდი მშვიდად იყო, ეს გამარჯვება აბსოლუტურად ლოგიკური იყო.

იყო საკვანძო მომენტი, როცა გუნდის გარდატეხა მოხდა. ჩვენ პირველი ტაიმის ბოლოსაც შეგვეძლო ამ გუნდთან 10-15 ქულით მოგვეგო, მაგრამ ისეთი მატჩი ვერ იქნებოდა, როგორიც მივიღეთ. ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ვიცით, როგორც ვაკეთებთ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

თუ დღეს პირველ ტაიმში სასურველი შედეგი არ იყო, ეს იქნება ხვალ და ზეგ.

წნეხია ჩვენი შეცდომები, წნეხია გარემო, წნეხია მსაჯი და მაყურებელიც, რომელიც ითხოვს შედეგს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ და შედეგი ვაჩვენოთ. გაწევ-გამოწევამ ჩვენთვის უკეთესი შედეგი მოიტანა, რადგან მოცემულ მომენტში ბიჭებმა ერთმანეთთან დაილაპარაკეს და პროვოკაციის გარეშე, თავდაჯერებულად ათამაშდნენ.

კვესელაძის ტრავმაზე ხვალ გვეცოდინება, რაც შეეხება გიორგაძეს, სამშაბათს გვეცოდინება შეძლებს თუ არა ესპანეთთან თამაშს, იქეთა კვირას გაირკვევა ეს ამბავი.

ვერ ვიტყვი, რომ ხელით თამაში გამო პრობლემა შეგვექმნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მინიმუმ 4 ქულა მოვიპოვოთ. შეიძლება ასეთი მატჩი ვერ ვითამაშოთ, მაგრამ მთავარია, შედეგი მივიღოთ".


მკითხველის კომენტარები / 8 /
ესპანეთში გამოჩნდება სინამდვილე უკეთესად. რუმინეთი ახლა აწყობილია ახალი მწვრთელის მიერ და ზუსტად ვერ შეფასდება რა გუნდია. ესპანეთიც არ წყვეტს ვარსკვლავებს, მაგრამ იბრძვიან და ეხერხებათ.

იქ გამოჩნდება - რაც არის გამოსაჩენი.
"აბანოში გამოჩნდება"
02:48 03-02-2020
1
ATP da romeli axalgazrdulis mcvrtneli ggonia ro iko maisashvili?
giorgiT
03:12 02-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული