ლევან მაისაშვილი: პირველი ტაიმის ბოლოსაც შეგვეძლო ამ გუნდთან 10-15 ქულით მოგვეგო

AutoSharing Option
დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა (41:13). ნამაჩევს პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"პირველი ტაიმისა და მეორე ტაიმის შედარებას თუ გავაკეთებთ, აბსოლუტურად ლოგიკური თამაში იყო. შეთამაშება ნაკლები იყო და ამიტომ ახლდა ტექნიკური წუნი. მთელი გუნდი მშვიდად იყო, ეს გამარჯვება აბსოლუტურად ლოგიკური იყო.

იყო საკვანძო მომენტი, როცა გუნდის გარდატეხა მოხდა. ჩვენ პირველი ტაიმის ბოლოსაც შეგვეძლო ამ გუნდთან 10-15 ქულით მოგვეგო, მაგრამ ისეთი მატჩი ვერ იქნებოდა, როგორიც მივიღეთ. ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ვიცით, როგორც ვაკეთებთ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

თუ დღეს პირველ ტაიმში სასურველი შედეგი არ იყო, ეს იქნება ხვალ და ზეგ.

წნეხია ჩვენი შეცდომები, წნეხია გარემო, წნეხია მსაჯი და მაყურებელიც, რომელიც ითხოვს შედეგს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ და შედეგი ვაჩვენოთ. გაწევ-გამოწევამ ჩვენთვის უკეთესი შედეგი მოიტანა, რადგან მოცემულ მომენტში ბიჭებმა ერთმანეთთან დაილაპარაკეს და პროვოკაციის გარეშე, თავდაჯერებულად ათამაშდნენ.

კვესელაძის ტრავმაზე ხვალ გვეცოდინება, რაც შეეხება გიორგაძეს, სამშაბათს გვეცოდინება შეძლებს თუ არა ესპანეთთან თამაშს, იქეთა კვირას გაირკვევა ეს ამბავი.

ვერ ვიტყვი, რომ ხელით თამაში გამო პრობლემა შეგვექმნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მინიმუმ 4 ქულა მოვიპოვოთ. შეიძლება ასეთი მატჩი ვერ ვითამაშოთ, მაგრამ მთავარია, შედეგი მივიღოთ".


მკითხველის კომენტარები / 8 /
შეიძლება ჩემი აზრი საერთოდ არაფერს ნიშნავს , თუმცა მგონია რომ , ლევანმა დაიმსახურა ახალგაზრდულშიც და დღევალდელი თამაშის მერეც , რომ ნდობა გამოვუცხადოთ არჩევნების მერეც , ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი . ყველაზე მთავარი არის ის რომ , გუნდი მიდის თაობათა ცვლა და ის ახალგაზრდები მოდიან , ვინც მის ხელში გაიარეს და დიდი რაგბის კარები შეაღეს . დღესაც , ყველამ თავდაჯერებულად ითამაშა , თამაშის ტემპს და ხასიათს ცვლიან ეგ ბიჭები . თუნდაც , ეს ერთალიგის გათამაშება , ვაცალოთ და მივცეთ შანსი , უცხოელი გამცდილი მწვრთნელი კარგია , მაგრამ , როდემდე , ჩვენც ხომ უნდა განვითარდეთ ? ყველა შემთხვევაში წარმატებები ნაკრებს და ლევანს . მადლობა დღევანდელი დღისთვის .
ATP 16?
00:35 02-02-2020
11
ცოტა ვინერვიულე,მაგრამ აბა ისე რა აზრი აქვს,სისწრაფეში მომატებული გვაქვს,რავიცი მგონი ასე სწრაფად არ ვთამაშობდით,შეცვლებიც კარგი გამოვიდა,მოკლედ გილოცავთ გამარჯვებას.
გოჩა
22:55 01-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული