"ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში 41:13 მოგების შემდეგ "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში "ბორჯღალოსნები" მე-13 ადგილზე დაწინაურდა.

რადგან სხვაობა 15 ქულაზე მეტი იყო, ჩვენმა გუნდმა 0,36 სარეიტინგო ქულა მიიღო, რითაც ჯამში 71,63 ქულა მოაგროვა, ტონგა უკან მოიტოვა და ერთი საფეხურით წინ წაიწია.

საქართველოს ნაკრები 0,41 ქულით ჩამორჩება იტალიას, ხოლო მე-14 ადგილზე მყოფ ტონგას 0,19 ქულით უსწრებს. "ბორჯღალოსნები" 9 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, მე-12 ადგილზე დაბრუნების შანსი ექნება, რომელ ადგილსაც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.

შეგახსენებთ, მსოფლიო რეიტინგში
"ბორჯღალოსნების" საუკეთესო მაჩვენებელი მე-11 პოზიციაა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული