საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10

ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.


ესპანელებმა  5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.

მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.

22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.


27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.


მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.


მკითხველის კომენტარები / 40 /
რაგბში ნაკრებს პროგრესი არ ეტყობა ესეთი Შთაბეჭდილება დამრჩა მსოფლიოდან მოყოლებული. დღეს Შერჯინებაშიდაც ვერ ვაჯობეთ ესპანელებს. მემგონი განგაშის ზარია Შემოსაკვრელი
gg
09 თებერვალი 2020 18:25
21
მეგობარო დარწმუნებული ხარ რომ თამაშსა უყურე?))))
Giirgi
09 თებერვალი 2020 19:56
3
Es lobjanidze meore benzemaa? 100 tamashi ro chaataros da yvela cudat mainc kargi bichia da magaze kargi ar gvyavs xo? Arc tvini uchris ver martavs tamashs arc dzalismier ortabrdzolebshi iklavs tavs didad da arc haershia kargi arc siscrafe uvarga da vin yavs aseti vis gamo tamashebt is mainc tqvit!!!!! Jvania daicunet da ki dainaxet shecvlaze shemosulma morkinalebma dzvra ver uqna espanelebs. Gaaxilet tvalebi gaaaxilet sanam dzalit dagaqachinet eg dabnelebuli tvalebi!!!!
Roma
09 თებერვალი 2020 18:10
18
მეორე ტაიმი 2 არეული გუნდის თამაში და ძალიან დაბალი კლასი იყო. აშკარად დაგვიანებული და შემდგომ უცნაური შეცვლები, ქაოტური თამაში რამაც ტრავმების მეტი არაფერი მოგვცა. 23:5-ზე ცოტა მშვიდი და გააზრებული შეტევების წარმართვა გვმართებდა. პირველი ტაიმი კარგი იყო (მიუხედავად ეპიზოდებისა, როდესაც გარკვეული პერიოდი დაცვაში ვიდექით დიდი ხნით), ხელით თამაში და მოძრაობაც ბევრი გვაქვს რაც ნამდვილად პოზიტივია, მაგრამ მეორე ტაიმმა ბევრი მინუსიც წარმოაჩინა. თან ეს ესპანეთი იყო და არა ტონგა ან ფიჯი. საბოლოოდ მაინც ყოჩაღ ბიჭებს ! ახალი თაობა აშკარად დიდი პოტენციალია და მწვრთნელების სამუშაოა ახლა მნიშვნელოვანი.
პ.ს. 15 ნომერზე ვინმე როგორ არ იკვეთება, რომ მხოლოდ ხმალაძის იმედად არ ვიყოთ 2 პოზიციაზე, მათიაშვილი ძალიან ამოვარდნილია და ასეთ ფორმაში მყოფი უკანახაზელი მთელი გუნდის თამაშზე აისახება.
???
09 თებერვალი 2020 17:54
1
გაორებული გრძნობა დამრჩა, რამდენადაც კარგი პირველი ტაიმი იყო იმდენად საშინელი იყო მეორე ტაიმი. მომეჩვენა რომ ფიზიკურად გადაღლილები იყვნენ.საინტერესოა მწვრთნელების აზრი ამის თაობაზე.
irakli81
09 თებერვალი 2020 17:52
1
გილოცავთ გამარჯვებას... მაგრამ ძალიან გთხოვთ ასეთი დაცვითი თამაში აღარ გვაჩვენოთ... ამ დონის ჩემპიონატზე მაინც...წარმატებები!
dima
09 თებერვალი 2020 17:50
1
მეორე ტაიმში რომ ქულას ვერ აიღებ ამას რა ქვია?! ამიხსენით ვინმემ
დათო
09 თებერვალი 2020 17:47
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული