საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10

ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.


ესპანელებმა  5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.

მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.

22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.


27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.


მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.


მკითხველის კომენტარები / 40 /
რუმინეთთან თამაშის შემდეგ,ხმა არ ამოვიღე,ვიფიქრე ემთხვევითობაა მეთქი,მაგრამ ახლაც გამეორდა და ამიტომ ხაზს გავუსვამ.რუმინეთთან მირიან მოდებაძემ შესანიშნავი ლელო დადო და თითქოს ქება დად დიდება,მაგრამ ჩათვლის მოედანზე შესულს,ხელს არავინ უშლიდა და შეეძლო ბურთი ძელებს შორის დაემიწებინა,მაგრამ ისკუპა და იქვე დაამიწა,სადაც შევიდა.დღეს იგივე ,შესანიშნავი გარღვევის შემდეგ,ასევევ მოიქცა შალვა მამუკაშვილიც.ისიც შევიდა თუ არა ჩათვლის მოედანზე,იქვე დაამიწა ბურთი.არადა მასაც თავისუფლად შეეძლო გარდასახვისათვის საჭირო კუთხის გაუმჯობესება.ორივე შემთხვევაში ამ ბოლო ხანებში დარტყმა გაფუჭებულმა აბჟანდაძემ გარდასახვები,ვერ გამოიყენა.კი ბატონო მოვიგეთ,მაგრამ შესაძლო ქულების ასე განიავება,როდისმე ძალიან ცუდ სამსახურს გაგვიწევს.ისედაც რატომ არ უნდა გაეკეთებინათ ეს?ძელებს შორის ლელოს ხომ, სულ სხვა ეშხი აქვს.რაც შეეხება ამ თამაშს,მშვენიერი პირველი ტაიმის შემდეგ,უქულოდ მეორე ტაიმის ჩატარება,აქტივში ნამდვილად ვერ ჩაითვლება.ვერ ვიტყვით რომ ესპანელებმა მეორე ტაიმში ძალიან მოუმატეს,ჩვენ მოვაკელით ცეცხლი.შერკინებამ კი, მეორე ტაიმში, ძალიან ცუდ გუნებაზე დამაყენა.ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას,მაგრამ გაცილებით უკეთეს თამაშს ველი მათგან.რომ შეუძლიათ,ეს პირველმა ტაიმმაც გვიჩვენა.წარუმატებელი მსოფლიო თასის შემდეგ,მათ უნდა აღიდგინონ პრესტიჟი და ეს,ყოველ თამაშში და 80 წუთის განმავლობაში უნდა დაამტკიცონ.აბჟანდაძე რომ ტალანტია,უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია,მაგრამ დარტყმების ამდენი გაფუჭება გინდა გარდასახვების და განსაკუთრებით ჯარიმების აუტში გადაგდების დროს,უკვე ძალიან ცუდ ტენდენციად იქცა,მათიაშვილიც აჩრდილსღა ჰგავს ტრავმის შემდეგ.ასე რომ დამრტყმელის პოზიცია,პრობლემურად გვექცევა თანდათან.ვარჯიშებზე ზურაბ ჟვანიას დარტყმული ჯარიმები მაქვს ნანახი,შესანიშნავად ურტყავს,თანაც გვერდითი ხაზიდან. ვხუმრობ,მაგრამ ამაზე ცუდად,მგონი არც ის დაარტყავს
სოსო
09 თებერვალი 2020 22:21
2
აქ საუბარი იმაზე გვაქვს, რომ Თუნდაც ამ მოძლიერებულ ესპანეთს, რომელსაც პირველ ტაიმში უშანსოდ ვამარცხებთ, მეორე ტაიმში რატომ ვაძლევთ ბურთს? ასეთ რამეს ზელანდიაც კი არ გააკეთებს. იგივე დარტყმები და Ძელებს Შორის გატანილი ლელოები. სიმართლე ითქვას, არ აღმოჩნდა ესპანეთის ნაკრები იმაზე Ძლიერი, ვიდრე ამას პრესიდან გვამცნობდნენ.ყოველ Შემთხვევაში, Ჩემი აზრით ბონუსით მათი დამარცხება ნამდვილად გვმართებდა
: )))))))
09 თებერვალი 2020 22:30
1
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი არ მესმის, მეორე ტაიმში ენერგია ბლომად დახარჯეს და დაცვასაც გვარიანი ჯაფა ადგა. ესპანელები დაიღალნენ და სცოდავდნენ, მაგრამ დამატებით ერთი-ორი ლელოს გატანა რა გახდა?
: )))))))
09 თებერვალი 2020 20:55
2
ამ თამაშის დიდი პროფესორი არ ვარ უბრალოდ საქართველო,რო თამაშობს ვუყურებ. პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმში ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა,რო ბურთი შეგნებულად მიცეს ჩვენებმა
გოგა
09 თებერვალი 2020 20:39
3
სწორად მსჯელობ.
....
10 თებერვალი 2020 11:20
0
ოდალა რუსების პეტერბურგელი ბოტია - "ოდალა" მისი კგბ-სეული "კლიჩკაა".
შალიკო
09 თებერვალი 2020 19:33
4
ბოდიში ბატონო ბოდიში.რუსებს მთლად არ ჩაუ...ათ.)
....
09 თებერვალი 2020 19:26
1
მეორე ტაიმი ძალიან ცუდათ ვითამაშეთ,,,,,გამარჯვებულებს არ ასამართლებენო
gogia
09 თებერვალი 2020 19:04
0
დაცვით ტაქტიკას ამუშავებდნე))))
lado
09 თებერვალი 2020 19:01
0
მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ რაც ესპანელებს ეყოთ ის ითამაშეს ჩვენებმაც ორი აზრი არაა მოეგოთ თუნდაც 40 ქულიანი სხვაობით მაგით რა ისედაც კლასში სხვაობა დიდია ჩვენი ბიჭები მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგანან ამიტომ ვიცით რომ ჩვენების ექვსი ერის კარის დახურვამ მსოფლიოზეც უმოტივაციო გაგვხადა აქ ჩვენი მენტალობაც გასათვალისწინებელია იმას მიეცა ჩვენი ცოდვა ვინც იქ არ გვიხსნის გზას.
dato
09 თებერვალი 2020 19:00
8
Chven rsom am jgufs movigeft faqtia, magram aseti tamashit pirveli eshelonebis gundebtan shansi ar gvaqvs esec faqtia
Nukri
09 თებერვალი 2020 18:59
1
დავწერდი რამეს მაგრამ, რა ვქნა, რომ რუსეთი მიყვარს? თქვენ, პროამერიკელი ქართველები მოღალატეები ხართ, თუმცა არაუშავს, მალე მოვა რუსეთთან შეხვედრაც...
odala
09 თებერვალი 2020 18:54
51
ისე, რუსეთის ნაკრები რომ მწარედ აპამპულავა ყველამ, იმედია მძიმედ არ გადაიტან
: )))))))
09 თებერვალი 2020 20:51
0
ODALA, რუსეთთან თამაშზე თუ მოხვალ, რუსეთის დროშა დაიჭირე მოკლე ტარით, გრძელ ტარს ჩვენ დაგახვედრებთ...
ლაშა
09 თებერვალი 2020 19:19
9
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული