ფოტო:facebook.com/GeorgianRugby
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10
ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.
ესპანელებმა 5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.
მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.
22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.
27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.
მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.
P.S. შეიძლება, თუ არა - რაგბში შენი საყვარელი ნაკრების ძაგება და უკმაყოფილების გამოხატვა, როდესაც ის აგებს და ან იგებს? ანუ, ორივე შემთხვევაში.
პ.ს. 15 ნომერზე ვინმე როგორ არ იკვეთება, რომ მხოლოდ ხმალაძის იმედად არ ვიყოთ 2 პოზიციაზე, მათიაშვილი ძალიან ამოვარდნილია და ასეთ ფორმაში მყოფი უკანახაზელი მთელი გუნდის თამაშზე აისახება.
ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს და ამაზე
უნდა სერიოზულად ვიმუშავოთ, თორემ მერე გვწყინს რატომ ვერ ვიგებთ ბობოლებთანო...