საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში იტალიას გადაასწრო

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მადრიდში ესპანეთის ნაკრების 23:10 ძლევით, "ბორჯღალოსნებმა" 1.07 სარეიტინგო ქულა მიიღო, იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრებმა "ლომებს" პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო დებიუტანტ აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმითა და ერთი გარდასახვით გუნდს 8 ქულა შესძინა. ესპანეთმა თითო ტაიმში თითო ლელო გაიტანა – 23:10.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" 72.70 სარეიტინგო ქულა აქვს და 0.66 ქულით უსწრებს იტალიას, რომელიც გასულ კვირაში ექვს ერზე საფრანგეთთან 22:35
დამარცხდა.

76.21 ქულით ჩვენ წინ ფიჯის ნაკრებია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს უსამართლობაა
გია
22:03 12-02-2020
2
ვფიქრობ ეს რეიტინგი ბევრი არაფრის მომცემია საქართველოსთვის: იტალიას გადავასწრებთ თუ წინ ვიქნებით სულ არ მიუთითებს საქართველოს ნაკრების პროგრესზე. რატომ გვავიწყდება რომ იტალია ეთამაშება ძლიერ გუნდებს და აგებს, შესაბამისად რეიტინგშიც ქულებს ვერ იმატებს. ჩვენ ვეთამაშებით სუსტებს და რეიტინგში ქულებიც გვემატება.
სულ სხვა საქმე იქნებოდა ერთი და იმავე გუნდებს რომ ვეთამაშებოდეთ და ვისთანაც იტალია აგებს ჩვენ ვუგებდეთ.
ჩვენს მორაგბეებს კი მინდა მივულოცო გამარჯვებები ესპანეთთან და რუმინეთთან. თამაშით კარგად ითამაშეს და დიდი იმედი მაქვს რომ პროგრესი დღითი დღე იქნება. ისე ვფიქრობ ქართველი მთავარი მწვრთნელის დატოვება არ უნდა იყოს ცუდი.
გიორგი
13:14 11-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული