ბელგიელთა მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებს, იმედია, აღარ შეგვხდებით

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში "ბორჯღალოსნებთან" 6:78 დამარცხების შემდეგ კომენტარი ბელგიელთა მწვრთნელმა გიომ აჟაკიმმა გააკეთა:

"დიდი მადლობა ყველას დღევანდელი მატჩისთვის. ადრეც აღვნიშნე და გავიმეორებ, ჩვენი მიზანი იყო, მომდევნო შეხვედრებისთვის მოვმზადებულიყავით. დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ ვეთამაშეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდს. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა გამოგვადგება მიზნის მისაღწევად, რაც ლიგაში დარჩენაა.

ჩვენი და საქართველოს შორის ისეთი სხვაობაა, რომ ფაქტობრივად სხვადასხვა დივიზიონში ვთამაშობთ. თქვენ გყავთ პროფესიონალი მორაგბეები, რომლებიც კვირაში 7 დღე ვარჯიშობენ, მსოფლიო თასის არაერთი მონაწილეა, ჩვენ კი ფაქტობრივად მოყვარულები ვართ. დღეს
ყველამ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საქართველოსთან ეს საკმარისი არაა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ამ დივიზიონში აღარ მოუწევს თამაში და მალე იქნება ექვს ერში, იმ დივიზიონში, სადაც თამაშს იმსახურებს".

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
სირცხვილია, ქვეზანას რომელსაც აქვს პრეტენზია რომ რაგბი ჩვენი თამაშია, ასე ცოტა ინფორმაცია რომ იდება რაგბიზე.
არ შუქდება სხვა თამაშები რაგბი ევროპაზე, არ იდება ცხრილი (ატასში ერთხელ არ ითვლება).
ასევე არ შუქდება 6 ერი.
არ შუქდება საკლუბო ტურნირები.
არ შუქდება საფრანგეთის ჩემპიონატი სადაც ამდენი ქართველი თამაშობს. მხოლოდ მწირე ინფორმაცია როცა ქართველი დადებს ლელოს.
მეტი ინფორმაცია რაგბიზე!
123_123
17:36 23-02-2020
1
აიღეთ მაგალითი საფრანგეთისგან, ისწავლეთ რაღაც ან უბრალოდ ტრენინგი მაინც გაიარეთ
dudu
13:52 23-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული