საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის დრო შეიცვალა - მიზეზი განათების სისტემის გაუმართაობაა

AutoSharing Option
რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურში "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს "მესხის სტადიონზე" ერკინება. დაანონსებული 18 საათის ნაცვლად, მატჩი 16 საათზე დაიწყება.

მატჩის დაწყების დროის ცვლილება გამოიწვია "მესხის სტადიონის" (რომელსაც სპეციალურად ამ მატჩისთვის იჯარით იღებს საქართველოს რაგბის კავშირი) განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ. "მესხის სტადიონის" ადმინისტრაცია ვერ იძლევა გარანტიას, რომ მატჩის მსვლელობისას სტადიონის განათება არ გამოვა მწყობრიდან!

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მატჩის ბილეთები იყიდება ონლაინრეჟიმში გვერდზე: www.TKT.ge/Rugby

"მესხის სტადიონის" სალაროებში ბილეთები გაიყიდება 9 მარტიდან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს რაღა უბედურებაა.ამდენი ხნის გასაკეთებელი რა გამოუჩნდათ?თანაც ორ კვირაში, განათება, მატჩის ბოლოსაკენ თუღა დასჭირდებოდათ
სოსო
15:24 28-02-2020
0
სასწრაფოდ პრემია-დანამატები ყველას ვინც სტადიონის ტექნიკურ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი ! ! ! :)
დიმა
12:48 28-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული