მატჩის დაწყების დროის ცვლილება გამოიწვია "მესხის სტადიონის" (რომელსაც სპეციალურად ამ მატჩისთვის იჯარით იღებს საქართველოს რაგბის კავშირი) განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობამ. "მესხის სტადიონის" ადმინისტრაცია ვერ იძლევა გარანტიას, რომ მატჩის მსვლელობისას სტადიონის განათება არ გამოვა მწყობრიდან!
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მატჩის ბილეთები იყიდება ონლაინრეჟიმში გვერდზე: www.TKT.ge/Rugby
"მესხის სტადიონის" სალაროებში ბილეთები გაიყიდება 9 მარტიდან.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით