"ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რამილ გაისინმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
"საქართველო საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეა. მასზე ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის, ჩვენ ყველაფერი გვესმის. რაც ვთამაშობ, არასოდეს არ დაგვიმარცხებია. უნდა განვეწყოთ და ისტორია შევქმნათ, ბოლოს და ბოლოს დავამარცხოთ, ახლა ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს.
დიახ, ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ჩვენს გუნდში არაერთი პროგრესირებადი ახალგაზრდაა. გუნდის ბირთვი უკვე ჩამოყალიბდა. კარგ რაგბის ვთამაშობთ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების ძლევა შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული", - ციტირებს გაისინს საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.
საქართველოსა და რუსეთის
ნაკრებების მატჩი 14 მარტს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოსა და რუსეთის