რაგბის კავშირი: რუსეთთან მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

AutoSharing Option
რაგბის კავშირმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთის ნაკრებთან მომავალი მატჩის შესახებ.

Sportall.ge აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის." - წერია
განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფუ თქვენი, მართული ისტერიკაა მსოფლიოში
ლაშა
12 მარტი 2020 14:31
3
პირბადეებით რომ მისულიყო მაყურებელი, არ უფიქრიათ? პირბადის მოხმარების დრო ზუსტად ორი საათია.
მერაბი
12 მარტი 2020 14:48
4
მატრაკვეცა გადაწყვეტილება, ბუზისგან სპილოს აკეთებს მთელი მსოფლიო ვიღაცის დავალებით, უმაყურებლოდ და ბოლო თამაშის გათვალისწინებით არც წაგება გამიკვირდება
12 მარტი 2020 14:06
13
ატრაკებთ რაააა.იმედია ფეხბურთის ფედერაცია არ მოგბაძავთ
Buxrika
12 მარტი 2020 13:25
4
სიტვებიც არ მყოფნის რასაც იმსახურებთ
იდალგო
12 მარტი 2020 11:59
33
ძმებო, მივიდეთ სტადიონთან და გარედან უგულშემატკივროთ.ბიჭები უფრო მოტივირდებიან.
გიორგი
12 მარტი 2020 13:29
15
რა სიბეცეა.. თამაშის ყურების გარეშე როგორ აპირებ 80 წუთი ყვირილს... დაჯექი სახლიდან უგულშემატკივრე
papai
12 მარტი 2020 14:12
1
ყველაერი რომ გეზარებათ და არც ფულის დახარჯვა გინდათ, შესასვლელში შეამოწმეთ ხალხი, ასეთ თამაშს კაცი "გამაზავს"????
აფხაზი
12 მარტი 2020 21:45
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული