რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა კორონავირუსის გამო "ბორჯღალოსნებთან" გადადებულ მატჩზე 365news.biz-თან ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:
"რუსეთის ნაკრების მოთამაშეები რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, გრძელი გზის გავლა მოგვიხდა, რამდენიმე გადაფრენა, რათა თბილისში მოვხვედრილიყავით და აი, ჩვენ აქ ვართ.
საქართველოსთან მატჩი ფრანგებს უნდა ემსაჯათ. საფრანგეთში კორონავირუსი საკმაოდ ძლიერად ვრცელდება, სავარაუდოდ, იმაზე უფრო ძლიერად, ვიდრე საქართველოსა და რუსეთში. უპირველესი ახლა ადმიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
რა თქმა უნდა, საქართველოსთან მატჩის გადატანა სწორი გადაწყვეტილება იყო. ბევრი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ბევრი
ადამიანი დავკარგოთ, განსაკუთრებით ხანდაზმულები და ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს რომ სტადიონზე ათიათასობით ადამიანი მოსულიყო, კორონავირუსი საქართველოში სწრაფად გავრცელდებოდა და ეს საშინელება იქნებოდა.
მაყურებლების გარეშე თამაში? შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯების გარეშე ვერ ვითამაშებდით.
საქართველოში სათამაშოდ მზად ვიყავით. ამ შეხვედრის წინ მოთამაშეები აღფრთოვანებულნი იყვნენ. ჩვენი გუნდი საქართველოსთან მატჩს ყოველთვის ელის. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთს უკანასკნელ წლებში არასოდეს არ დაუმარცხებია საქართველო. ვფიქრობ, ეს სამწუხარო ტრადიცია უნდა შევწყვიტოთ.
ამაზე სერიოზულად ჩაფიქრებაა საჭირო. ამ იდეის განსახორციელებლად გეგმა გვჭირდება, რადგან არ შეგვიძლია მათი დამარცხების მოლოდინში ერთი და იგივე ვაკეთოთ. მათ ჩვენთან შედარებით წინ წაიწიეს. საუკეთესო ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ძლიერ გუნდებში ასპარეზობენ. უნდა დავჯდეთ და მოვიფიქროთ გეგმა, რომლის მიხედვით გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ, რადგან ჯერ არაფერი არ იცვლება. შენ თუ არ იცვლები, შედეგებიც იგივე რჩება.
მე ამ გეგმის მხოლოდ ნაწილი ვარ. უნდა ვიმუშაოთ ერთად როგორც ერთიანმა ერმა, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ და იმავე საქართველოსთან ჩამორჩენა შევამციროთ".
მე ამ გეგმის მხოლოდ ნაწილი ვარ. უნდა ვიმუშაოთ ერთად როგორც ერთიანმა ერმა, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ და იმავე საქართველოსთან ჩამორჩენა შევამციროთ".