"ბორჯღალოსნების" სამხრეთაფრიკული ტურნე გადაიდო

AutoSharing Option
COVID19-ის ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ქვეყნების მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, "მსოფლიო რაგბმა" ივლისის ტესტ-მატჩები ოფიციალურად გადადო.

"მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ განცხადებაში წერია: "ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინისა და ფრენების შეჩერების, ასევე მოთამაშეთა სათანადოდ მოსამზადებლად არასაკმარისი დროის გამო, ივლისში საერთაშორისო თამაშების ჩატარება შეუძლებელი ხდება".

"გრძელდება მონიტორინგი 2020 წლის დანარჩენ პერიოდზე, "მსოფლიო რაგბის" წევრი კავშირების, საერთაშორისო ტურნირების ორგანიზატორების და პროფესიონალური კლუბების ჩართულობით, რათა მოხდეს სიტუაციის შეფასება და ამ საგანგებო სიტუაციაში მოხდეს საერთაშორისო კალენდარის შეთანხმება. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ქვეყნის მთავრობების რეკომენდაციები მგზავრობასთან და
კარანტინთან დაკავშირებით, რათა სრულად იქნას დაცული მოთამაშეთა უსაფრთხოება".

ამ გადაწყვეტილებით ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ "ბორჯღალოსნების" ივლისის ტურნე სამხრეთ აფრიკაში გადაიდო, მათ შორის 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე პორტ-ელიზაბეტში, "ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე" მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი ისტორიული ტესტ-მატჩი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული