რუსები საქართველოს ნაკრებს დასცინიან და გამოკითხვას ატარებენ

AutoSharing Option
რუსული სარაგბო ვებ გვერდი rugger.info აქვეყნებს სტატიას სათაურით "იდიალური მწვრნელი საქართველოს ნაკრებისათვის" და იქვე ატარებს გამოკითხვას დასახელებულ სპეციალისტებს შორის.

გამოკითხვის ნაწილში კი წერია: "გაფრთხილებთ: გამოკითხვა ირონიულ-გასართობის ხასიათისაა."

გამოცემა ასახელებს ისეთ მწვრთნელებს, რომელთა წარმოდგენაც საქართველოს ნაკრებში რეალობას მოკლებულია.

ჩამოთვლილია შემდეგი სპეციალისტები:

1. კონორ ო'ში - "ლონდონ აირიშისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი.

2. მაიკლ ჩეიკა - "ლენსტერის" , "სტად ფრანსესა" და ავსტრალიის ნაკრების ყოფილი დამირეგებელი.

3. გი ნოვესი - "ტულუზასა" და საფრანგეთის ნაკრების ექსმთავარი მწვრთნელი.

4. ჟაკ ბრიუნელი - "პერპინიანის", "პოს",
"ბორდოს", იტალიის და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ყოფილი მთავარი მწვრთნელი.

5. ჯო შმიტი - "ლენსტერისა" და ირლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი.

6. სტივ ჰანსენი - უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს წლის საუკეთესო სპეციალისტად 4-გზის დასახელებული სპეციალისტი.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ახია ჩვენზე მაგათგამ დაცინვა...სვანიძემ თავისი "მოღვაწეობით მოგვასვა ტილივით თავზე"...
პაატა
24 მაისი 2020 21:07
8
რა გიკვირთ? სხვა რა შეუძლიათ? ხომ გესმით, ამით უნებურად რას ამბობენ საქართველოს ნაკრებზე: Хороша Маша да не наша!
N
24 მაისი 2020 20:27
1
იდ-ი-ალური ?
ზურა
24 მაისი 2020 23:06
1
ეს რუსულენოვანი უკრაინული ვებ გვერდია,რამდენადაც ვიცი.ადრე პოლიტიკას მაქსიმალურად გვერდს უვლიდა და მშვენიერი განხილვებიც იდებოდა,უცხოურ თამაშებს,ზოგჯერ ვუყურებდი ხოლმე მანდ.შემდეგ კი აქაც დაეძაბათ ურთიერთობები.აღარც საქართველოში ხდება ტრანსლაციების გამოშვება და საერთოდაც დაკარგა ძველი ხარისხი.
სოსო
24 მაისი 2020 21:00
3
სადაც დავიჭირეთ იქ გავაფარჩაკეთ და მომავალშიც ასე იქნება.გრიგოლ რობაქიძის არ იყოს,ჩვენთან მოსაგებად რასა არ ეყოფათ.
888
28 მაისი 2020 14:36
0
სადაც ხელი და კლავიატურა მიმიწვდება ყველგან ვწერ,რუსების "ვაჟკაცობაზე,მათი ყველა საკითხისადმი აზროვნემის უნარზე"-СИЛА ЕСТЬ УМА НЕ НАДО-ზუსტად რუსებზეა ზედგამოჭრილი ეს ანდაზა,მათ მიერ გამოგონილი.
....
29 მაისი 2020 06:00
0
ორიგინალში წავიკითხე და დამცინავი ვერაფერი აღმოვაჩინე...
zaza
25 მაისი 2020 03:15
2
რაის უკრაინაო, რაგბი რა არი არ იციან და ეროვნული გუნდიც , თუ მას გუნდი ჰქვია არსებობს თუ არა პრესაში ვერ იპოვი მის შესახებ ინფორმაციას. ვის აინტერესებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის საკითხი, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ.
grisha dedakimovi
25 მაისი 2020 03:21
5
ღარიბი კაცისაო, დიდი სლეც შურდათო....
Garrincha
29 მაისი 2020 23:04
0
რუსები როგორც ერი,მთელ მსოფლიოში ძლიერ შერცხვენილები არიან,რომ 28 წელია ვერ გვამარცხებენ ჩვენ,პატარა ქვეყანის მცირერიცხოვან ერს,იმ სპორტის გუნდურ სახეობაში,სადაც ვლინდება,თავად რუსების სიტყვებით-ვაჯკაცობა და ბრძოლისუნარიანობა.ძლიერ შერცხვენილები არიან განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი დაპირისპირების შემდეგ,რის შემდგომაც მთელ მსოფლიოს აცნობდნენ რუსი ერის სიმამაცესა და ბრძოლისუნარიანობაზე,იქვე გაჰყვიროდნენ ქართველი ერის ლაჩრობაზე??? :)))
....
27 მაისი 2020 19:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული