რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: რა არის საჭირო საქართველოს დასამარცხებლად?

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა ინტერვიუ მისცა Youtube-გვერდ "RUgby. Русское Регби"-ს და კომენტარი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებაც გააკეთა.

"საქართველოს ნაკრებს, ალბათ, ამა წლის ოქტომბერში ან ნოემბერში დავუპირისპირდებით. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მათი დამარცხება გახლავთ. ჩვენ ვაპირებთ ვცადოთ მათ წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენი მეზობლისა და მეტოქისათვის არცერთხელ გვიჯობნია. თუ არაფერს შევცვლით, კვლავ წავაგებთ და ეგ იქნება. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ მზად დიდი ცვლილებებისათვის.

ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: რა არის საქართველოს დამარცხებისათვის
საჭირო? თუ ამას მოვახერხებთ, ჩვენ ძლიერი გუნდი გავხდებით. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

მათ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პროგრესი აქვთ და თამაშისადმი მიდგომაც ვითარდება. ძალიან ბევრი ქართველი მორაგბე ვარჯიშობს საფრანგეთში და ტექნიკური მხარის დახვეწა უადვილდებათ.

ჩემი აზრით, 2019 წელს საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ერთი მთლიანი ერი ვიყოთ, გაერთიანებით კი დაუჯერებელი შედეგების მიღწევა შეგვიძლია", - განაცხადა ჯონსმა.

altლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად რუსეთმა მათთან ხშირად უნდა ითამაშოს

altრუსეთის ნაკრების მორაგბე: მიყვარს ქართული სამზარეულო - მარტში საქართველოსთან თამაში ადვილი იქნებოდა

altსაქართველოში რაგბის ბევრი გულშემატკივარი არ არის, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან, - ამბობს რუსეთის ნაკრების ვიცეკაპიტანი


მკითხველის კომენტარები / 17 /
ნელა ზვიადი (ლინ ჯონს)
სერგია
21:50 23-06-2020
0
Ar dagaviwydet sharshandi tqveni moragbis gasiebuli tav piri
Duru
14:48 23-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული