მაისაშვილი: 6 ერში თამაშზე ოფიციალურად არავის მოუმართავს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა rugger.info-სთან საუბარში "ბორჯღალოსნების" "6 ერში" თამაშის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ეს ძალიან პოზიტიური ინფორმაციაა, მოვლენების ასეთი განვითარება ბრწყინვალე იქნებოდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ვერსიაა. არც World Rugby-სა და არც "6 ერის" ორგანიზატორებისაგან ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, საქართველოს საკითხზე დამოუკიდებელი პერსონები საუბრობენ.

თუმცა, ცხადია, ეს საოცარი შესაძლებლობა იქნებოდა. განვითარებისათვის უმაღლესი დონის ნაკრებ გუნდებთან თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება", - განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ეროვნული გუნდის მოთამაშეების შესახებ გააკეთა, რომელთა
ნაწილი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ "შევარდენის" ბაზაზე ვარჯიშობს.

"მომზადების პროცესში ხშირად ვხვდებით სირთულეებს. ნაკრების მორაგბეთა ნაწილი საფრანგეთში იმყოფება, მეორე ნაწილი საქართველოშია. პანდემიის გამო შეჯიბრებები შეჩერდა და ბიჭებს დიდი ხანია არ უთამაშიათ.

ისინი, ვინც საქართველოში არიან, უკვე 7 კვირაა ემზადებიან. მათი 90% უკანახაზელია. მეორე ხაზი სრულად გვყავს, კოტე მიქაუტაძის გარდა და ასევე, 2 ლეგიონერი ჰუკერი.

ეს ჯგუფი უკვე საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. ამის გარდა, ტექნიკურ მხარეებზეც ვმუშაობთ, მათზე, რომლებსაც ჩვეულებრივ პერიოდში საფუძვლიანად ვერ ვამუშავებთ. მაგრამ თამაში მაინც გვჭირდება, ეს მხოლოდ ვარჯიშებია.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ოფიციალურ მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ", - დასძინა მაისაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლევან, მე თქვენი და ქართული რაგბის გულშემატკივარი ვარ და თავს ნებას მივცემ რომ ჩემი მოკრძალებული რჩევა მოგცეთ, კი ბატონო, თუნდაც, სუბიექტური მოსაზრება: ასეიშვილი და ჟვანია დააბრუნეთ ნაკრებში. მჭედლიძეს მეტი დრო მიეცით... რატომღაც მჯერა, პირველი ორი, რომ ყოფილიყო მსოფლიოზე, ფიჯისთან მასე არ შევრცხვებოდით....ისე, ფეხბურთს რაც ფული მიაქვს, იმის ნახევარი რაგბის ადგილობრივ ჩემპიონატს და ახალგაზრდების აღზრდას რომ მოხმარებოდა, შედეგები უკეთესი გვექნებოდა... წარმატებები....
გიორგი 48
12:13 21-07-2020
0
დრესდღეობით მაისაშვილის შეცვლა სისულელეა, მაგრამ თუ გვინდა განვითარება და შემდეგი სეზონიდან ტოპ კლასის მწვრთნელია მოსაყვანი, რომელიც ახალგაზრდებს დაეყრდნობა და მსოფლიოსთვის წარმატებულ გუნდს ჩამოაყალიბებს. 33-35 წლის ხალხი იმის მიუხედავად რომ ზოგიერთი შეიძლება დღესაც საიკეთესოა თავის პოზიციაზე ნაკრებში მხოლოდ მარქაფაში უნდა იჯდეს და ახალგაზრდებს უნდე მიეცეთ გაზრდის და განვითარების შანსი, რომ მსოფლიოზე აღარ შევრცხვეთ.ფრანგებმა კარგი მაგალითი მოგვცეს მაგ კუთხით.
BOSS
18:12 17-07-2020
0

სიახლეები პოპულარული