მაისაშვილი: 6 ერში თამაშზე ოფიციალურად არავის მოუმართავს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა rugger.info-სთან საუბარში "ბორჯღალოსნების" "6 ერში" თამაშის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ეს ძალიან პოზიტიური ინფორმაციაა, მოვლენების ასეთი განვითარება ბრწყინვალე იქნებოდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ვერსიაა. არც World Rugby-სა და არც "6 ერის" ორგანიზატორებისაგან ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, საქართველოს საკითხზე დამოუკიდებელი პერსონები საუბრობენ.

თუმცა, ცხადია, ეს საოცარი შესაძლებლობა იქნებოდა. განვითარებისათვის უმაღლესი დონის ნაკრებ გუნდებთან თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება", - განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ეროვნული გუნდის მოთამაშეების შესახებ გააკეთა, რომელთა
ნაწილი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ "შევარდენის" ბაზაზე ვარჯიშობს.

"მომზადების პროცესში ხშირად ვხვდებით სირთულეებს. ნაკრების მორაგბეთა ნაწილი საფრანგეთში იმყოფება, მეორე ნაწილი საქართველოშია. პანდემიის გამო შეჯიბრებები შეჩერდა და ბიჭებს დიდი ხანია არ უთამაშიათ.

ისინი, ვინც საქართველოში არიან, უკვე 7 კვირაა ემზადებიან. მათი 90% უკანახაზელია. მეორე ხაზი სრულად გვყავს, კოტე მიქაუტაძის გარდა და ასევე, 2 ლეგიონერი ჰუკერი.

ეს ჯგუფი უკვე საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. ამის გარდა, ტექნიკურ მხარეებზეც ვმუშაობთ, მათზე, რომლებსაც ჩვეულებრივ პერიოდში საფუძვლიანად ვერ ვამუშავებთ. მაგრამ თამაში მაინც გვჭირდება, ეს მხოლოდ ვარჯიშებია.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ოფიციალურ მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ", - დასძინა მაისაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ვართ რა ეს ქართველები რააა... ღვარძლი... ბოღმა... ოღონდ ქართველი ნუ და თუნდაც გადამთიელი იყოოს.... მე მაისაშვილს ვგულშემატკივრობ.... ამ კაცმა დიდი სკოლა გაიარა...და გამოცდილებააც საკმაოდ დაუგროვდა... ნიჭიერი კაცია.... მჯერა, რომ ლევანი თანამედროვე ექსტრა კლასის ეროვნულ ნაკრებს ჩამოაყალიბებს....მივცეთ შანსი ამ კაცს და გვერდით დავუდგეთ... გთხოვთ, ლევაან დაამტკიცე.... რომ არ ვცდებიიით....
გიორგი 48
17:04 16-07-2020
3
კარგი მწვრთნელია, შტაბიც კარგი ყავს, ცდილობს გუნდში მოწინავე მეთოდები დანერგოს. ვაცალოთ მუშაობა და უკეთესი შედეგი გვექნება.
თენგიზ გაბიძაშვილი
16:16 16-07-2020
2

სიახლეები პოპულარული