საქართველოს ბედს ევროპელები გადაწყვეტენ - მსოფლიო რაგბიმ "8 ერს" მწვანე შუქი აუნთო

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში "8 ერის" გამართვა სავსებით რეალური გახდა.

ახლა ჯერი "6 ერის" მმართველ ორგანოზეა, დაიმატებს თუ არა 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.

თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ბრიტანული და ფრანგული გამოცემები "8 ერში" თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი
გუნდიდან აირჩევენ ორს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
იტალიას ჯერ ვერ მოუგებთ მარა პრაქტიკა მაინც აუცილებელია
შოკირებული გულშემატკივარი
24 ივლისი 2020 02:33
11
მე კი მგონია, რომ იაპონელები გადაწყვეტენ... თუმცა, ახალი სარაგბო წესრიგით ხომ ეგენიც ევროპელები არიან...
მ.ტ.
23 ივლისი 2020 18:55
3
ჩემის აზრით ჩვენთვის ახლო მომავალში იტალიის ნაკრების დამარცხება უფრო რეალურად სჩანს ვიდრე ფიჯის ნაკრებისა(თუ არ ჩავთვლით ფიჯელთა მიერ ნახევარი ძალით ნათამაშევ მათვის არაფრისმომცენ უმნიშვნელო რამოდენიმე მატჩს...),თუ ფიჯის სარაგბო ნაკრებმა ითამაშა ისეთი რაგბი,როგორიც ბოლო მსოფლიო თასზე. თვალებიდან არ ქრება და ვერაფრით ვივიწყებ მათ მიერ ავსტრალიასთან ნათამაშევ პრველ ტაიმსა და ჩვენთან მეორე ტაიმში ჩვენს 22-ში ჯარიმის ნაცვლოდ შერკინება რომ მოითხოვეს,ბურთი სამაგალითოდ გაათამაშეს და ლელო დაგვიდეს...
....
25 ივლისი 2020 16:03
0
საქართველოს ნაკრები იმსახურებს "6 ერში" თამაშს და "8 ერში" დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ მოხვდება და წარმატებული თამაშით გაგვახარებს!
მენტალური მომზადების ცენტრი
24 ივლისი 2020 18:44
2
Აუუფ!!!.. - კაი კაცო ერთი...))
გურია
27 აგვისტო 2020 20:52
0
ეგვიპტეს ამატებენ 6 ერშიო ფრანგები წერენ. ანუ აფრიკული ნაკრებიც რომ იყოსო..
გენა
23 ივლისი 2020 21:44
24
6-ერის დონის ტურნირზე დიდ გამოცდილებას მივიღებთ, ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. 2015 წელს იყო ნაკრების პიკი, იმ გუნდით ნაღდად შევძლებდით 6 ერის გუნდების გამწარებას. 2015 წლის მერე იწყება უკუსვლა, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბის მამუკა გორგოძის გარეშე ამ ნაკრებით შევრცხვებით ყველა თამაშში. გორგოძეს ფული თუ არ გადაუხადე როგორც 2019 წლის მსოფლიოზე ისე არ გვიკადრებს.
დაT
24 ივლისი 2020 12:05
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული