მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში "8 ერის" გამართვა სავსებით რეალური გახდა.
ახლა ჯერი "6 ერის" მმართველ ორგანოზეა, დაიმატებს თუ არა 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.
თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ბრიტანული და ფრანგული გამოცემები "8 ერში" თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი
გუნდიდან აირჩევენ ორს...
ეს იქნება ჩვენი სამომავლო შანსი რათა უფრო გაბედულად და მტკიცედ დავაკაკუნოთ ექვსი ერის კარზე!
წარმატებები და გამარჯვებები სქართველო!
ისე თუ ერთჯერადია ბარემ 9 ერი ჩაატარონ და ჩვენც მიგვიწვიონ. 1 შანსს ნამდვილად ვიმსახურებთ. თან ბოლოს მოუღებდა ბევრ სპეკულაციას თუ სად ვდგავართ
Roca sakartvelo ajobebs iaponias, fijis, Italias aqet tviton chegvexvecebian mag turnirshi tamashs magram dzalian shori gzaa gasavleli