საქართველოს ბედს ევროპელები გადაწყვეტენ - მსოფლიო რაგბიმ "8 ერს" მწვანე შუქი აუნთო

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში "8 ერის" გამართვა სავსებით რეალური გახდა.

ახლა ჯერი "6 ერის" მმართველ ორგანოზეა, დაიმატებს თუ არა 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.

თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ბრიტანული და ფრანგული გამოცემები "8 ერში" თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი
გუნდიდან აირჩევენ ორს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვიმედოვნებ ეს რეალური პროექტია თუნდაც დროებითი და იმედია ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. და თუ ეს ასე მოხდა და ჩვენ თუნდაც ერთი სეზონით მაინც მოგვიწია ამ ტურნირზე ასპარეზობა ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ფიჯი და უპირველესად იტალია უნდა დავამარცხოთ რადაც არუნდა დაგვიჯდეს!
ეს იქნება ჩვენი სამომავლო შანსი რათა უფრო გაბედულად და მტკიცედ დავაკაკუნოთ ექვსი ერის კარზე!
წარმატებები და გამარჯვებები სქართველო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
21:42 23-07-2020
1
ეს არჩევანი თუ ჩენ ნაკრებზე გაკეთდა ეს იქნება ქართული რაგბისთვის დიდი მიღწევა და წარმატება...მაშინ აუცილებლად მოუწევს ჩვენს ნაკრებს საკუთარ თავზე გადახტომა და იმის დამტკიცება რომ ჩვენი ნაკრები ამას იმსახურებს....მე მჯერავს თუ ეს არჩევანი გაკეთდა ჩვენი ბიჭები თავს არ შეირცხვენენ
gogia
20:24 23-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული