სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
არც 4 ერში მიგვიღებს ვინმე და არც 6 ერტადერთი შანსი რომელიმე პრანჩAიზი ტორემ დაგვეწყო დაღმასვლა ფედერაცია ზის ხელპასზე რა ენაგვლება
каха
28 ივლისი 2020 16:06
0
აქ ამასწინათ ვირაცამ დაწერა პრინციპული უარი ვთქვათ რუსეთთან თამაშზეო.. რატომ მარტო რუსეთთან?

ემოციების გარეშე რომ დავფიქრდეთ:

სიტუაციაა ისეთი რომ მსოფლიო რაგბის ფედერაცია არც არაფერს წყვეტს და არც არაფერში გვარგია. წელიწადში 1 ამხანაგურს თუ გვაღირსებენ ხოლმე.

ასევე ვხედავთ, რომ დიდი გუნდები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ისე გამოდის, რომ ჩვენ ვჭირდებით, რათა ესპანეთმა, რუსეთმა და სხვებმა დონე აიმაღლონ და ჩვენ კი საშუალებას არ გვაძლევენ "გავიზარდოთ" და უმოტივაციოდ გვტოვებენ ფაქტიურად.

აქედან გამომდინარე საინტერესო იქნებოდა ჩვენი ნაკრების პროტესტი ევროპის ერთა თასის მიმართ. ვიცით რომ ახლაგაზრდულ ევროპულში არც ერთი სერიოზული ნაკერები მონაწილეობას აღარ იღებს ამის გამო მათ არავინ სჯის.

ვთქვათ უარი ევროპის ერთა თასზე, რომელსაც პრესტიჟიც აღარ აქვს და არც გამოცდილება და მთელი ძალები და ფინანსები მივმართოთ რომელიმე პრანჩაიისზე.

ეს ჩვენც წაგვადგებოდა წინსვლაში და მსოფლიო რაგბის ბობოლებსაც დააფიქრებდათ, მითუმეტეს თუ რუმინეთსაც გავიყოლებთ თან.

რას იზამს ევროპის ერთა თასი ჩვენსა და რუმინეთის გარეშე? შეარგოს ღმერთმა ბელგიას, გერმანიასა და ესპანეთის ფრანგი ემიგრანტების ნაკრებს.

მესმის ზოგი იტყვის. ეპანეთს და რუმინეთს ძლივს ვუგებთო, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა რადგან უმოტივაციო ნაკრებით მაშინ ვუგებთ როცა გავისწორდება და დროა ცოტა თავმოყვარეობა ვიქონიოთ უკვე იმ სიტუაციაში როცა ყველა სხვა ნაკრები მარტო თავის თავზე ფიქრობს და არა საერთო რაგბიზე.
უარი ევროპის ერთა თასს
28 ივლისი 2020 14:47
2
აბსოლულტურად გეთანხმებით, ძალიან საინტერესო მოსაზრებაა და ჩვენი მხრიდან მეტი თანადგომა სჭირდება მის განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ მსოფლიო რაგბის ბოსები ჩვენი ასეთი დემარშის შემდეგ უფრო სერიოზულად დაფიქრდებიან და რაიმე ახალ ფორმატს შექმნიან რათა ის ჯურღმული შეივსოს სადაც პირველი დონის ნაკრებებსა და ჩვენს შორის არსებობს. იქნებ შეიქმნას ინტერკონტინენტალური ლიგა, სადაც ჩვენ ნაკრებთან ერთად იაპონიის, ამერიკის, კანადის, რუმინეთისა და კუნძულელთა ნაკრებები შევლენ. ამას უნდა მივაღწიოთ როგორმე და თუ იქ ვიპირველეთ მერე ყველაფერი თავისთავად მოხდება. მთავარია ბავშვთა რაგბიში დაიწყოს ცვლილებები და მათ სწორად განვითარებას მივხედოთ.
emigranti
01 აგვისტო 2020 14:32
0
მართლა საინტერესო მოსაზრებაა.... სულაც ერთობლივი საკლუბო ჩემპიონატი ჩავტაროთ ჩვენდა რუმინეთმა და წელიწადში 3-4 ჯერ შევხვდეთ, მ.შ. ა და 21 წლამდელთა ნაკრებებითაც...
აშკარაა, დაგვცინიან და რუმინეთთან ერთად უნდა ხმა ამოვიღოთ. მ.შ. კუნძულელებთან ერთად გავაკეთოთ რაიმე ყოველწლიური ტურნირი (სანკარებოც და საკლუბოც). ფინანსებზე თუ იქნება წვდომა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება
დავითი
28 ივლისი 2020 15:12
0
ძალიან მარტივ კომენტარს გავაკეთებ, რომელიც ბევრს ალბათ არ მოეწონება, მაგრამ ბევრიც დამეთანხმება. ფაქტია, ქართული სპორტის სამყაროში სპორტულ მიღწევებზე მეტად ფულის კეთება აინტერესებს მესვეურთა უმრავლესობას, რომელი სპორტის სახეობაც არ უნდა ავიღოთ. არა ბიზნესის სპორტში კეთება ცუდი სულაც არაა, მაგრამ პირველი ჯერ სპორტული მიღწევებია. ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, სპორტში დასაქმებული საშოვარზე გადაგებული მოღვაწეების ქმედებები დამღუპველია. კიდევაც ვიმკით შესაბამის შედეგებს ყველა ფრონტზე.
ირაკლი
28 ივლისი 2020 14:16
4
რომ ამბობთ ყველასთან წააგეს და რატომ უნდა გვათამაშონო, დაგრეხილი ბურთით ათამაშეს, აქეთ იქეთ დახტის და წააგებდნენ აბა რა, აბა ნორმალური ბურთით ათამაშონ...მერე ვნახოთ ვინ წააგებს
კ ო მ ბ ლ ე
28 ივლისი 2020 14:15
7
ქართველებო გული არ გავიტეხოთ... გულგატეხილობაც ცოდვაა... ფედერაციამ, იქნებ, მეტი თანხა მოიძიოს....ადგილობრივი ჩემპიონატის გასაძლიერებლად... ბიჭებს, რომ ცოტა ხელფასები მოემატოთ და გაიზარდნონ....ვიაროთ ერთად თამაშებზე და ვუგულშემატკივროთ ... უნდა გავიზარდოთ ფიჯისთან და იაპონიასთან შედარებით, სადაც რაგბი ლამის რელიგიის დონეზეა...მჯერა, ჩვენი დროც მოვა...
გიორგი 48
28 ივლისი 2020 14:09
0
საერთოდ დავანებოთ თავი ამ თამაშს ...
განდონები!
Shakro
28 ივლისი 2020 12:56
4
და რას ელოდით? იტალიამ მოგვიგო, იაპონიამ და ფიჯიმ ხელი არ გაგვანძრევინეს და აბა მეტი რა გინდათ, რა პრეტენზიები გაქვთ. ის კია არა და ესპანეთს ძლივს მოვუგეთ ბოლოს და ამის შემდეგ რა პრეტენზიები უნდა გქონდეს კაცს არ მესმის. მალე მგონი ერთა თასზეც მოგების პრობლემები გვექნება თუ ეგრე გავაგრძელეთ, ვერ ხედავთ რომ ამ ბოლო დროს ქართულ რაგბში სრული ბარდაკია, პოლიტიკას და ფულის კეთებას გადააყოლეს ყველაფერი.
dato
28 ივლისი 2020 12:50
2
დიდი წვლილი აქვს მელიტონას. სამწუხაროდ.
ნიკა
28 ივლისი 2020 12:44
1
როგორც ეტყობა არაფრად არ გვთვლიან.
ფაჩაჩია ვარ ბიჭოოო
28 ივლისი 2020 12:42
1
ჩვენ რომ გვინდა 8 გუნდში მონაწილეობა, რაღაც საფუძველი ხომ უნდა იყოს. 6 ერი ისედაც ცნობილია და ხელუხლებელია. დანარჩენი 3 გუნდიდან რეიტინგშიც ორივე გვისწრებს, თანაც ორივესთან, იაპონიასთანაც და ფიჯისთანაც ბოლო თამაშებში უშანსოდ, დიდი ანგარიშით დავმარცხდით. იაპონიასთან ხომ საერთოდ, ქულაც ვერ ავიღეთ. აბა, მხოლოდ "გვინდა"-ს ძახილით რატომ უნდა დაგვაყენონ იმ გუნდებზე წინ, ვისთანაც ყოველმხრივ უარყოფითი მაჩვენებლები გვაქვს?!
მამუკა
28 ივლისი 2020 12:26
7

სიახლეები პოპულარული