შოტლანდიელთა კაპიტანი "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრას მიესალმება

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებთან" 24 ოქტომბერს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე scotsman-თან შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა სტიუარტ მაკინალმა ისაუბრა. სხვათა შორის, გასულ წელს თბილისში ჩატარებულ ტესტ-მატჩამდე და მის შემდგომ ის თბილისში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა და ქართველების მასპინძლობით კმაყოფილი იყო.

სკოტების გუნდისთავს მიაჩნია, რომ ეს მეტი იქნება, ვიდრე უელსთან გასახურებელი შეხვედრა; საქართველოს ნაკრების სტუმრობას მიესალმება და ამბობს, რომ იოლი გასეირნება არ გამოუვათ.

"მიმზიდველი თამაში გველის. მე ამას მოთელვას ვერ დავარქმევდი, რადგან ამით მეტოქის დისკრედიტაციას მოვახდენდი. ვფიქრობ, მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ - ქართველების წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ
ვითამაშე. კარგი იქნება, თუ უელსთან ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე საქართველოს ნაკრებს დავუპირისპირდებით. მართლაც საინტერესო თამაში იქნება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ითამაშონ ეხლა და დაამტკიცონ ბიჭებმა რო იმსახურებდნენ 8 გუნდში ყოფნას, სამწუხაროდ აქამდე რაც პრინციპული თამაში იყო ყველა ჩავაგდეთ... ეს კაი მოტივაცია უნდა იყოს ჩვენი გუნდისთვის...
გია
12:40 30-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული