როგორც იცით, იაპონიის მორაგბეთა ნაკრებმა კორონავირუსის გამო ფორმატშეცვლილ "6 ერის" ერთჯერად გათამაშებაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და "ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ჩართვის შესაძლებლობა გაუჩნდა. ერთდროულად რამდენიმე გამოცემის ცნობით ("გარდიანი", BBC, rte.ie) კი ამომავალი მზის ეროვნულ გუნდს სწორედ საქართველოს ნაკრები შეცვლის.
"8 ერის" ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩატარდება და თუ ჩვენი გუნდი მართლაც მიიღებს მონაწილეობას, ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან ერთად ისპარეზებს. მეორე ჯგუფში უელსი, ირლანდია, ინგლისი და ფიჯი არიან.
BBC იტყობინება, რომ 24 ოქტომბერს ჩვენი ნაკრების შოტლანდიასთან გასვლითი ტესტ-მატჩიც გაიმართება.
და ვინ ფიქრობს, რომ ამ გამოცდილებაზე საქართველომ უარი უნდა თქვას? ან უარს, თუ ვიტყვით, რას დავამტკიცებთ - რომ უკაცრავად "გვკიდია" ამ დონეზე თამაშები? აბა სხვა კიდევ რა გვინდა? ამოვიკეტოთ და ვიყოთ?
სწორედ ეს უნდა გახდეს სტიმული ეროვნული ჩემპიონატის განვითარებისთვის...აბა სხვა მიზანი რა არის? ან როგორ ვაპირებთ?
კარზე მოგვიკაკუნეს და ჩვენ ჩავიკეტოთ?