"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო გადადებული "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მატჩი რუსეთთან, რომელიც 14 მარტს თბილისში უნდა ჩატარებულიყო, "რაგბი ევროპის" გადაწყვეტილებით 1-ელ ნოემბერს გაიმართება.

ჯერ უცნობია, დართავენ თუ არა მატჩზე მაყურებლებს დასწრების უფლებას.

იმავე დღეს რუმინეთი ბელგიას, ხოლო 15 ნოემბერს ესპანეთი პორტუგალიას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები 19 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევრებს, პორტუგალიასა და ესპანეთს 10 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული