საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური გამოცემა The Telegaph-ის მიხედვით, რომელიც ხშირად წინასწარ ახმოვანებს 6 ერის ბრიტანული ქვეყნების პოზიციებს, წერს, რომ 6 ერს არა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, არამედ საქართველო დაემატება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, გამოცემა ინგლისსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის გასამართი მატჩის თარიღსაც ასახელებს - ეს შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართებაო...

წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად იქნება. 

მოგეხსენებათ, მორაგბეებთან გამართული შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებდა ისტორიული შანსის გამოსაყენებლად და 6
ერის ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. 

როგორც ჩანს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბორჯღალოსნები უდიდეს შესაძლებლობას მიიღებენ, რომელსაც, ცხადია გამოყენება სჭირდება. 

alt"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 1-ელ ნოემბერს უმასპინძლებს

alt"ბორჯღალოსანთა" მწვრთნელად ლევან მაისაშვილი რჩება

მკითხველის კომენტარები / 56 /
კი ბატონო, ჩვენთვის სასურველი ჯგუფი უფრო არასასურველით შეგვიცვალეს (შესაძლოა, ეს ჩვენსა და იაპონიას შორის სარეიტინგო განსხვავებით ახსნან და რეალურად კი უფრო დიდ ჩათ--ხობასაც ჰქონდეს ადგილი), მაგრამ მთლად იმ დათვივითაც ნუ მოვიქცევით, მუ--ლი რომ იშოვა და - ფუჰ, რა ბანჯგვლიანი ყოფილაო... მაგ პრინციპით, არც ევროპის ჩემპიონატზე (ფეხბურთში)გასასვლელად უნდა ვიკლავდეთ თავებს, ხომ მშვენივრად ვიცით, რომ იქ გიბრალტარისა თუ სან-მარინოს ნაცვლად სუსტების დაჩაგვრაზე კბილებდალესილი მონსტრები მიგველიან... იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდება (ინგლისური ტელეგრაფი მაინც არ გახლავთ ასავალ-დასავალი) და იქამდე მაინც შევირგოთ ეს აღიარება, სანამ (როგორც ბევრს ჰგონია და უფრო კი სურვილი ჰკლავს) რაგბის თამაშის ხალისს დაგვაკარგინებენ ამპარტავანი ბრიტანელები... ქართული რაგბი ამ ეტაპზე იასონ კვირკველიას პირველ მერცხალს წააგავს, თურქი მეზღვაურები რომ გადაჯეკეს და ინგლისელი მეზღვაურების თავურს რომ თვალსღა აყოლებდნენ შეცბუნებულები... და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იმ გამარჯვებებს უყრიდნენ საფუძველს, რასაც ათწლეულების შემდეგ ლივერპული, კარდიფ სიტი თუ უელსთან გასვლითი 5:0 დაერქმეოდა... მოდით, წუწუნს შევეშვათ, რაც მისალოცია, რაგბი იქნება თუ ქვეყნის ხელახალი ტურისტული აღმოჩენა (ჯერ-ჯერობით კორონა გადასარევად კარგად იქცევა ჩვენთვის) ერთმანეთს და ქვეყანას მივულოცოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენისთანა ქვეყნისათვის ჰაიჰარად ნაჩუქარი ე.წ. გრინ ქარდები კანონზომიერებებად ვაქციოთ და მტერი და მოშურნე (მე თქვენ გეტყვით და ცოტანი გვყავს) არ გავაცინოთ...
მ. ტ.
16:23 08-09-2020
4
ყველას გილოცავთ. დაიწყო ქართული რაგბის ახალი ისტორია.
ლაშა
12:29 08-09-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული